ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 ივლისი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). მიღებული აქვს თითქმის ყველა დასავლეთგერმანული ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის ნაწარმოებებში ასახულია ომის, ანტიფაშისტური და ანტიმილიტარისტული თემები.

ჰაინრიხ ბიოლი
გერმ. Heinrich Böll
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1917(1917-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი კელნი[14]
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1985(1985-07-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [13] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი კროიცაუ[15]
დასაფლავებულია Q28036176?
საქმიანობა ლირიკოსი, სცენარისტი[14] , მთარგმნელი[14] , პოეტი, რომანისტი, მწერალი[16] [14] , Nobel Prize winner[14] და საზოგადო მოღვაწე
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია[14]
ალმა-მატერი კელნის უნივერსიტეტი
Magnum opus ბილიარდი ათის ნახევარზე, კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება, The Clown, Q1195632?, The Train Was on Time, Stranger, Bear Word to the Spartans We…, The Silent Angel, And where were you, Adam?, Black Sheep, Christmas Not Just Once a Year, The Balek Scales, And Never Said a Word, უკაცო სახლი, The Bread of Those Early Years, Irish Journal, Valley of Thundering Hooves, Those Without Traces, Zimpren Station, Doctor Murkes total silence, When War Broke Out, When the War was Over, Distance to the Troop, End of a Mission, Domestic Disturbance, Group Portrait with Lady, Reports on the Nation's Disposition, The Safety Net, What's to Become of the Boy?, A Soldier's Legacy, Women in a river landscape. A novel in dialogues and soliloquies და Cross Without Love
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[17] [18] , გეორგ ბიუხნერის პრემია, Medal of Gratitude[19] , Carl von Ossietzky Medal, honorary citizen of Cologne, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი
მეუღლე ანემარი ბელი[14]
შვილ(ებ)ი რენე ბელი[14] და რაიმუნდ ბელი[14]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა კელნში, კათოლიკურ ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დამთავრება ბიოლს მაშინ მოუწია, როდესაც გერმანიაში ნაცისტური დიქტატურა დამყარდა. ბიოლს ნაციონალ-სოციალიზმისადმი ბავშვობიდანვე პასიური პროტესტის გრძნობა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიოლის მშობლიურმა ქალაქმაც, რომელიც გერმანული კათოლიციზმის ცენტრი იყო და სამღვდელოებას მოსახლეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მან სხვა ოთხ გიმნაზიელთან ერთად უარი თქვა „ჰიტლერიუგენდში“ გაწევრიანებაზე. კელნში არსებულ ანტინაცისტურ ატმოსფეროს ბიოლი იგონებს ავტობიოგრაფიულ ესეში „ჩემს შესახებ“.

გიმნაზიის დასრულების შემდგომ ბიოლი ჯერ დურგლად მუშაობდა, შემდეგ— ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში.

ლექსებსა და მოთხრობებს სკოლაშივე წერდა. 1930 კელნის უნივესიტეტში ჩაირიცხა. 1939 წელს ის მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ბიოლმა ექვსი წელი გაატარა ჯარში. ჯერ საფრანგეთში იბრძოდა. შემდეგ უკრაინის ფრონტზე. ომის დროს, 1942 წელს, იქორწინა ანა–მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1945 წელს ამერიკელებს ტყვედ ჩაუვარდა. ომის წლებმა მას გაუძლიერა ანტიმილიტარისტული შეხედულებები.

დურგლობა ტყვეობის შემდგომაც გაიხსენა, თუმცა მალე კელნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1947 წელს. მისი პირველი რომანი იყო „სად იყავი, ადამ?“. მასში ჭარბობს ომგამოვლილი კაცის ფრონტული მოგონებები და რელიგიური თემატიკა. მომდევნო წიგნებში „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „უკაცო სახლი“, „ადრეული წლების პური“ უკვე მისი თანამედროვე დასავლეთი გერმანიაა ასახული. ეს რომანები ყვებიან უმამოდ დარჩენილ ბავშვებზე, ქვრივებზე, ომის ჭრილობებზე. რელიგიური მოტივების გვერდით ჩნდება სკეფსისი. რომანში „კლოუნის თვალთახედვა“ (1963) მთავარი გმირი უიმედობას ღმერთის უარყოფამდე მიჰყავს.

წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების — პენკლუბის თავმჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლილებს და, საზოგადოდ, ყოველგვარ ძალადობას თავგამოდებით აკრიტიკებდა , განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებს. საქართველოს ორჯერ ესტუმრა — 1966 და 1972 წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ პატარაია, „ჰაინრიხ ბიოლი და უკაცო სახლი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი ISBN 978-9941-410-09-3 — 2009 წ.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 BD Gest'
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Babelio — 2007.
  12. Dictionary of Irish BiographyRIA.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 14.8 Catalog of the German National Library
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118512676 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. The Fine Art Archive
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1972/
  18. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  19. http://www.stadt-koeln.de/politik-und-verwaltung/presse/polnische-dankbarkeitsmedaille-fuer-heinrich-boell