კონსერვატორია (იტალ. conservatorio, თავდაპირველი მნიშვნელობით — თავშესაფარი < ლათ. conservo — ვინახავ) — უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს ხელოვნების სპეციალისტებს: შემსრულებლებს (ინსტრუმენტალისტებს, ვოკალისტებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, მუსიკათმცოდნეებს).

XVI ს-ში კონსერვატორიას უწოდებდნენ ობოლ და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს, სადაც მათ ხელობას ასწავლიდნენ (პირველი კონსერვატორია ნეაპოლში 1537), XVII ს-ში ასეთ თავშესაფარში შემოიღეს მუსიკის სწავლება. XVIII ს-ში იტალიაში კონსერვატორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მუსიკოს-შემსრულებელთა და კომპოზიტორთა მომზადებაში. აქ სწავლობდნენ ევროპის სხვა ქვეყნების მუსიკოსებიც. ბურჟუაზიული წყობილების განვითარებასთან ერთად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალ მუსიკოსებზე, ამან კი გამოიწვია სპეციალური მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობა. პირველი ასეთი სასწავლებლი იყო პარიზის ეროვნული მუსიკალური ინსტიტუტი (1793), რომლის საფუძველზე 1795 დაარსდა მუსიკისა და დეკლამაციის კონსერვატორია. XIX საუკუნის I ნახევარში კონსერვატორიები შეიქმნა ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქებში.

საზღვარგარეთის კონსერვატორიათა უმრავლესობა ამზადებს შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს: მუსიკათმცოდნეები ამთავრებენ უნივერსიტეტების მუსიკალურ ფაკულტეტებს. კონსერვატორიაში სწავლების ვადაა 3-5 წელი. რუსეთში პირველი კონსერვატორიები დაარსდა პეტერბურგსა (1862) და მოსკოვში (1866). 1883 გაიხსნა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების მუს.-დრამ. სასწავლებელი (1886-დან კონსერვატორიის უფლებებით). 1912 კონსერვატორია დაარსდა სარატოვში, 1913კიევსა და ოდესაში, 1917თბილისში. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კონსერვატორიები გაიხსნა თითქმის ყველა რესპუბლიკაში.

კონსერვატორიაში არის თეორიული საკომპოზიციო, ვოკალური, საფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხური საკრავების ფაკულტეტები, ზოგიერთ კონსერვატორიაში — სადირიჟორო განყოფილებაც. მოსკოვის კონსერვატორიის გარდა ყველას აქვს დაუსწრებელი განყოფილება. კონსერვატორიათა უმრავლესობაში შექმნილია საღამოს განყოფილება და ორწლიანი ვოკალურ-მოსამზადებელი კურსები, აგრეთვე ნიჭიერთა ათწლედები. დიდ კონსერვატორიებში არის ასპირანტურა და ასისტენთა სტაჟირების განყოფილება შემოქმედებითი მუშაკებისათვის.

ცნობილი სამუსიკო სკოლები

რედაქტირება

არგენტინა

რედაქტირება

ავსტრალია

რედაქტირება

ბრაზილია

რედაქტირება

საფრანგეთი

რედაქტირება

საქართველო

რედაქტირება

გერმანია

რედაქტირება

სამუსიკო უნივერსიტეტები

რედაქტირება

სასულიერო მუსიკის უნივერსიტეტები

რედაქტირება

კონსერვატორიები

რედაქტირება

ირლანდია

რედაქტირება

ნიდერლანდი

რედაქტირება

ესპანეთი

რედაქტირება

დიდი ბრიტანეთი

რედაქტირება

უმაღლესი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება