კობეს უნივერსიტეტი

კობეს უნივერსიტეტი (იაპონ. 神戸大学, Kōbe daigaku; კანსაის რეგიონში ასევე ცნობილი, როგორც შინდაი (神大)) ― იაპონიის ეროვნული უნივერსიტეტი. მდებარეობს კობეში, ჰიოგოს პრეფექტურაში. დაარსდა 1949 წელს, თუმცა უნივერსიტეტის აკადემიური ისტორია 1902 წელს კობეს უმაღლესი კომერციული სკოლის დაფუძნებიდან იწყება, რომელსაც შემდეგში კობეს კომერციის უნივერსიტეტი და კობეს ეკონომიკის უნივერსიტეტი ეწოდებოდა. კობეს უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ეროვნული უნივერსიტეტია და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტი 14 სკოლასა და 11 ფაკულტეტს მოიცავს და სხვადასხვა პროგრამზე 16 000-მდე სტუდენტია ჩარიცხული. დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტებიც იღებენ განათლებას, რომელთა რიცხვი 2021 წლის 1-ელი მაისსითვის 1 179-ს აღწევდა. [6] უნივერსიტეტის პერსონალი 3 102 ადამიანს ითვლის. 1869 წელს დაარსდა კობეს ჰოსპიტალი, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის საწვრთნელ ცენტრს წარმოადგენდა და თანამედროვე იაპონიის ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა.

დაფუძნდა მარტი, 1902[1]
ტიპი უნივერსიტეტი და სამეცნიერო გამომცემლობა
სტუდენტი 15 999[2] [3]
მისამართი 〒657-8501 神戸市灘区六甲台町1番1号
ქვეყანა იაპონია
კავშირები Confederation of Open Access Repositories[4] და arXiv[5]
კობეს უნივერსიტეტი — იაპონია
კობეს უნივერსიტეტი
https://www.kobe-u.ac.jp/ და https://www.kobe-u.ac.jp/en/index.html
 
კობეს კომერციის კოლეჯის მთავარი შესასვლელი 1930-იან წლებში

უნივერსიტეტის ისტორია 1902 წლიდან იწყება, როდესაც კობეს უმაღლესი კომერციული სკოლა (იაპონ. 神戸高等商業学校, Kōbe kōtō shōgyō gakkō) დაარსდა. მისი პირველი პრეზიდენტი ტეცუია მიზუშიმა (იაპონ. 水島銕也, 1864-1928) იყო. 1929 წელს სკოლას სახელი გადაერქვა და კობეს კომერციის უნივერსიტეტი ეწოდა (神戸商業大学, Kōbe shōgyō daigaku).[7] უნივერსიტეტს სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა 1944 წელს და კობეს ეკონომიკის უნივერსიტეტი (神戸経済大学, Kōbe keizai daigaku) ეწოდა.[7]

1949 წელს იაპონიის ახალი საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში უნივერსიტეტი ჰიოგოს ნორმალურ სკოლას, ჰიოგოს უმცროსთა ნორმალურ სკოლას, კობეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიმეჯის უმაღლეს სკოლას შეეწყა და კობეს უნივერსიტეტის სახით ჩამოყალიბდა. მას შემდეგ უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაფართოვდა.

ორგანიზაცია

რედაქტირება

კობეს უნივერსიტეტი სკოლებს, ფაკულტეტებსა და კვლევით ინსტიტუტს მოიცავს. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, კულტურათშორისი კვლევების, ჰუმანური განვითარებისა და გარემოს, სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მეცნიერების, მედიცინის, ჯანდაცვის მეცნიერებათა, ინჟინერიის, სისტემური ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობსი მეცნიერების, საზღაო მეცნიერებათა და საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევების სკოლები.

უნივერსიტეტი მოიცავს 10 ფაკულტეტს: 文学部, გლობალური ჰუმანური მეცნიერებები (国際人間科学部), სამართალი (法学部), ეკონომიკა (経済学部), ბიზნესის ადმინისტრირება (経営学部), მეცნიერება (理学部), მედიცინა (医学部), ინჟინერი (工学部), სოფლის მეურნეობა (農学部) და საზღვაო მეცნიერებ (海洋政策科学部).

კობეს უნივერსიტეტის შემადგენლობაშია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების კვლევითი ინსტიტუტი.

კამპუსები

რედაქტირება
 
კობეს უნივერსიტეტის მთავარი შენობა

კობეს უნივერსიტეტი ოთხ კამპუსს მოიცავს: ტოკოდაის, კუსონოკის, მიოდანისა და ფუკაეს. მთავარი კამპუსი როკოდაია, რომელიც 9 ფაკულტეტს მოიცავს.

როკოდაის ტერიტორია ოთხ ნაწილად იყოფა. როკოდაის პირველ კამპუსში (六甲台第1, Rokkōdai Dai-ichi) სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებია განთავსებული. როკოდაის მეორე კამპუსში (六甲台第2, Rokkōdai Daini) კლასიკური მეცნიერბებეის, მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის ფაკულტეტებია განლაგებული. ცუროკაბუტოს პირველი კამპუსი (鶴甲第1, Tsurukabuto Dai-ichi) კულტურათშორისი კვლევებისთვისაა დათმობილი, ხოლო ცუროკაბუტოს მეორე კამპუსში (鶴甲第2, Tsurukabuto Daini) ჰუმანური განვითარების ფაკულტეტია მოთავსებული.

კუსუნოკის კამპუსში (楠, Kusunoki) მედიცინის ფაკულტეტია განთავსებული, მიოდანის კამპუსი (名谷, Myōdani) ჯანდაცვის მეცნიერებებს, ხოლო ფუკაეს კამპუსი (深江, Fukae) საზღვაო მეცნიერებებს ეთმობა.

რეიტინგი

რედაქტირება
 
კობეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

კობეს უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტად ითვლება. 2010 წელს ტოიო კეიზაის „ნამდვილად ძლიერი უნივერსიტეტების“ ჩამონათვალში კობეს უნივერსიტეტი მე-10 ადგილზე გავიდა.[8] კავაიჯუკუს მიერ მომზადებულ რეიტინგში კობეს უნივერსიტეტი იაპონიის მე-11 საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა.[9]

2010 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში[10] r კობეს უნივერსიტეტმა 234-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აზიური უნივერსიტეტების რეიტინგში ― 26-ე.

კვლევითი რეიტინგი

რედაქტირება

კობეს უნივერსიტეტი იაპონიის მოწინავე კვლევით დაწესებულებად ითვლება. Thomson Reuters-ის მიხედვით შნდაი მე-14 საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია იაპონიაში. Weekly Diamond-ის მოხსენების მიხედვით შინდაის მე-15 უმაღლესი კვლევითი სტანდარტი აქვს იაპონიაში ერთ მკვლევარზე კვლევების დაფინანსების მაჩვენებლით. კობეს უნივერსიტეტის კვლევითი სტანდარტი ყველაზე მაღალაი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

ცნობილი კურსდამთავრებულები

რედაქტირება

კობეს უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: სოსუკე უნო ― იაპონიის 75-ე პრემიერ-მინისტრი, მასაიუკი ნაოშიმა ― იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი, სანაე ტაკაიჩი ― მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი, შინია იამანაკაღეროვანი უჯრედების მკვლევარი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (2012), სანაე ტაკაიჩი ― იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი, საძო იდემიცუ ― Idemitsu Kosan-ის დამფუძნებელი, კურანოსუკე სასაკი ― იაპონელი მსახიობი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.kobe-u.ac.jp/info/outline/history/nenpyo.html
  2. https://jpcup.niad.ac.jp/institute/0304.html
  3. https://portraits.niad.ac.jp/univ/outline/0304/0304.html
  4. https://web.archive.org/web/20190714135243/https://www.coar-repositories.org/community/members-and-partners-by-country/
  5. Our Members / Tier 6
  6. (2021-10-31) 神戸大学概覧2021. Kobe University, გვ. 22–23. 
  7. 7.0 7.1 Graduate School of Economics, Faculty of Economics, Kobe University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-08. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
  8. Truly Strong Universities Japanese. Toyo Keizai (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2012. ციტირების თარიღი: April 29, 2011.
  9. Kawai 30 Top Japanese Universities. Kawaijuku (2001). ციტირების თარიღი: April 29, 2011.
  10. QS World University Rankings 2010 Results.