Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნათობი.

„მნათობი“ქართულენოვანი ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული და სამეცნიერო ჟურნალი, საქართველოს მწერლების კავშირის ორგანო, გამოდიოდა 1924-2007 წლებში.

„მნათობის“ პირველი ნომერი გამოიცა 1924 წლის თებერვალს თბილისში. იგი იყო ჟურნალ „შვიდი მნათობის“ გაგრძელება. ბოლშევიკებმა კი ამ სახელწოდებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლო ამოიცნეს, ამიტომაც ახალ ჟურნალს სიტყვა „შვიდი“ ჩამოაშორეს და „მნათობი“ დატოვეს.

სხვადასხვა დროს რედაქტორად მუშაობდნენ ლ. ქართველიშვილი, მ. კახიანი, ვ. ბახტაძე, ბ. ყურულაშვილი, გ. აბაშიძე, ე. მაღრაძე, გ. ნატროშვილი, შალვა რადიანი (1930), ა. მაშაშვილი-მირცხულავა (1937-1946), ირაკლი აბაშიძე (1947-1953), ა. მაშაშვილი (1954-1955), სიმონ ჩიქოვანი (1956), ა. სულაკაური (1982 წლიდან). სარედაქციო კოლეგიის წევრები სხვადასხვა წლებში იყვნენ: ს. აბაშელი, ლ. ასათიანი, ნ. აგიაშვილი, ბ.ჟღენტი, დიმ. ბენაშვილი და სხვა მწერლები.

აშუქებდა თანამედროვეობის აქტიურ პრობლემებს, თანამიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა პატრიოტიზმისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეებს, იბრძოდა ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის, ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის დამკვიდრებისათვის. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1974).

1927 წლამდე გამოსცემდა განსახკომის პოლიტგანათლების სამმართველო, ხოლო 1927 წლიდან სახელგამი. ტირაჟი 10,7 ათასი ცალი (1980).

ლიტერატურარედაქტირება

  • კვანჭილაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 53, თბ., 1984 წელი.
  • სიგუა, ს. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება