შოთა ცუცქირიძე
შოთა ქრისტეფორეს ძე ცუცქირიძე (დ. 19 სექტემბერი, 1926, სოფ. სვერი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. ნოემბერი, 2014) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, თეატრმცოდნე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).
შოთა ცუცქირიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | შოთა ცუცქირიძე |
დაბადების თარიღი | 19 სექტემბერი, 1926 |
გარდაცვალების თარიღი | 0 ნოემბერი, 2014 (88 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1945–1946 ჭიათურის თეატრში მუშაობდა მსახიობად, 1946-დან თბილისის თოჯინების სახ. ქართული თეატრის მსახიობია. 1961-დან მსახიობი და რეჟისორი. როლები: სულთანი (ნინა გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“), პეტრიკელა (გრიგოლ ჩიქოვანის „ორი ქოსატყუილა“), მღვდელი (სერგეი ობრასცოვისა და ს. პრეობრაჟენსკის „დიდი ივანე“) პაქ ტორ სე (ლ. პრავდინას „სიცოცხლის ყვავილი“) და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია გიორგი ლანდაუს „ფიფქიას სკოლა“ (1961) , ნინა გერნეტისა და ტატიანა გურევიჩის „ბატის ჭუკი“ (1972), ვლადიმერ ლიფშიცისა და ირინა კიჩანოვა-ლიფშიცის „იდუმალი ჰიპოპოტამი“ (1979) და სხვა. თეატრების საკავშირო ფესტივალის ლაურეატი (1958) (სპექტაკლები: მონადირე — ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრი“, სერგეი ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჯენსკის „დიდი ივანე“). თოჯინების თეატრების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის უნიმა-ს წევრი 1958 წლიდან. 1970 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
ცუცქირიძემ ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში განახორციელა ევგენი სპერანსკისა და სერგეი მიხალკოვის „მხიარული ზღაპრების“ დადგმა.
1984 წელს ნინა გერნეტისა და ტატიანა გურევიჩის პიესის „ბატის ჭუკის“ დადგმით საფუძველი ჩაუყარა ფოთში სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თოჯინების თეატრის სექტორის არსებობას.
1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
შოთა ცუცქირიძემ მთელი ცხოვრება თოჯინების თეატრს მიუძღვნა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში თეატრალური ხელოვნების ამ სპეციპიკური ჟანრის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის. თეჯირს მიღმა „ჩამალული“ ოსტატი ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი შტრიხებით, იმპროვიზაციით ქმნიდა თავისებურ „სამყაროს“.
ბოლო წლებში შოთა ცუცქირიძემ თოჯინების თეატრში დადგა სპექტაკლი „გედების ტბა“, რომელიც პეტრე ჩაიკოვსკის ოპერის მიხედვით არის შექმნილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 245-246.