გიუსტავ ფლობერი

ფრანგი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან გუსტავ ფლობერი)

გიუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert; დ. 12 დეკემბერი, 1821, რუანი — გ. 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) — ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი პირველი რომანით „მადამ ბოვარი“ და საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის გაუთავებელ ძიებაში „ზუსტი სიტყვისთვის“ (ფრანგ. le mot juste). დაიბადა რუანაში, სენ-მარიტიმი, საფრანგეთის ჰოტ ნორმანდიის რეგიონში.

გიუსტავ ფლობერი
ფრანგ. Gustave Flaubert
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1821(1821-12-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23]
დაბადების ადგილი რუანი[24] [21]
გარდაცვალების თარიღი 8 მაისი, 1880(1880-05-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [25] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი კრუასე[21]
დასაფლავებულია Cimetière monumental de Rouen
საქმიანობა რომანისტი და მწერალი[22] [23] [26]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი International lycée François-Ier, Paris Law Faculty და პიერ-კორნელის ლიცეუმი
Magnum opus მადამ ბოვარი, სალამბო, ბუვარ ი პეკუშე, Sentimental Education, The Temptation of Saint Anthony, Three Tales, საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი და Q19150097?
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[27] და Q130762055?[28]
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ლუიზ კოლე
ხელმოწერა

განათლება

რედაქტირება

1832–1840 წლებში სწავლობდა სამეფო კოლეჯში, სადაც დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიასა და ლიტერატურის მიმართ, გატაცებული იყო შექსპირითა და სერვანტესით. 1840 წელს ფლობერი პარიზში სამი წელი სწავლობდა იურისპრუდენციას, რომელიც ნაკლებად აინტერესებდა (ალმათ გამოცდები ამიტომ ვერ ჩააბარა). თუმცა პარიზული წლები მისთვის მნიშვნელოვანი იყო - გაიცნო ვიქტორ ჰიუგო.

ავადმყოფობა

რედაქტირება

1843 წელს მას ეპილეფსიის მსგავსი დაავადება აღმოაჩნდა და მუდმივად ექიმების კონტოლქვეშ იყო. ამის გამო ფლობერიმ პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, იმის შიშით რომ ეს დაავადება შთამომავლობას გადაეცემოდა, მას ცოლი არ უთხოვია, თუმცა თაყვანისცემლები არ აკლდა. მიუხედავად საშუალო ტანისა „ეს გოლიათი, რომელიც თავისი მხარბეჭით და ულვაშებით ნორმანთა ძველ ბელადს მოგვაგონებდა და თავისი გულისწყრომით და რიხიანი ხმით საშუალო კაბინეტს აზანზარებდა, გემოვნებით და ბუნებით რომანტიკოსი იყო და ბევრი ქალის გულიც დაიპყრო“.

ლიტერატურა

რედაქტირება

ფლობერის მსოფლმხედველობა ემილ ზოლას, გი დე მოპასანსა და ივანე ტურგენევთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა. იგი გაიზარდა რენე შატობრიანისა და ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებებზე და იტაცებდა გამოსახვის რომანტიკული სტილი. გუსტავ ფლობერმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა რელიგიურ თემებს, გაცნობიერებულ დანაშაულსა და ფილოსოფიას. იგი ამბობდა: „ხალხს, რომელსაც მხოლოდ ათეისტები შეადგენენ, მომავალი არა აქვს“. ფლობერის შემოქმედებაში დღემდე დაუცხრომელ ინტერესს იწვევს მისი „წერილები“ (1887-1893). მეგობრებისადმი ძალდაუტანებელ მიმართვაში იგი ქაღალდს ანდობს თავის აზრებს, არ ფიქრობს სტილზე და ამით უნიკალურ შანსს დავინახოთ მხატვარი, რომელიც თავად აანალიზებს თავის ყოველდღიურ შრომას რა აყალიბებს ლიტერატურის დანიშნულების არსს. მწერლის თვალსაჩინო ავტოპორტრეტის გარდა, აქ მოცემულია ღრმა დაკვირვებები მეორე იმპერიის პერიოდის საზოგადოების მორალზე. ქლობერს „ახალი ხელოვნების კოდექსის“ ავტორად მიიჩნევდა.

ბოლო წლები

რედაქტირება

მამის სიკვდილის შემდეგ(1846) იგი რუანის მახლობლად სოფელ კრუასეში დაბრუნდა, სადაც სიკვდილამდე მარტოობაში ცხოვრობდა. ერთადერთი სერიოზული რომანი ჰქონდა ლუიზა კოლესთან (იგი კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო), რომელმაც , ხანმოკლე განშორებებსა და კვლავ შერიგებებსაც თუ ჩავთვლით, შვიდ წელს გასტანა.

მწერალს ცხოვრების უკანასკნელ წლებში თან სდევდა უბედურება: ფრანკო-პრუსიის ომის დროს დაიკავეს მისი სოფელი, რასაც მწერლისთვის მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ქონების დიდი ნაწილი ღარიბ ნათესავებს გადასცა. იგი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო ბიბლიოთეკაში. ჯორჯ სანდთან მეგობრობისა და ახლო ნათესავის მადამ კომანვილის თანადგომით ფლობერს მარტოობა არასდროს უგვრძნია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მადამ ბოვარი (1857)
  • სალამბო (1862)
  • გრძნობათა აღზრდა (1869)
  • ბუვარი და პეკუშე (1881)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118533754 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Gustave Flaubert
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. Nationalencyklopedin — 1999.
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 NooSFere — 1999.
  12. 12.0 12.1 filmportal.de — 2005.
  13. 13.0 13.1 BD Gest'
  14. 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  15. 15.0 15.1 Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 GeneaStar
  18. 18.0 18.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  19. 19.0 19.1 Babelio — 2007.
  20. 20.0 20.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  22. 22.0 22.1 22.2 BeWeB
  23. 23.0 23.1 23.2 The Fine Art Archive — 2003.
  24. Флобер Гюстав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  25. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  26. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  27. https://www.amis-flaubert-maupassant.fr/article-bulletins/055_030/
  28. Les douze meilleurs romans du XIXᵉ siècle ont été désignés aujourd'hui / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1952. — P. 12. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: