მხიარული დამბაჩა (სრული სათაური: „მხიარული დამაბაჩა, ანუ ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი“) — პიესა–ზღაპარი ერთ მოქმედებად, ათი სიმღერის თანხლებით, დაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ 2002 წელს.

მხიარული დამაბაჩა
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები ენკი, ბენკი, სიკლისა, ბა, მხიარული დამბაჩა და სხვები
პრემიერა 2008
პრემიერის ადგილი „მეორე თეატრი“, თბილისი
ენა ქართული
თემა საახალწლო
ჟანრი ზღაპარი
მოქმედების ადგილი ქალაქის ერთი სახლი

პერსონაჟები

რედაქტირება
  • სიკლისა — სიკეთის ფერია, ენკის და ბენკის დედა.
  • ბა — ბრძენი და მძინარა ბუ, ენკის და ბენკის მამა.
  • ენკი — საათის პატარა ისარი, ბიჭი.
  • ბენკი — საათის დიდი ისარი, გოგო.
  • ნიშხა — კულტურული ურჩხული.
  • ლუკა — ღარიბი და ობოლი ბიჭი, ბარბალუკას უფროსი ძმა.
  • ბარბალუკა — ღარიბი და ობოლი გოგო, ლუკას უმცროსი და.
  • თოვლის ბებია
  • თოვლის პაპა
  • ანუკა — ლევანუკას უფროსი და.
  • ლევანუკა — ანუკას უმცროსი ძმა.
  • დე — ანუკას და ლევანუკას შეძლებული დედა.
  • მა — ანუკას და ლევანუკას შეძლებული მამა.
  • მხიარული დამბაჩა — ზოგჯერ ლაპარაკობს კიდეც.

შინაარსი

რედაქტირება

ეს არის მხიარული საახალწლო ამბავი ათი სასიმღერო ლექსის თანხლებით. მდიდარი და ღარიბი ბავშვები ერთად გამართავენ საახალწლო კარნავალს, სადაც თოვლის პაპაც ესტუმრებათ, თოვლის ბებიაც და, რაც მთავარია, ურჩხული ნიშხაც, რომელიც კეთილი გახდება იმიტომ, რომ სიკეთით დატენილ დამბაჩას ესვრიან და დააძინებენ, ხოლო რომ გამოიღვიძებს, უკვე კეთილია, რადგან ასე სჩვევია მხიარულ დამბაჩას.

დადგმები

რედაქტირება
  • „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი # 60), შვიდიდან თორმეტ წლამდე პატარა მსახიობების მონაწილეობით, რეჟისორი ნათია კავსაძე, 2008
  • 2009 წლის 27 თებერვალს მაყვალა მრევლიშვილის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით და საბავშვო ლიტერატურაში აქტიური მოღვაწეობისათვის დრამატურგი მიხო მოსულიშვილი დაჯილდოვდა საბავშვო ფონდის „ლიბოს“[1] მედლით „კიკლი-კიკლი“[2] (2008 წელს დადგმული საბავშვო პიესებისთვის მოპარული ახალი წლის ზღაპარი და ენკი-ბენკი (მხიარული დამბაჩა)).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. (საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“)
  2. [2]