მოპარული ახალი წლის ზღაპარი (პიესა)
მოპარული ახალი წლის ზღაპარი (სრული სათაური: „მოპარული ახალი წლის ზღაპარი, ანუ ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა...“) — პიესა–ზღაპარი ერთ მოქმედებად და შვიდ სურათად, დაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ 2008 წელს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრისთვის.
მოპარული ახალი წლის ზღაპარი | |
---|---|
![]() | |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
პერსონაჟები | ბუტია ბიჭი, ბებია, თოვლის პაპა, ფიფქია, ბულუმუღუნ დევი, მუზმუზელა მელა, წკაპუნა თაგვი |
პრემიერა | 2009 |
პრემიერის ადგილი | თბილისი |
ენა | ქართული |
თემა | საახალწლო |
ჟანრი | ზღაპარი |
მოქმედების ადგილი | კომპიუტერული სივრცე |
პერსონაჟები
რედაქტირება- ბუტია ბიჭი
- ბებია
- თოვლის პაპა
- ფიფქია
- ბულუმუღუნ დევი
- მუზმუზელა მელა
- წკაპუნა თაგვი
შინაარსი
რედაქტირებაპიესაში მოთხრობილია, თუ როგორ გადაარჩენენ მოპარულ ახალ წელს ბუტია ბიჭი და მისი მეგობრები.
ბულუმუღუნ დევი თავის მეგობარ მუზმუზელა მელიასთან ერთად მოიტაცებს თოვლის პაპას და ფიფქიას, რათა ახალი წელი გააუქმოს და სხვა დროს დანიშნოს.
ბუტია ბიჭი, მისი ბებია და წკაპუნა თაგვი, რომელიც კომპიუტერის „მაუსია“, თოვლის პაპას და ფიფქიას გადაარჩენენ და უკან იბრუნებენ ახალ წელს.
პიესის მოქმედება მიმდინარეობს კომპიუტერის მონიტორზე.
დადგმები
რედაქტირება- ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 18 დეკემბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა ნახა 3 000–მა რუსეთ-საქართველოს ომით დევნილმა ბავშვმა გორში და 2 000–ზე მეტმა თბილისში[1]. სპექტაკლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსის ინიციატივით დაიდგა.
- გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი[2]. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2012 წლის 2 იანვარს.
- ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რუსულ ენაზე (Сказка об украденном Новом годе[3]), რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012
- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, პრემიერა გაიმართა 2013 წლის 20 დეკემბერს.
ჯილდო
რედაქტირება- 2009 წლის 27 თებერვალს მაყვალა მრევლიშვილის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით და საბავშვო ლიტერატურაში აქტიური მოღვაწეობისათვის დრამატურგი მიხო მოსულიშვილი დაჯილდოვდა საბავშვო ფონდის „ლიბოს“[4] მედლით „კიკლი-კიკლი“[5] (2008 წელს დადგმული საბავშვო პიესებისთვის მოპარული ახალი წლის ზღაპარი და ენკი-ბენკი (მხიარული დამბაჩა)).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]
- ↑ [2]
- ↑ https://archive.today/20130111081313/my.opera.com/lakbe/blog/show.dml/57328932
- ↑ [3] დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. (საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“)
- ↑ [4]
წყარო
რედაქტირება- მოპარული ახალი წლის ზღაპარი, ანუ ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა... (პიესა-ზღაპარი), 2008 დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. (ტექსტი)
- ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში დაზარალებული ბავშვებისათვის წარმოდგენა გაიმართა
- შიდა ქართლიდან დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო წარმოდგენა „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“ გაიმართა[მკვდარი ბმული]
- ფოტოები სპექტაკლიდან
- ჭიათურა საახალწლოდ ემზადება დაარქივებული 2012-01-04 საიტზე Wayback Machine.
- „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“ გორის სახელმწიფო თეატრში (სიუჟეტი საინფორმაციო პროგრამა „კურიერში“)
- გორის თეატრი პატარებს სპექტაკლზე ეპატიჟება (სიუჟეტი საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“)
- გორის დრამატული თეატრის ალბომი, 29 ფოტო
- გორის თეატრმა უნარშეზღუდულ პატარებს უმასპინძლა[მკვდარი ბმული]