თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი, საქართველოს სსრ — გ. 28 სექტემბერი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957-2018), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ცნობილი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის ძმა.[5] თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).
თამაზ ჭილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1931[1] [2] |
დაბადების ადგილი | სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 28 სექტემბერი, 2018[3] (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი[1] [4] , პოეტი[4] და დრამატურგი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | აჰა, მიიწურა ზამთარი, ბრეიგელის მთვარე, აუზი და ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე? |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და აკაკი წერეთლის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.[6] საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე,[7] შემდეგ კი — ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.
თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან.[8]
თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.[9] მწერალთა კავშირის წევრი იყო 1957-2018 წლებში.
თამაზ ჭილაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.[10] დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, მშობლებისა და დის გვერდით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
შემოქმედება
რედაქტირებამწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიეტუვურად.[6]
პოეტური კრებულები — „ღია სარკმელი“ (1958), „მზის საათი“ (1962), „ივლისი“ (1966), „მახსოვრობა“ (1978), „ლექსები“ (1987), „მზე დეკემბერში“ (1999); პროზაული კრებულები — „გასეირნება პონის ეტლით“. შუადღე“ (1963), „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“ (რომანი, 1965), „თეთრი კვამლი“ (1967), „აჰა,მიიწურა ზამთარი“ (რომანი, 1967), „მდგმურები“ (1971), „აუზი“ (1972), „წერო“, „პოსეიდონის სასახლე“, „კაქტუსის ბაღი“, „ბრეიგელის მთვარე“; პიესები: „სურათები საოჯახო ალბომიდან“, „თავფარავნელის ბალადა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, „ნადირობის სეზონი“, „მშვიდობით ლომერა“, „ნახვის დღე“, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, „რუსთაველი“, „წინასწარმეტყველი“ (ილია), „აკაკი წერეთლის პოეზია“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, „ვაჟა-ფშაველა“, „გიორგი ლეონიძე“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „რობერტ სტურუა“, „დავით კაკაბაძე“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „მესამე ზარი“… წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, „მერანმა“ გამოსცა 2006 წელს „დრო“. გამოცემულია მისი „ლექსები“ (1956), „ღია სარკმელი“ და „სილის საათი“ (1961), „შუადღ“ (1965) „მახსოვრობა“ (1978), „მზე დეკემბერში“ (1998).
პიესები
რედაქტირებამისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“.
პროზა
რედაქტირება- რომანები
- „აჰა,მიიწურა ზამთარი“ (1965)
- „თეთრი კვამლი“ (1967)
- „აუზი“ (1972)
- „კაქტუსის ბაღი“ (1991)
- „ჩამავალი მზის სხივი“ (1991)
- „ბრეიგელის მთვარე“ (2007)
- მოთხრობები
- „გასეირნება პონის ეტლით“ (1961)
- „შუადღე“ (1961)
- „პირველი დღე“ (1963)
- „წერო“ (1964)
- „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“ (1964)
- „პარასკევა“ (1967)
- „მდგმურები“ (1970)
- „პოსეიდონის სასახლე“ (1971)
დრამატურგია
რედაქტირება- „მკვლელობა“ — 1969
- „თავფარავნელის“ ბალადა“ — 1978
- „ბუდე მეცხრე სართულზე“ — 1978
- „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ — 1979
- „ჩიტების ბაზარი“ — 1986
- „ნახვის დღე“ — 1987
- „ელისაბედ, ელისაბედ“ — 1988
- „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“ — 1993
- „სიზმრების ახსნა“ — 1993
- „სამოთხის კვარტეტი“ — 1995
- „როცა შუქი ქრება“ — 1995
- „მშვიდობით, ლომებო“ — 2001
- „ნადირობის სეზონი“ — 2002
- „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ 2003
- „კიკაბუ-კიკაბუ“ — 2006
- „დაკრძალვა სახელმწიფოს ხარჯით“ — 2011
პოეზია
რედაქტირება- „ღია სარკმელი“ (1958)
- „მზის საათი“ (1962)
- „ივლისი“ (1966)
- „მახსოვრობა“ (1978)
- „ლექსები“ (1987)
- „მზე დეკემბერში“ (1999)
წერილები
რედაქტირება- იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“
- „ტიციან ტაბიძე“
- „სინატიფის ძლევამოსილება“ (ანა კალანდაძე)
- „ღმერთის შეგირდი“ (ლევან ცუცქირიძე)
- „ძალა ნიჭისა“ (თამაზ ბაძაღუა)
- „ცრემლიანი თვალით“ (რევაზ ინანიშვილი)
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 — კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი , „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტი
- 1997 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1996 — დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობა , პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“
- 1992 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1978 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის)
- გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ ჭილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ ჭილაძე ბლოგზე „ბურუსი“.
- თამაზ ჭილაძის ფოტოგალერეა ბლოგზე „ბურუსი“.
- თამაზ ჭილაძის შემოქმედება დაარქივებული 2011-10-12 საიტზე Wayback Machine. Lib.ge-ზე.
- თამაზ ჭილაძის ლექსები და პოემები — Poetry.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1055741488 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ http://www.interpressnews.ge/ka/article/514255-87-asakshi-mcerali-tamaz-chilaze-gardaicvala/
- ↑ 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Тамаз Чиладзе. livelib.ru. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
- ↑ 6.0 6.1 თამაზ ჭილაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
- ↑ Чиладзе Тамаз Иванович. Большая советская энциклопедия. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
- ↑ თამაზ ჭილაძე – ბიოგრაფია. „ბურუსი“ (02 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
- ↑ თამაზ ჭილაძე. გამომცემლობა „ინტელექტი“. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
- ↑ მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა. „იმედინიუსი“ (28 სექტემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.