სიღნაღიქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომლის მიმზიდველობას განაპირობებს, როგორც მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

ქალაქი
სიღნაღი

სიღნაღის პანორამა
გერბი
[1]

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′07″ ჩ. გ. 45°55′18″ ა. გ. / 41.61861° ჩ. გ. 45.92167° ა. გ. / 41.61861; 45.92167
დაარსდა 1762
ამჟამინდელი სტატუსი 1801
ფართობი 297,8 ჰა კმ²
ცენტრის სიმაღლე 836±1 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1485[2] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
ეზიდები 1,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 355[3]
საფოსტო ინდექსი 4200[4]
ოფიციალური საიტი sighnaghi.org.ge
სიღნაღი — საქართველო
სიღნაღი
სიღნაღი — კახეთის მხარე
სიღნაღი
სიღნაღი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღი

გეოგრაფია

რედაქტირება

გაშენებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 790 მ., თბილისიდან 113 კმ, წნორის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სიღნაღში არის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1°C, იანვრისა 0,2°C, ივლისისა 22,3°C. ნალექები 810 მმ წელიწადში.

 
სიღნაღის რესტავრირებული ქუჩა
 
სიღნაღი
 
ბოდბის მონასტერი, სადაც წმ. ნინოა დაკრძალული

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. სიღნაღი როგორც დასახლებული პუნქტი წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში იხსენიება. 1762 წელს ერეკლე II-მ ძველი ციხის ნანგრევებზე ააშენა ახალი ციხე-გალავანი. ციხეს თითქმის 40 ჰექტარი ფართობი ეჭირა. გალავანში დატანებული იყო 23 კოშკი და 5 ჭიშკარი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. ერეკლე II-ის დროს სიღნაღი სამეფო ქალაქი იყო, წარმოადგენდა ქიზიყის ცენტრს. ქალაქს განაგებდა ქიზიყის მოურავი. 1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. XVIII საუკუნის ბოლოს სიღნაღის ეკონომიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1801 წლიდან რუსეთის იმპერიაში სიღნაღი მაზრის ცენტრი გახდა. 1892 წელს სიღნაღმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნეში ახალმა ქალაქმა დაიკავა ძველი ქალაქის ადგილი და ნაწილობრივ ციხის ტერიტორიაც.

1938 წელს საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად რამდენიმე რაიონი შეიქმნა. სიღნაღი ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი გახდა. საბჭოთა პერიოდში სიღნაღში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, ხალიჩების საამქრო, პურკომბინატი.

2007 წელს ქალაქში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

დემოგრაფია

რედაქტირება

1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით სიღნაღის მოსახლეობა იყო 3200 ადამიანი, აქედან 2851 სომეხი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნიკური შემადგენლობა
1770 500[5]
1834   3200 -- -- სომხები (89 %)
1864[6]   9008 -- --
1882[7]   9265
1893[8]   10 604 სომხები (55 %), ქართველები (6 %)
1910[9]   16 685 9546 7139
1989[10]   3147 -- --
2002[10]   2146 -- --
2014[2]   1485 657 828

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.heraldika.ge/index.php?m=80&map_id=66
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  5. ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  6. Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
  7. Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
  8. Кавказский календарь на 1894 год გვ. 352
  9. Кавказский календарь на 1912 год
  10. 10.0 10.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.