ბაიროითი (გერმ. Bayreuth) — ქალაქი ჩრდილოეთ ბავარიაში, სამხრეთ გერმანიაში, ბაიროითის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობს 71 572 ადამიანი, სიმჭიდროვეა 1 100 ადამიანი კმ²-ზე, ფართობი კი 66,92 კმ².

ქალაქი
ბაიროითი
Bayreuth
Marktplatz Bayreuth.JPG
დროშა გერბი
Flagge Bayreuth.svg Wappen von Bayreuth.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბავარია
შიდა დაყოფა Colmdorf, Eremitage, Friedrichsthal, Meyernberg, Laineck, Oberkonnersreuth, Oberpreuschwitz, Oschen Berg, Rodersberg, Saas, St. Johannis, Seulbitz და Thiergarten
კოორდინატები 49°56′53″ ჩ. გ. 11°34′42″ ა. გ. / 49.94806° ჩ. გ. 11.57833° ა. გ. / 49.94806; 11.57833
მერი Thomas Ebersberger
პირველი ხსენება 1194
ფართობი 66.89 კმ²
ცენტრის სიმაღლე 344 მეტრი
მოსახლეობა 73 909 (31 დეკემბერი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 921, 9201 და 9209
საფოსტო ინდექსი 95401–95448
საავტომობილო კოდი BT
ოფიციალური საიტი https://www.bayreuth.de/
ბაიროითი — გერმანია
ბაიროითი
ბაიროითი — ბავარია
ბაიროითი

მდებარეობს მდინარე როტერ-მაინზე. არის ქვეყნის სატრანსპორტო კვანძი. განვითარებულია საფეიქრო, სამკერვალო, მანქანათსამშენებლო, ფაიფურის, მუსიკალური საკრავების, ქაღალდისა და მინის წარმოება.[2]

პირველად 1194 წელს იხსენიება. 1876 წელს ქალაქში შეიქმნა თეატრი, რომელიც კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერის (ცხოვრობდა ბაიროითში) ნაწარმოებებს ასრულებდა. ბაიროითში ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული კომპოზიტორი ფერენც ლისტი.[2]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. register of German municipalities (4th quarter 2022)DESTATIS, 2023.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 157.