თეატრმცოდნეობა
თეატრმცოდნეობა — მეცნიერება თეატრის შესახებ, ხელოვნებათმცოდნეობის დარგი. იგი შეისწავლის თეატრალური ხელოვნების თეორიას და ისტორიას, მათ შორის სამსახიობო ხელოვნებას, დრამატურგიას, რეჟისურას, თეატრალურ არქიტექტურას, დეკორატიულ ხელოვნებას და სხვა. თეატრმცოდნეობასთან უშუალოდ არის დაკავშირებული თეატრალური კრიტიკა, რომელიც თეატრალური ხელოვნების მიმდინარე ცხოვრების ანალიზს აკეთებს.