სიენა
სიენა — ქალაქი იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, სიენის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 54 526 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიენა Siena | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ტოსკანა | ||||
კოორდინატები | 43°19′07″ ჩ. გ. 11°19′50″ ა. გ. / 43.31861° ჩ. გ. 11.33056° ა. გ. | ||||
ფართობი | 118 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 322 მ | ||||
მოსახლეობა | 54 526 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 462.1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0577 | ||||
საფოსტო ინდექსი | 53100, 53010 | ||||
საავტომობილო კოდი | SI | ||||
ოფიციალური საიტი | comune.siena.it/main.asp?id=0 | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 717 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1995 წლიდან, ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[1] ის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც 2008 წელს 163 000 საერთაშორისო ჩასვლა დაფიქსირდა.[2] ქალაქი ცნობილის სამზარეულოთი, ხელოვნებით, შუა საუკუნეების ხედებითა და პალიოთი - საცხენოსნო ტრასით.
ისტორია
რედაქტირებაარქეოლოგიური გათხრების თანხმად, დღევანდელი სიენის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ეტრუსკების დროს, ძვ. წ. IX - V საუკუნეებში. სახელი სავარაუდოდ სწორედ ეტრუსკული ან გალიური წარმოშობისაა. დღევანდელი ქალაქის წინაპარი, რომაული ქალაქი სიენა-იულია იმპერატორმა ავგუსტუსმა დააარსა. ლეგენდის თანახმად კი ქალაქი რემუსის ვაჟებმა სენიემმა და შესაბამისად რომულუსის ძმისშვილებმა - (სენიუსი) და აკსიემმა დააარსეს. ტყუპებმა თავშესაფრად ტოსკანის გორაკები აირჩიეს, სადაც მოგვიანებით ქალაქი აშენდა, რომელსაც სენიემის პატივსაცემად სიენა უწოდეს. ეს ლეგენდა ასახულია ქალაქის ოფიციალურ სიმბოლოზე, სადაც ჩვილი რემუსი და რომულუსია გამოსახული, რომლებიც ძუ მგელს წოვენ.
ხელოვნება
რედაქტირებამრავალი საუკუნის განმავლობაში, სიენას ხელოვნების მდიდარი ტრადიციები გააჩნდა. სიენის სკოლის მხატვართა სია ისეთ ცნობილ ხელოვანებს მოიცავს, როგორებიც არიან: დუჩო, სიმონე მარტინი, ამბროჯიო ლორენცეტი, პიეტრო ლორენცეტი, მარტინო დი ბართოლომეო, ფრანჩესკო დი ჯორჯო.
არქიტექტურა
რედაქტირება- ლა-პიაცა-დელ-კამპო — ქალაქის მთავარი მოედანი, რომელიც თავდაპირველად ბაზარი იყო, XIII-XIV საუკუნებში კი აქ ადმინისტრაციული შენობები აიგო.
- ილ-დუმიო-დი-სიენა — სიენის მთავარი საკათედრო ტაძარი, XII საუკუნის კომპლექსი, რომელიც რომანულ-გოთიკურ სტილშია აშენებული და ერთ-ერთი ულამაზესია მთლს ტოსკანაში.
- ლა-ბაზილიკა-დი-სანტა-მარია-დეი-სერვი — XIV საუკუნის ბაზილიკა, რომელიც მრავალჯერ გადაკეთდა. ნაგებია გოთიკურ სტილში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Official virtual tour დაარქივებული 2020-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Siena virtual tour (Italian Landmarks)
- Siena Forum დაარქივებული 2010-11-12 საიტზე Wayback Machine.
- The Mysticism of Catherine of Siena
- Siena information for the independent traveler
- Images from Siena დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Map of Siena დაარქივებული 2010-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Siena tourist guide
- Photography of Siena დაარქივებული 2011-03-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UNESCO-Historic Centre of Siena. http://whc.unesco.org.
- ↑ Euromonitor Internationals Top City Destinations Ranking > Euromonitor archive. Euromonitor.com (2008-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-11. ციტირების თარიღი: 2010-04-09.