დარდისას გეტყვი
დარდისას გეტყვი... – მიხო მოსულიშვილის 2023 წლის მოთხრობების, მინიატურებისა და ესეების კრებული.
„დარდისას გეტყვი...“ | |
---|---|
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | ია სულაბერიძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | ცხოვრება |
ჟანრი | პროზა, მოთხრობა, მინიატურა, ესეი |
გამომცემელი | ბაკმი |
გამოცემის თარიღი | 2023 |
მედია | მაგარი ყდა |
გვერდი | 328 |
წინამორბედი | ჩემო მეჟოლია, 2015 |
მომდევნო | სიჩუმეს ვხედავ, 2023 |
ISBN | 9789941483578 |
შინაარსი
რედაქტირებამიხო მოსულიშვილის წიგნი „დარდისას გეტყვი...“ (დავით აფციაურის დახატული გარეკანითა და თავად ავტორის მიერ შესრულებული თორმეტი ილუსტრაციით) სხვადასხვა სტილისა და თემატიკის შვიდ მოთხრობას, მინიატურების ექვს ციკლს და ორ ესეის აერთიანებს. წიგნის სათაური „დარდისას გეტყვი...“ აღებულია გიორგი (იურა) ჯაფარიძის ამავე სახელწოდების ლექსიდან[1], რადგან ამ პროზაულ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობები და მინიატურები, რომელთა უმეტესობა პერიოდულ პრესაშიც იბეჭდებოდა და სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსებში იმარჯვებდა (მასწავლებელი.ჯის და ლილეს კონკურსები), სწორედ იმ განწყობების გამოთქმას ცდილობს პროზის ენაზე, რაც ამ ლექსშია...
შვიდი მოთხრობა
რედაქტირება- ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე...
- ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს
- მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის
- Le Détective paysan
- სულის ცხენი
- სტუმრად დედასთან, ანუ ამბავი ფორეს საყვარელი იტალიური კარდალისა და ტერეზინასთვის ნაჩუქარი
ნიშნობის ბეჭდისა
- ომის ფარდაგები
მინიატურები
რედაქტირება- დარდისას გეტყვი
- გზისა და მოგზაურისა
- ფრანკფურტული ჩანაწერები
- ნუ დავტბორავთ ჩვენს სულებს
- ერთი ციდა მოთხრობები
- ვინც კინოს მასწავლიდა
ესეებიი
რედაქტირება- მიახლოება საკუთარ თავთან
- ხედვის კუთხის შემობრუნება სპირალურად, სამას სამოცი გრადუსით
შეფასება
რედაქტირებაცნობილმა მწერალმა, პოეტმა და დრამატურგმა ნინო სადღობელაშვილმა ასე შეაფასა ეს წიგნი:
„მწერალს დარდს რა გამოულევს და თუ რამე სათქმელი აქვს, ისედაც ხომ დარდში უნდა ამოაწოს, ამაში ჩანს მისი ჰუმანიზმიც, მისი მხატვრული ამოცანაც და ამ ამოცანის ამოხსნის ოსტატობაც, თუმცა მიხო მოსულიშვილის წიგნის შემთხვევაში კიდევ სხვა ამბავთანაც გვაქვს საქმე – ეს მოთხრობები და სცენარები, წერილები და მინიატიურები დარდის ძარღვით რომ შეკრა, მკითხველის ყურადღებაც და განწყობაც ბუნებრივად მიაბა ერთ კონკრეტულ სივრცეს, ერთ კონკრეტულ მხატვრულ-იდეურ სამყაროს (რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა უსივრცო და უსაზღვროცაა!) – მიხო მოსულიშვილის დარდი ქართული დარდია, თუკი ვიტყვით, რომ დარდს წარმოშობა და ხასიათი აქვს; თუკი ვიტყვით, რომ ამ ქართულ დარდსაც თავისი დიდი ტრადიცია აქვს და ვინ იცის, ეგებ მის შუქზეც ჩამოიქნა და მოინიშნა ეს ჩვენი ეთნო-ეროვნული მენტალური და კულტურული სხეული… ამ დარდის სათავეებთან ის პირველი მექართულე დგას, რომელმაც ამ ენაზე სამყაროს ხედვა ამოკაწრა, ღვთისა და კაცის წინაშე დიალოგი წარმართა, ვინც მოკვდავთა სამყოფელს „წუთისოფელი“ დაარქვა და ამ ხორბლისფერ სიტყვაში ჩაწურა მთელი კაცობრიული სევდა წარმავალისა…
ამ დარდის ტრადიციაში დგანან შოთაც და ვაჟა-ფშაველაც, აქეთ კიდევ – გოდერძი ჩოხელი, რეზო ინანიშვილი, ჯარჯი ფხოველი… ვაჟამ საერთოდაც მწვერვალზე აიყვანა ეს სულისკვეთება – „ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო“, რომ თქვა, ეს წუხილია – ქრისტეს შენგრეული ფერდიდან ნაჟური სისხლით ნაპოხი და მოყვასისთვის ბრძოლის ველზე გაშლილი, როგორც მეწამული ნიავი, სულიწმიდის საცისკრო ჩამოქროლება!.. მიხო მოსულიშვილიც ამ წუხილის მემკვიდრეა, ამ ტრადიციაში დგას, ამიტომაც აირჩია დარდი მხატვრულ საზრისად, ან შესაძლოა პირიქითაც იყოს – დარდმა აირჩია და ატარებს თავის ნებაზე, ატარებს და აწერინებს.[2]“
|
.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [https://borbalo.blogspot.com/2023/11/blog-post.html გიორგი (იურა) ჯაფარიძე - დარდისას გეტყვი...]
- ↑ ნინო სადღობელაშვილი, სტატიიდან „დარდისას გეტყვი“, მასწავლებელი.ჯი, 15 აპრილი, 2024