უკაცო სახლი (გერმ. Haus ohne Hüter) — ჰაინრიხ ბიოლის 1954 წლის რომანი. რომანში ასახულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთი გერმანია, როდესაც წარსულ ჩაბარდა შიმშილის დრო, ქვეყანამ პირველი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური სასწაულის გზაზე, მაგრამ დარჩნენ ტრავმირებული და დაბნეული ადამიანები. რომანში დიდი ადგილი უჭირავს პერსონაჟთა მოგონებებს.

უკაცო სახლი
ავტორი ჰაინრიხ ბიოლი
მშობლიური ენა გერმანული
დაწერილია 1954
დაწერის ადგილი გერმანია
ქართულად თარგმნა 1987
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მთავარი გმირები არიან ბავშვები: მარტინ ბახი და ჰაინრიხ ბრილახი. ბავშვები სხვადასხვა სოციალურ გარემოში იზრდებიან. მარტინის დედაა ქვრივი ნელა ბახი, რომლის მეუღლე, პოეტი რაიმუნდი რუსეთში, სოფელ კალინოვკასთან დაიღუპა. ნელასთან ერთად ცხოვრობს რაიმუნდის მეგობარი ალბერტი, რომელიც მარტინზე ზრუნავს. მარტინის მამის სიკვდილში ვერნერ გეზელერია დამნაშავე, ათიოდე წლის შემდეგ კი იგივე გეზელერი კულტურისა და ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობს და რაიმუნდის შესახებ მოხსენების წაკითხვას აპირებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ პატარაია, „ჰაინრიხ ბიოლი და უკაცო სახლი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი ISBN 978-9941-410-09-3 — 2009 წ.