Hellados
Hellados — ნოდარ დუმბაძის მოთხრობა. სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა მწერლის მოთხრობების კრებულებში.
„Hellados“ | |
---|---|
| |
ავტორი | ნოდარ დუმბაძე |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოთხრობა |
გვერდი | 40 |
ISBN | 9780557669172 |
მოთხრობის შესახებ
რედაქტირებანაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.[1]
შინაარსი
რედაქტირებაიანგული იყო ბერძენი, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა. აქვე ცხოვრობდა ჯემალიც დეიდასთან ერთად. ჯემალის გამოჩენამდე იანგული იყო უბნის ყოჩი. ის ყველა ბავშვს ართმევდა სხვადასხვა ნივთს, რომელსაც ისევ მათთან ასაღებდა. შემდეგ ამ ფულზე ეთამაშებოდა მათ და სახლში ჯიბეებგამოტენილი ბრუნდებოდა. ერთხელ იანგული და ჯემალი ერთმანეთს შეხვდნენ. იანგულის ჯემალის გაძარცვაც მოუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ჯემალიც საკმაოდ ღონიერი იყო და იანგულიმ მას ვერაფერი დააკლო. ისინი თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ. ბოლოს კი დამეგობრდნენ. იანგულის გულზე ამოსვირინგებული ჰქონდა „HELLADOS“ (ბერძნ. ელადა), რაც მხოლოდ ჯემალმა იცოდა. ერთ დღეს სოხუმელი ბერძნების წასაყვანად გემი გამოემართა. იანგულის არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მამამისმა ძალით წაიყვანა ის. იანგულის წასვლიდან მესამე დღეს მეთევზეებმა მდინარეზე გამორიყული გვამი იპოვეს. ჯემალიც იქვე იყო და სანახავად მივიდა. უცებ მას თავზარი დაეცა მან გარდაცვლილის მკერდზე ამოიკითხა „HELLADOS“.
პერსონაჟები
რედაქტირება- ჯემალი - მთავარი პერსონაჟი, მთხრობელი ახალგაზრდა ბიჭი.
- იანგული - სოხუმელი, წარმოშობით ბერძენი ბიჭი.
- კოკა - ჯემალის ნათესავი.
- პეტია - იანგულის მეგობარი.
- ელენა მიხაილოვნა - მუსიკის მასწავლებელი.
- დეიდა ნინა - ჯემალის დეიდა.
ეკრანიზაცია
რედაქტირება1979 წელს გამოვიდა მისი ეკრანიზაცია.