გარდასახვა (კაფკა)
გარდასახვა ან მეტამორფოზა (გერმ. Die Verwandlung) 一 ებრაული წარმოშობის ჩეხი ავტორის, ფრანც კაფკას 1915 წელს გამოქვეყნებული ნოველა. ავტორის ეს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მოგვითხრობს პერსონაჟის, გრეგორი ზამზას ცხოვრების შესახებ, რომელიც ერთ დღეს გაიღვიძებს და, გაურკვეველი მიზეზის გამო, გიგანტურ მწერად გარდაიქმნება. ტექსტში გადმოცემულია, როგორ იბრძვის ის მსგავს ვითარებაში, შეეგუოს როგორც ამ მდგომარეობას, ისევე ოჯახის წევრთა, განსაკუთრებით კი მამის, ზიზღითა და ინდეფერენტულობით აღვსილ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ნაწარმოებში ამაზე მინიშნება არ არის, პოპ-კულტურაში აღიარებულია, რომ ზამზა ტარაკანად გარდაისახა.
„გარდასახვა“ | |
---|---|
Die Verwandlung | |
პირველი გამოცემა, 1915 | |
ავტორი | ფრანც კაფკა |
ქვეყანა | ავსტრია-უნგრეთის იმპერია, დღევანდელი ჩეხეთი |
ენა | გერმანული |
ჟანრი | ნოველა |
გამომცემელი | Die Weißen Blätter |
გამოცემის თარიღი | 1915 |
მედია | ბეჭდური |
მოთხრობა თითქმის სამოცდაათგვერდიანია და ყველაზე გრძელია იმ ნოველათა შორის, რომლის გამოქვეყნებაც მწერალმა საკუთარ სიცოცხლეში ისურვა. ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1915 წელს, ჟურნალ Die Weißen Blätter-ის ოქტომბრის ნომერში, რენე შიკელეს რედაქტორობით, ორი თვის შემდეგ კი მკითხველმა კვლავ ახალი გამოცემა იხილა, რომელსაც რედაქტორობას კურტ ვულფი უწევდა.[1]
ავტორის მიერ ჩაფიქრებული გეგმის თანახმად, გარდასახვა უნდა გაერთიანებულიყო ტრილოგიაში, სახელწოდებით - სასჯელები - ავტორის სხვა ორ ნაწარმოებებთან - პროცესი და გამასწორებელ კოლონიაში - ერთად, თუმცა, არახელსაყრელი მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული გეგმა ჩაიშალა.
ნაკვეთი
რედაქტირებამოთხრობის მთავარი გმირია გრეგორი ზამზა, პროფესიით კომივოიჟერი. ნაწარმოების სიუჟეტის ათვლაც სწორედ მისი ერთი დილიდან იწყება -, როცა მას, მოულოდნელად, დაეკარგა ძველი იერსახე და უზარმაზარ მწერად გადაიქცა. კაფკას სტილისთვის დამახასიათებლად, მეტამორფოზის კონკრეტული მიზეზები უშუალოდ ტექსტში მითითებული არ არის და მკითხველი მას სიუჟეტის ბოლომდე ვერ იგებს. მთავარ გმირს ახალ კონდიციებთან შეგუება უწევს და უბრალოდ ნებდება საკუთარ ბედისწერას, აღარ ოცნებობს ძველი დროის დაბრუნებაზე, რასაც ვერ ვიტყვით მისი ახლობელი ადამიანების შემთხვევაში. თავდაპირველად, იგი ლოგინში უჩვეულო პოზაში წევს და კარებს მაშინაც არ აღებს, როცა მისი სამსახურის უფროსი მოადგება კარს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოცდასაც მოეღება ბოლო - როცა შეატყობენ ზამზას სახეცვლას, მისი ახლობლები შეშინდებიან და ზამზას იზოლაციაში, მარტოდ მყოფს, მიატოვებენ. მამა ზამზა, საკუთარ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, გადის გარე ოთახში, სადაც, ამ უკანასკნელებთან ერთად, მთელ დროს ატარებს, ზამზაზე მეთვალყურეობის საკითხს კი მხოლოდ მისი და იღებს ხელთ. გრეგორს მრავალი ზეწოლის გადატანა უწევს, პირველ რიგში მამის მხრიდან, რომელმაც ის ფიზიკური ანგარიშსწორებით მოიცილა და შეაგდო საკუთარ ოთახში, ამას მოჰყვა ვაშლის სროლა, რის შედეგადაც გრეგორმა თავი დაიზიანა და რამაც, მოგვიანებით, მისთვის ფატალური შედეგი განაპირობა. გრეგორს მთელი თავისი დროის საკუთარ ოთახში გატარება უწევს. გრეგორი ერთადერთი სოლიდურ შემოსავლის წყაროს ქმნიდა ოჯახში - მამა უკვე მოხუცებული, პენსიაზე გასული ასაკოვანია, დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს სამშაოს დაწყება, ხოლო მისი და, როგორც თავად ზამზა ამბობს, „ჯერ კიდევ პატარაა იმისთვის, რომ ცხოვრებისეული სირთულეებით აღსავსე ფაზაში შედგას ფეხი“. მიუხედავად იმისა, რომ და მის მიმართ, მიუხედავად ყველაფრისა, ფამილიარულადაა განწყობილი, მალე ისიც ოჯახის აზრზე გადმოდის, ეს ყველაფერი კი რადიკალურად იმ შემთხვევის შემდეგ იცვლება, როცა შემოსავლის მიზნით ზამზების ოჯახში მდგმურად გადმოსული სამი კაცი (განსაკუთრებით კი შუა მათგანი) უდიდეს უკმაყოფილებას გამოთქვამს გრეგორთან დაკავშირებით. ამჯერად, დას ცნობიერებაში იწყება მეტამორფოზა - ის გადაწყვეტს, მშობლების დამოწმებით, რაც შეიძლება მალე მოიცილონ საკუთარი ოჯახის წევრი, რის საბუთადაც მოაქვს ის ფაქტი, რომ „მას, რეალურად, არ ჰქონდა საქმე საკუთარ ძმასთან“. გრეგორი კვდება სწორედ იმ ვაშლით მიღებული დაზიანების შედეგად, რომელიც საკუთარმა მამამ ესროლა მას - მას სახსარი დაუზიანდება. სიუჟეტი მთავრდება ერთობლივი ოჯახური გასეირნების სცენით, რომლის მიზანსაც წარსულის დავიწყება წარმოადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Die Verwandlung დაარქივებული 7 March 2012 საიტზე Wayback Machine. at DigBib.org (text, pdf, HTML) (in German)
- The Metamorphosis დაარქივებული 16 April 2016 საიტზე Wayback Machine. , translated 2009 by Ian Johnston of Malaspina University-College, Nanaimo, BC
- The Metamorphosis დაარქივებული 2021-12-13 საიტზე Wayback Machine. at The Kafka project, translated by Ian Johnston released to public domain
- The Metamorphosis - Annotated text aligned to Common Core Standards
- „The Metamorphosis“ — Project Gutenberg-ზე, translated by David Wyllie
- Lecture on The Metamorphosis by Vladimir Nabokov დაარქივებული 2017-06-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nitschke, Claudia (January 2008). „Peter-André Alt, Franz Kafka. Der ewige Sohn. 2005“. Arbitrium. 26 (1). doi:10.1515/arbi.2008.032. ISSN 0723-2977. S2CID 162142676.