ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა (გერმ. Franz Kafka; დ. 3 ივლისი, 1883, პრაღა — გ. 3 ივნისი, 1924, კლოსტერნოიბურგის სანატორიუმი) — XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას.
წარმოშობა
რედაქტირებაფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს, ქალაქ პრაღაში, პრაღელი ებრაელების-ჰერმან კაფკასა (1852–1931) და იულია კაფკას (1856–1934) ოჯახში. კაფკას მამა ჩეხი ებრაელი იყო და საგალანტერეო საქონლით ვაჭრობას მისდევდა. დედა (ქალიშვილობის გვარი ლოვე) შეძლებული გერმანულენოვანი ებრაული ოჯახიდან წარმოდგებოდა. იგი ქმარს ეხმარებოდა ვაჭრობაში, რის გამოც პატარა ფრანცისათვის იმდენად ვეღარ იცლიდა. სულ ჰერმანსა და იულიას 3 ვაჟი და 3 გოგონა ჰყავდათ, რომელთაგანაც ფრანცი უფროსი იყო. დანარჩენი ორი ვაჟი ჩვილობაში გარდაიცვალა.
განათლება
რედაქტირება1889–1893 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში (Deutsche Knabenschule), შემდეგ გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. ფრანცი ბრწყინვალე მოსწავლე იყო.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კაფკამ სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა ორ კვირაში სამართლის ფაკულტეტზე გადავიდა. იმ დროისთვის იურისპრუდენცია პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ჰერმან კაფკა შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომავალ მწერალს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა ხელოვნების ისტორია. მალე იგი შეუერთდა სტუდენტურ კლუბს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებს მართავდა. პირველი კურსის დასასრულს კაფკა შეხვდა მაქს ბროდს, ასევე მომავალ მწერალს, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა ჟურნალისტ ფელიქს უელსთან ერთად.
კაფკას მშობლიური ენა გერმანული იყო, თუმცა, თავისუფლად ფლობდა ჩეხურსაც. მოგვიანებით შეისწავლა ფრანგული ენა და კულტურაც. მისი ებრაული განათლება შედარებით სუსტი იყო და თავიდან არც დიდად ინტერესდებოდა მშობლიური ენითა და კულტურით. მხოლოდ მოგვიანებით, უკვე მოწიფულ ასაკში დაინტერესდა იდიშით, მას შემდეგ, რაც ებრაული თეატრალური დასის წარმოდგენებს დაესწრო. 1906 წლის 18 ივნისს ფრანცმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
სწავლის პერიოდში, პირველი წლის ბოლოს, კაფკა შეხვდა მაქს ბროდსს, იურიდიული ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტს, რომელიც მისი ახლო მეგობარი გახდა. ბროდმა მალევე შენიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაფკა მორცხვი იყო და იშვიათად ლაპარაკობდა, მისი საუბარი ყოველთვის შთამაგონებელი იყო. კაფკა ხარბი მკითხვლი იყო მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. მან ბროდთან ერთად წაიკითხა პლატონის „პროთაგორა“ ორიგინალში ბერძნულ ენაზე, ბროდის ინიციატივით და გუსტავ ფლობერის „გრძნობების აღზრდა“ და „წმინდა ანტონის ცდუნებანი“ ფრანგულად, მისი შეთავაზებით. კაფკა მიიჩნევდა, რომ ფიოდორ დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ნიკოლაი გოგოლი, ფრანც გრილპარცერი და ჰაინრიხ ფონ კლაისტი მისი „ნამდვილი სისხლით ძმები“ იყვნენ. გარდა ამისა, მას აინტერესებდა ჩეხური ლიტერატურა და ძალიან მოსწონდა გოეთეს შემოქმედება.
სამსახური
რედაქტირება1907 წლის 1 ნოემბერს კაფკამ მუშაობა დაიწყო უდიდეს იტალიურ სადაზღვევო კომპანიაში, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა. კომპანიაში მის მიერ გაწეულ სამსახურს ძალიან აფასებდნენ, ასევე დიდ პატივს სცემდნენ როგორც ინტელექტუალ, თავმდაბალ, კარგი იუმორის მქონე ადამიანს.
შემოქმედება და ავადმყოფობა
რედაქტირებაკაფკას ყველა გამოქვეყნებული ნაშრომი გერმანულად არის დაწერილი, გარდა წერილებისა, რომელსაც ის ჩეხურად სწერდა მილენა იესენსკას. იმ მცირე ნაშრომებს, რომელიც მის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, საზოგადოების ყურადღება არ მიუპყრია.
კაფკას მისი არც ერთი გრძელტანიანი რომანი არ დაუსრულებია და დაახლოებით 90 პროცენტი მისი ნაშრომებისა დაწვა. მათი უმრავლესობა კაფკამ ბერლინში დიამანტთან ცხოვრების პერიოდში გაანადგურა. ცხოვრების ადრეულ წლებში, როგორც მწერალი, შთაგონებული იყო ვონ კელისტით, რომლის ნაშრომებიც ბაუერის მისამართით დაწერილ წერილში აღწერა, როგორც შემაშინებელი. კაფკა მას მიიჩნევდა უფრო ახლობელ ადამიანად, ვიდრე მის ოჯახს.
1917 წელს მწერალს განუვითარდა ტუბერკულოზი, რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც. სიცოცხლეში კაფკამ სულ რამდენიმე მოთხრობა გამოაქვეყნა. სიკვდილის წინ თავის მეგობარ მწერალ მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკაფკა დანიშნული იყო ფელის ბაუერზე, რომელიც 1912 წელს მაქს ბროდის სახლში გაიცნო. ფელისი ბერლინში ცხოვრობდა და მუშაობდა დიქტოფონების მწარმოებელ კომპანიაში. მათ ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ მიმოწერა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ორჯერ აპირებდნენ კიდეც დაქორწინებას, თუმცა საბოლოოდ, 1917 წელს ერთმანეთს დასცილდნენ. ამის მიზეზად ბევრი კაფკას უცნაურ ახირებებსა და შიშებს ასახელებს, ბევრიც ამტკიცებს, რომ ფრანცს არ უყვარდა ფელისი, მხოლოდ ოჯახის შექმნა უნდოდა, რათა მამამისისთვის დაემტკიცებინა, რომ ნორმალური ადამიანი იყო. კაფკასთან განშორების შემდეგ ფელისი მალევე დაქორწინდა. მოგვიანებით იგი ოჯახთან ერთად ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადასახლდა, სადაც 1960 წელს გარდაიცვალა. ბოლო წლებში იგი ფინანსურ შეჭირვებას განიცდიდა, რის გამოც იძულებული იყო, კაფკასთან მიმოწერა გამომცემლობისათვის მიეყიდა.
კაფკა საერთოდ მერყეობას იჩენდა ქალებთან ურთიერთობაში და არც ერთგულებით გამოირჩეოდა. დანიშნულიც კი განაგრძობდა პერიოდულად ხანმოკლე ურთიერთობებს, მაგალითად, ფელისის მეგობარ გრეტე ბლოხთან. ნიშნობის გაუქმების შემდეგ მას ასევე ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა იული ვორიცეკთან. მოგვიანებით 1944 წელს გრეტეც და იულიც ოსვენციმის (აუსშვიცის) მასობრივი მოსპობის ბანაკში დაიღუპნენ.
მწერლის რომანტიკულ გატაცებათაგან ყველაზე ცნობილია მისი ურთიერთობა ჩეხ მილენა იესენსკასთან. მილენა დაიბადა პრაღაში, ცნობილი პროფესორის, ქირურგი-სტომატოლოგის ოჯახში. სწავლობდა კონსერვატორიაში, შემდეგ-პრაღის უნივერსიტეტში ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ მალევე მიატოვა სწავლა. 1918 წელს იგი ცოლად გაჰყვა გერმანულენოვან ებრაელ ლიტერატორს, ერნსტ პოლაკს. წყვილი ვენაში დასახლდა. პრობლემები მათ ურთიერთობაში მალევე გაჩნდა და ქმრისგან იმედგაცრუებული მილენა კოკაინს მიეძალა, თუმცა მალე მიხვდა რომ არასწორ გზას ადგა და გადაწყვიტა თარგმანისა და ჟურნალისტობისთვის მოეკიდა ხელი, მით უფრო, რომ ეს დამატებით ფინანსურ შემოსავალსაც აძლევდა. 1919 წელს, კაფკას რამდენიმე მოთხრობის (მწერალმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოაქვეყნა) წაკითხვის შემდეგ, წერილი მისწერა მას, სადაც მათი ჩეხურად თარგმნის ნებართვას სთხოვდა. ამ წერილს მოჰყვა ინტენსიური მიმოწერა ფრანცსა და მილენას შორის. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ წყვილის ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა, რადგან მილენას არ სურდა ქმართან გაშორება და აღარც კაფკას გამოუჩენია ინიციატივა. მოგვიანებით, ნაცისტური გერმანიის მიერ ჩეხეთის ოკუპაციის შემდეგ მილენა დააპატიმრეს, როგორც აქტიური ანტინაცისტი და ებრაელების ქომაგი. იგი 1944 წელს რავენსბრუკის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.
1923 წელს ბალტიის ზღვის ნაპირას სანატორიუმში დასასვენებლად მყოფმა კაფკამ გაიცნო მეზობლად მდებარე ებრაულ ბანაკში მოხალისედ მომსახურე 25 წლის პოლონელი ებრაელი ქალი დორა დიამანტი. დორა (ნამდვილი სახელი-დვორია დიამენტი) წარმოშობით გორა კალვარიას ერთ-ერთი ცნობილი ხასიდური საგვარეულოდან იყო.მას საბავშვო ბაღის აღმზრდელის განათლება ჰქონდა მიღებული და მუშაობდა ბერლინში, ობოლ ებრაელ ბავშვთა თავშესაფარში. დორა ფრანცის უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა.
გარდაცვალება
რედაქტირებასანატორიუმიდან კაფკა პრაღაში დაბრუნდა, რომ შემდეგ დორასთან გადასულიყო ბერლინში. სწორედ მასთან გაატარა მწერალმა სიცოცხლის ბოლო წელიწადი. 1924 წელს ეს სიამტკბილობა მწერალს ტუბერკულოზის გართულებამ შეაწყვეტინა. იგი იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ბერლინი და დორასთან ერთად გაემგზავრებულიყო ავსტრიის ერთ-ერთ სანატორიუმში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 3 ივნისს, 40 წლის ასაკში. დორა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით იყო.
კაფკების ოჯახი
რედაქტირებაფრანც კაფკას ჰყავდა სამი უმცროსი და-გაბრიელი (ელი) (1889-1941?), ვალერი (ვალი) (1890-1942?) და ოტილი (ოტლა) (1892-1943?), რომელთაგანაც ყველაზე ახლო და თბილი ურთიერთობა სწორედ უკანასკნელთან აკავშირებდა. სამივენი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ. დაღუპვის ზუსტი გარემოებები უცნობია. ცნობილია, რომ ჩეხეთის ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ელი თავის ქალიშვილ ჰანასთან და ვალი-ქმართან ერთად ლოძის გეტოში გაგზავნეს, სადაც მათი კვალი სამუდამოდ გაქრა, სავარაუდოდ, ხელმნოს მასობრივი მოსპობის ბანაკში გადაიყვანეს და მოჰკლეს. ოტლა ჯერ ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, იქიდან კი-ბავშვების ჯგუფთან ერთად აუსშვიცის ბანაკში მოხვდა და მალევე მოჰკლეს. კაფკების ოჯახის გადარჩენილ წევრთაგან ცნობილია მარიან შტაინერი, ვალის ქალიშვილი, რომელმაც მეუღლესთან ერთად მოახერხა, ოკუპაციამდე დიდ ბრიტანეთში გაქცეულიყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა ბიძის ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაგვარი „კაფკა“ ჩეხური წარმოშობისაა და უკავშირდება ჩეხურ სიტყვას kavka, რაც ჭკას ნიშნავს. იგი საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ჩეხ ებრაელებს შორის. ეს ფრინველი ჰერმან კაფკას კომპანიის სახესაც წარმოადგენდა და გამოსახული საფოსტო კონვერტებზე, რასაც მწერლის მამა თავის საქმიან პარტნიორებთან მიმოწერისათვის იყენებდა. იგივე კონვერტებს ხანდახან ფრანც კაფკაც მიმართავდა, პირადი მიმოწერისათვის.[34]
მიუხედავად მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლებისა, მწერალს შთამომავლობა არ დარჩენია. მაქს ბროდი მიიჩნევდა, რომ შესაძლებელია, სწორედ კაფკა ყოფილიყო ნამდვილი მამა გრეტე ბლოხის ბავშვისა, რომელიც 1915 წელს დაიბადა და 1921 წელს გარდაიცვალა. თუმცა, ამ ვარაუდის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელი გახდა, რადგან, ფრანცისა და გრეტეს ურთიერთობა ფარულიც იყო და ხანმოკლეც, ისტორიის დეტალები კი არასოდეს გახმაურებულა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბავშვი მალევე დაიღუპა, რამდენიმე წელიწადში მწერალსაც იგივე ბედი ეწია, ჰოლოკოსტმა კი მისი ბევრი თანამედროვე იმსხვერპლა, თავად გრეტეს ჩათვლით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანც კაფკა - ბიოგრაფიული ინფორმაცია დაარქივებული 2009-03-07 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფიული ინფორმაცია კაფკაზე დაარქივებული 2010-01-17 საიტზე Wayback Machine.
- „The Kafka Project“ დაარქივებული 2020-12-06 საიტზე Wayback Machine.
- კაფკას ნაწარმოებები გერმანულ ენაზე
- Werner Haas კაფკას წერილები და დღიურები გერმანულ ენაზე
- „პროცესი“ რუსულ ენაზე
- კაფკას ნაწარმოებები რუსულ ენაზე
- ფილმი კაფკას ცხოვრების შესახებ დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- კაფკა. აუდიო-წიგნები გერმანულ ენაზე
- ფრანც კაფკას სურათები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Robertson R. Kafka: A Very Short Introduction — University of Oxford, 2004. — P. 1. — ISBN 978-0-19-280455-6
- ↑ 2.0 2.1 Kafka F. The Metamorphosis: The Translation, Backgrounds and Contexts, Criticism / S. Corngold — 1 — W. W. Norton & Company, 1996. — P. 211. — ISBN 978-0-393-96797-5
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118559230 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 5.0 5.1 https://vademecum.nacr.cz/vademecum/permalink?xid=737a525e-29a0-43bb-8a18-3ee1147b9fc0&scan=2db43f6c4c091fdc74ac0ac9124a9097 — გვ. 231.
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 8.0 8.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 11.0 11.1 NooSFere — 1999.
- ↑ 12.0 12.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 13.0 13.1 BD Gest'
- ↑ 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 16.0 16.1 16.2 Czech National Authority Database
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 20.0 20.1 20.2 Studenti pražských univerzit 1882–1945
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ CineChile
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 BeWeB
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 27.0 27.1 Кафка Франц // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Studenti pražských univerzit 1882–1945
- ↑ 29.0 29.1 Kafka F. The Metamorphosis: The Translation, Backgrounds and Contexts, Criticism / S. Corngold — 1 — W. W. Norton & Company, 1996. — P. 213. — ISBN 978-0-393-96797-5
- ↑ Trenkler T. Kafka in Kierling: Siechtum prolongiert / Hrsg.: O. Bronner — 2011.
- ↑ Dictionary of Literary Biography — Farmington Hills: Gale, 1978. — ტ. 81.
- ↑ Scheller W. »Ich krummer Westjude« / Hrsg.: Zentralrat der Juden in Deutschland — 2008. — ISSN 1618-9698; 1618-9701
- ↑ http://www.telegraph.co.uk/culture/books/3600186/She-never-stopped-calling-herself-his-wife.html
- ↑ Brod, Max (1960). Franz Kafka: A Biography. New York: Schocken Books. ISBN 0-8052-0047-9.