ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი (დ. 30 იანვარი, 1980) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი.
ნინო სადღობელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1980 (44 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
Magnum opus | ფრთები და ხელები |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | book.gov.ge/en/author/sadgobelashvili-nino--/111/ |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინო სადღობელაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოში 1980 წლის 30 იანვარს. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი).
მუშაობდა საპატრიარქოს რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში; ასევე, პედაგოგად.
2006 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ბამბაზიის სამოთხე“.
2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა მისი პიესა „ბამბაზიის სამოთხე“. 2010 წელს, ავთანდილ ვარსიმაშვილის პროდიუსერობით, გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
2010 წლიდან ნინო სადღობელაშვილი იყო როგორც პოეტური, ასევე პროზაული კრებულების რედაქტორი, მათ შორის, გურამ რჩეულიშვილის, ოთარ ჩხეიძის, ბესიკ ხარანაულის, ბაჩანა ბრეგვაძის, გურამ ოდიშარიას, მარიამ წიკლაურის, კატო ჯავახიშვილის, ცირა ყურაშვილის, მიხო მოსულიშვილის წიგნებისა.
ნინო სადღობელაშვილი ცხოვრობს თბილისში.
წიგნები
რედაქტირება- ბამბაზიის სამოთხე (მოთხრობები), თბ. ინტელექტი, 2006, ISBN 99940-59-63-7
- შუაღამის იავნანა (ლექსები), თბ. ინტელექტი, 2008, ISBN 978-9941-402-09-8
- ორსული (რომანი), თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-4-0
- თავშესაფარი (რომანი, მოთხრობები), თბ. გუმბათი-2007, 2010, ISBN 978-9941-0-2972-1
- ფრთები და ხელები (ლექსები), თბ. ინტელექტი, 2011, ISBN 978-9941-430-98-5
- იასამნის სეზონი, თბ. ინტელექტი, 2013, ISBN 978-9941-446-82-5
- წამი აქა, წამი იქა (რომანი), თბ., ინტელექტი, 2014 - ISBN 9789941454103
- განძის თეატრი (რომანი), წიგნი პირველი, „შვიდი ფერის საიდუმლო“, თბ., ინტელექტი, 2015 - ISBN 9789941458224 და წიგნი მეორე, „ოქროს ხმალი“, თბ., ინტელექტი, 2016 - ISBN 9789941466854
- 100 ლექსი, თბ., ინტელექტი, 2016 - ISBN 9789941454820
- ქართველი მწერლები: 130 ამბავი (მწერლების ბიოგრაფიები), თბ., არტანუჯი, 2018 - ISBN 9789941478079
- დაბადების დღე (რომანი), რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, თბ., ინტელექტი, 2020 - ISBN 9789941312953
თეატრი
რედაქტირება- ბამბაზიის სამოთხე [1] — ქუთაისის დრამატული თეატრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, 2007
- კარუსელი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი იოანე ხუცისვილი, 2008
- ბამბაზიის სამოთხე [2] — მესხეთის თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008
- საძაღლე (ჰეტი ნეილორის პიესის „ივანე და ძაღლები“ მოტივებზე), თავისუფალი თეატრი, რეჟისორი იოანე ხუციშვილი, 2013
- ედიტ პიაფი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენა“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე 2017
- ხალდე, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, 2022
- დაბადების დღე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2023
ფილმები
რედაქტირება- ბამბაზიის სამოთზე, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2010
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- ჟიურის სპეციალური პრიზი[3] თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე „თბილისი 2015“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანისათვის „განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)“, გამომცემლობა Amusing Media Group in Georgia, 2015
- პირველი ადგილი რუსთავის დრამატული თეატრისა და რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ პიესების კონკურსში (საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შესახებ), პიესა: „დაბადების დღე“, 2018
- ლიტერატურული პრემია „საგურამო“[4] პროზის ნომინაციაში, 8 ნოემბერი, 2021
- თბილისის მერიის მხარდაჭრითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით გამართული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი“ წიგნისათვის „ბახტრიონი“[5] (გამომცემლობა არტანუჯი), 2023
- სერბიის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია „მორავა“ პოეზიაში, 2024
ლიტერატურა
რედაქტირება- კატო ჯავახიშვილი „ორი ფინჯანი“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნინო სადღობელაშვილი (ქართული თეატრის ენციკლოპედია) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ნინო სადღობელაშვილი დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine.
- სადღობელაშვილი ნინო - Sadgobelashvili Nino დაარქივებული 2022-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ოქროს ფონდი
- მწერალი, პოეტი, დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი
- საგზალი დაარქივებული 2016-02-14 საიტზე Wayback Machine.
- au:Sadġobelašvili, Nino.
- Sadġobelašvili, Nino
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ბამბაზიის სამოთხე“ (ქუთაისის თეატრი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-01-30.
- ↑ „ბამბაზიის სამოთხე“ (მესხეთის თეატრი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-01-30.
- ↑ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“ დაჯილდოება გაიმართა
- ↑ „საგურამო-2021“-ის ლაურეატები
- ↑ საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულები