ელფრიდე იელინეკი
ელფრიდე იელინეკი (გერმ. Elfriede Jelinek; დ. 20 ოქტომბერი 1946, მიურცუშლაგი, ავსტრია) — ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი. 2004 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. [22]
ბიოგრაფია
რედაქტირებაელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომბერს ავსტრიაში, შტირიის მხარის ქალაქ მიურცუშლაგში დაიბადა. მისი მამა, ფრიდრიხ იელინეკი ჩეხი ებრაელი იყო. იგი ჰოლოკოსტს, რომელსაც ბევრი მისი ახლობელი ემსხვერპლა, თავისი საქმიანობის წყალობით გადაურჩა; ქიმიკოსი იყო და მეორე მსოფლიო ომში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიულ პროდუქტზე მუშაობდა. მდიდარი ვენელი ოჯახიდან იყო ელფრიდეს დედა, რუმინელ-გერმანელი ოლგა ბიუხნერი, რომელთანაც მწერალს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.[23][24]
იელინეკი ვენაში იზრდებოდა. იგი რუმინულ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. დედა ელფრიდესთვის წარმატებულ მუსიკალურ კარიერას გეგმავდა. მისი სურვილით მომავალი მწერალი ფორტეპიანოზე, ორგანზე, გიტარასა და ვიოლინოზე სწავლობდა დაკვრას. მან ვენის კონსერვატორია ორგანისტის სპეციალობით დაამთავრა. ამ პერიოდის მანძილზე, იელინეკი მაქსიმალურად ცდილობდა დედის მოლოდინების გამართლებას. მან ვენის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობისა და თეატრმცოდნეობის სწავლა დაიწყო,[24] თუმცა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რაც შფოთვითი აშლილობით გამოიხატებოდა, სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სახლში დაბრუნდა, სადაც ერთი წელი თვითიზოლაციაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იელინეკმა თერაპიის მიზნით წერა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ იგი უკვე სახლიდან გასვლასაც ახერხებდა.[25]
1960-იან წლებში იელინეკმა ლექსების წერა დაიწყო და პოლიტიკურადაც გააქტიურდა. მისი ლიტერატურული დებიუტი 1967 წელს შედგა, როცა პოეტური კრებული „ლიზას ჩრდილი“ გამოაქვეყნა. კრიტიკოსებმა მას ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველეს და ამომავალი ლიტერატურული ვარსკვლავი უწოდეს.[23] 1969 წელს იელინეკმა პირველი ლიტერატურული ჯილდო მიიღო.
სამწერლო და პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირებაიელინეკის სამწერლო სტილი ავსტრიული ლიტერატურის დიდ ზეგავლენას განიცდის. მასზე ზეგავლენა მოახდინეს ავსტრიელმა მწერლებმა, რომელთა შორის არიან ინგებორგ ბახმანი, მარლენ ჰაუსჰოფერი და რობერტ მუზილი.[26]
იელინეკის პოლიტიკურ პოზიციებს, კერძოდ ფემინიზმსა და კომუნიზმს, უშუალო კავშირი აქვს მის შემოქმედებასთან. მისი რედაქტორი ფრედერიკ იგლერი ამბობს, რომ იელინეკს წერისას სამი ძირითადი სამიზნე პერსპექტივა აქვს: იგი აღწერს, თუ რას ხედავს, როგორც კაპიტალისტური კონსუმერული საზოგადოების წევრი, როგორც ყოფილი ავსტიელი ფაშისტი და როგორც პატრიარქალურ საზოგადოებაში სისტემურად შევიწროებული და ექსპლუტირებული ქალი.[27]
1974-1991 წლებში იელინეკი ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. იგი ღიად უპირისპირდებოდა ავსტრიის თავისუფლების პარტიას. 1999 წლის ეროვნული საბჭოს არჩევნებში სახალხო და თავისუფლების პარტიების კოალიციური გამარჯვების შემდეგ იელინეკი ახალი ხელისუფლების მთავარი კრიტიკოსი გახდა.
იელინეკის შემოქმედება, რომელიც რომანებს, ლექსებს, კრიტიკულ ესეებს, თარგმანებს, ანთოლოგიებს, სცენარებსა და რადიოპიესებს მოიცავს,[28] მრავალ ასპექტში განიხილება და ხშირად ხდება კამათის საგანი. წამყვანი ლიტერატურის კრიტიკოსებისგან მწერალი როგორც მხურვალე შექების, ასევე მწვავე კრიტიკის ობიექტია.[29]
იელინეკი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ჰაინრიხ ბიოლის (1986), გეორგ ბიუხნერის (1998), ჰაინრიხ ჰაინესა (2002) და ფრანც კაფკას (2004) სახელობის პრემიები. 2004 წელს მწერალმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. [29][23]
ქალის სექსუალობა, სექსუალური ძალადობა და სქესთა შორის ბრძოლა იელინეკის შემოქმედების ძირითადი თემებია. მისი რომანები, „საყვარლები“ და „პიანისტი ქალი“ ირონიულად წარმოაჩენს ბრუტალიზმსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ადამიანთა ურთიერთობაში. მწერალი ამბობს, რომ ძალაუფლება და აგრესია ხშირად ურთიერთობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მისი რომანი „ლტოლვა“ სექსუალობის, აგრესიისა და ძალადობის გრაფიკულ აღწერას შეიცავს. კრიტიკოსთა ნაწილმა პროვოკაციული რომანი უარყოფითად შეაფასა და პორნოგრაფია უწოდა, ნაწილმა კი მორალური მარცხის აღწერის სიძლიერე შეაქო და აღნიშნა, რომ რომანი მკითხველთა ნაწილმა სათანადოდ ვერ გაიგო და ვერ შეაფასა.[29]
რომანის „საყვარლები“ მიხედვით 2011 წელს ავსტრიელმა რეჟისორმა მიხაელ ჰანეკემ იზაბელ იუპერის მონაწილეობით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც კანის კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო მიიღო.[23]
ნობელის პრემია
რედაქტირებაიელინეკმა, როგორც თავმდაბლობითა და თვითირონიით ცნობილმა აღიარებულმა ფემინისტმა მწერალმა ივარაუდა, რომ ნობელის პრემიის მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მისმა სქესმა იქონია. მან აღნიშნა, რომ გერმანელი მწერალი პეტერ ჰანდკე, რომელსაც ცოცხალ კლასიკოსს უწოდებს, ბევრად უფრო ღირსეული კანდიდატი იქნებოდა ამ ჯილდოსთვის.[26]
იელინეკი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია და ვიდეო ზარით ჩაერთო,[30] რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა იგი სოციოფობიასა და აგორაფობიაზე ღიად საუბრისთვის შეაქო.[31] მწერალმა საჯაროდ აღიარა, რომ შფოთვითი აშლილობის გამო მას არ შეუძლია წავიდეს კინოში, ავიდეს თვითმფრინავის ბორტზე ან დაესწროს ნებისმიერ ცერემონიას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- საყვარლები (1975)
- პიანისტი ქალი (1983)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელფრიდე იელინეკის ოფიციალური საიტი
- ელფრიდე იელინეკის ბიოგრაფია ენციკლოპედია ბრიტანიკაში
- Elfriede Jelinek-Forschungszentrum
- BBC synopsis
- Die Gewaltproblematik bei Elfriede Jelinek
- Elfriede Jelinek: Nichts ist verwirklicht. Alles muss jetzt neu definiert werden. დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- The Goethe-Institut's 70th Birthday Page for Elfriede Jelinek დაარქივებული 2019-04-09 საიტზე Wayback Machine.
- Some of Jelinek's poems in English from the Poetry Foundation
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119001802 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ FemBio database
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und Wissenschaft — Wien: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 127–128. — ISBN 978-3-9503655-5-9
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 The Fine Art Archive
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.wien.gv.at/kultur/abteilung/ehrungen/preise/preistraeger.html#lit
- ↑ https://orf.at/stories/3181421/
- ↑ https://www.nachtkritik.de/index.php?option=com_content&view=article&id=20292:dankesworte-zur-verleihung-des-lebenswerk-nestroys-2021-von-elfriede-jelinek&catid=53&Itemid=60
- ↑ https://apa.at/news/elfriede-jelinek-wurde-ehrenbuergerin-der-stadt-wien/
- ↑ https://www.politik.steiermark.at/cms/beitrag/12933823/2494255/
- ↑ https://www.ouest-france.fr/europe/autriche/la-nobel-autrichienne-de-litterature-elfriede-jelinek-distinguee-par-la-france-93b1f36f-2c88-4064-a599-01467256bbe1
- ↑ https://wien.orf.at/stories/3257352/
- ↑ nobel prize in literature 2004.
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 Elfriede Jelinek biography. notablebiographies.com (23 March 2005).
- ↑ 24.0 24.1 Elfriede Jelinek profile, The Poetry Foundation website; retrieved 7 September 2013.
- ↑ Boiter, Vera (1998). Elfriede Jelinek, Women Writers in German-Speaking Countries. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 199–207.
- ↑ 26.0 26.1 Honegger, Gitta (2006). „How to Get the Nobel Prize Without Really Trying“. Theater. 36 (2): 5–19. doi:10.1215/01610775-36-2-4. ISSN 0161-0775.
- ↑ Eigler, Friederike (1997), „Jelinek, Elfriede“, Eigler, Friederike, The Feminist Encyclopedia of German Literature, Westport, CT: Greenwood Press, pp. 263–4
- ↑ Stevens, L. (2016) „Elfriede Jelinek's Bambiland“, Anti-War Theatre After Brecht. Springer, გვ. 169–199. DOI:10.1057/978-1-137-53888-8_7. ISBN 978-1-137-53887-1.
- ↑ 29.0 29.1 29.2 „Elfriede Jelinek“. Contemporary Literary Criticism. 169. Gale. March 2003. pp. 67–155.
- ↑ Elfriede Jelinek - Nobel Lecture. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2008. ციტირების თარიღი: March 21, 2018.
- ↑ "Portrait of the 2004 Nobel Laureate in Literature", nobelprize.org; retrieved 13 July 2010.