მადამ ბოვარი (ფრანგ. Madame Bovary) — გიუსტავ ფლობერის რომანი. მისი სრული სახელია „მადამ ბოვარი – პროვინციული ზნე-ჩვეულებები“. მეორე სათაური მკითხველს განუმარტავს ნაწარმოების არსს. რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ უხუთავს ადამიანს სულს დამყაყებული პროვინციული ყოფა.

„მადამ ბოვარი“
Madame Bovary

„მადამ ბოვარის“ პირველი ფრანგული გამოცემა
ავტორი გიუსტავ ფლობერი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1857
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნაწარმოების მთავარმა მოქმედმა პირმა — ემამ ვერ ჰპოვა იდეალი ვერც მეუღლეში და ვერც თაყვანისმცემლებში. მისმა ცხოვრებამ რთული ხასიათი მიიღო, სადაც ზნეობრივი და უზნეო საქციელი გადაეხლართა ერთმანეთს. ემამ ყველაფერზე გული აიცრუა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ფლობერისთვის ემა განზოგადებული სახეა, ამიტომაც ავტორმა აღნიშნა: „ჩემი ემა ტირის საფრანგეთის ყოველ პროვინციულ ქალაქში“.

კრიტიკული გამოხმაურება

რედაქტირება

„მადამ ბოვარი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად და პროზის იდეალურ ნიმუშად მიიჩნევა. ჰენრი ჯეიმზი რომანის შესახებ წერდა: „მადამ ბოვარს აქვს ის სრულყოფილება, რომელიც მას შეუდარებელს ხდის.“[1] ნაბოკოვი წერდა, რომ ამ რომანში „სტილისტური თვალსაზრისით, პროზა პოეზიის დანიშნულებას აღასრულებს.“[2] მილან კუნდერა თავისი რომანის „ხუმრობა“ შესავალ ნაწილში აღნიშნავს, რომ „ფლობერის შემოქმედებამ პროზის ესთეტიკური არასრულფასოვნების სტიგმა დაამსხვრია. „მადამ ბოვარის“ შემდეგ პროზა პოეზიის ტოლფას ხელოვნებად ითვლება.“[3] ჯულიან ბარნსმა „მარამ ბოვარს“ ყველა დროის საუკეთესო რომანი უწოდა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 97.
  1. James, Henry (1914). Notes on Novelists. New York: Charles Scribner's Sons, გვ. 80. 
  2. Quoted by Malcolm Bowie, Introduction to Madame Bovary, translated by Margaret Mauldon, Oxford University Press, 2004, p. vii
  3. Kundera, Milan (1992). The Joke. 
  4. ბარნსი, ჯულიან (18 November 2010). „Writer's Writer and Writer's Writer's Writer“. London Review of Books. 32 (22): 7–11.