გეორგ ბიუხნერის პრემია
გეორგ ბიუხნერის სახელობის პრემია (გერმ. Georg-Büchner-Preis) — გერმანულენოვან ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც დაფუძნდა მწერლისა და დრამატურგის — გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად. პრემია ყოველწლიურად გადაეცემათ გერმანულ ენაზე მოღვაწე ავტორებს, „რომლემაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.“[1]
გეორგ ბიუხნერის პრემია | |
ჯილდო | გადაეცემათ გერმანულენოვან ავტორებს, რომლებაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში |
წარადგენს | ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია |
პირველად გადაეცა | 1923 |
deutscheakademie.de/en/awards/georg-buechner-preis |
---|
ისტორია
რედაქტირებაპრემია 1923 წელს გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად დაფუძნდა და თავდაპირველად იგი ძირითადად ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებს, პოეტებს, მსახიობებს და მომღერლებს გადაეცემოდათ.[2]
1951 წლიდან პრემიის ლაურეატები მხოლოდ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ხდებიან და მას ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია გასცემს. 2002 წლიდან პრემიის საპრიზო ფონდს 20 ათასი ევრო შეადგენს.
გეორგ ბიუხნერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში
რედაქტირებაგეორგ ბიუხნერის პრემია ხშირად მომავალი პოტენციური გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერლის გამოსავლენ ინდიკატორად ითვლება. გეორგ ბიუხნერის პრემიის ხუთ ლაურეატს: გიუნტერ გრასს, ჰაინრიხ ბიოლს, ელიას კანეტს, პეტერ ჰანდკესა და ელფრიდე იელინეკს — ჯილდოს მიღების შემდგომ წლებში მიენიჭათ ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ლაურეატები
რედაქტირება- მაქს ფრიში (1958, შვეიცარია)
- ინგებორგ ბახმანი (1964, ავსტრია)
- გიუნტერ გრასი (1965, გერმანია)
- ჰაინრიხ ბიოლი (1967, გერმანია)
- თომას ბერნჰარდი (1970, ავსტრია)
- ელიას კანეტი (1972, ბულგარეთი)
- პეტერ ჰანდკე (1973, ავსტრია)
- კრისტა ვოლფი (1980, გერმანია)
- ფრიდრიხ დიურენმატი (1986, შვეიცარია)
- ვოლფ ბირმანი (1991, გერმანია)
- ელფრიდე იელინეკი (1998, ავსტრია)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Georg-Büchner-Preis დაარქივებული 2014-06-30 საიტზე Wayback Machine. , ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georg-Büchner-Preis. Translated from Deutsche Akademie für Sprache und Dichtung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2012
- ↑ Georg-Büchner-Preis. Deutsche Akademie für Sprache und Dichtung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2012