პრემია „საგურამო“

ქართული ლიტერატურული ჯილდო

საგურამო — ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემია, დაარსდა 2003 წლის 8 ნოემბერს. დამაარსებლები არიან: „ილიას ფონდი” და შპს „კალასი“. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

ნომინაციები

რედაქტირება

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. პოეზია;
  2. პროზა;
  3. თარგმანი;
  4. კრიტიკა;
  5. ხელოვნება;
  6. საბავშვო ლიტერატურა;
  7. ჰუმანიტარული მეცნიერებები;

პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

მნიშვნელობა

რედაქტირება

პრემია „საგურამო“ მოიცავს ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს. ის ენიჭება ლაურიატს მხოლოდ სიცოცხლეში და მხოლოდ ერთხელ. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისთვის. იგი ავტორს მთელი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება. საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს კონკურსანტის მთელი შემოქმედება სრულად.

წარმდგენი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ ცნობილი რეკომენდატორი, ჯგუფი ან ორგანიზაცია. გამარჯვებულ ნომინანტს გამარჯვება ეცნობება დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე, რათა მან შეძლოს საპრემიო სიტყვის მომზადება. პრემიის მინიჭების საკითხს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ნიშნავს პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“.

ლაურეატები

რედაქტირება
წელი პოეზია პროზა კრიტიკა თარგმანი საბავშვო ლიტერატურა ხელოვნება ჰუმანიტარული მეცნიერება ილიას მედალი
2022 ჯემალ ინჯია ზურაბ ლავრელაშვილი ნოდარ გურაბანიძე ელზა ახვლედიანი სალომე კაპანაძე ლევან ჭოღოშვილი ლადო მინაშვილი დავით მაღრაძე
2023 ვაჟა ხორნაული თამაზ ხმალაძე,
ეკატერინე ტოგონიძე
გია ხოფერია მედეა ზაალიშვილი აკაკი დაუშვილი გია ჯაფარიძე მერაბ ჩუხუა რობერტ გოგოლაშვილი
2024 თამაზ ბარჯაძე მიხო მოსულიშვილი გიორგი ხორბალაძე ლანა ღოღობერიძე არ გაცემულა ნინო ჩაკვეტაძე ელგუჯა ხინთიბიძე,
ვახტანგ გურული
მზექალა შანიძე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება