გურამ ოდიშარია

ქართველი მწერალი და პოლიტიკოსი

მირიანე (გურამ) ოდიშარია (დ. 24 სექტემბერი, 1951, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. საქართველოს კულტურის მინისტრი 2012-2014 წლებში.

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 21 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედინიკოლოზ რურუა
მემკვიდრემიხეილ გიორგაძე

დაბადებული24 სექტემბერი, 1951 (1951-09-24) (72 წლის)
სოხუმი, სსრკ
საარჩევნი ოლქისენაკი
ეროვნებასაქართველოს დროშა ქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობაპოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი, მხატვარი

მისი ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ის ცნობილია, როგორც ომების მოწინააღმდეგე, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური, ევროპული შეხვედრების აქტიური მონაწილე, ნებისმიერი უმწვავესი, მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიალოგის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოპულარიზატორი[1].

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის" მთავარ რედაქტორად (1987-1994 წწ.), გამომცემლობა „მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012-2014 წლებში — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2014 წელს, როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო გახდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის „საპატიო სტუმარი.“[2]

აფხაზეთში მიმდინარე ომის (1992-1993 წწ.) შემდეგ ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ომის დასრულებისას, მან გადაიარა საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ის დღეები მან აღწერა თავის ცნობილ ნაწარმოებში „დევნილთა უღელტეხილი.“[3]

როგორც კონფლიქტოლოგი 60-ზე მეტი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური და საერთაშორისო კონფერენციებისა თუ შეხვდრების მონაწილეა[4].

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

შემოქმედება რედაქტირება

გურამ ოდიშარიას პირველი ლექსები და ნახატები ჯერ კიდევ მისი სკოლაში სწავლისას იბეჭდებოდა. იგი 10 პოეტური წიგნის ავტორია. ცნობილია მისი რომანები „შავი ზღვის ოკეანე“ (2000), „სოხუმში დაბრუნება“ (1995) და „პრეზიდენტის კატა“ (2007; აღნიშნული რომანი მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა), ასევე მისი პიესა „ზღვა, რომელიც შორია“, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ[5]. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ და იტალიურ ენებზე.

აფხაზეთში წარმართული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თბილისში ცხოვრებისას, მან მოთხრობების, პუბლიცისტური წერილების რამდენიმე კრებული და 5 რომანი გამოსცა.

მისი რომანებისა და მოთხრობების მთავარი თემაა: სსრკ-ს ნგრევის შემდგომი პერიოდის თავისებურებები საქართველოსა და კავკასიაში; ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და სიძულვილის არსი XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში (საქართველოს მაგალითზე); მწერლის მშობლიური ქალაქის მცხოვრებლების ომამდელი, ომისდროინდელი და ომისშემდგომი მხიარული თუ ტრაგიკული ამბები; ურთულეს და ექსტრემალურ სიტუაციაში დაპირისპირებულ მხარეს მყოფი ადამიანების მიერ ერთმანეთის სიკვდილს გადარჩენისა და თანაგრძნობის ისტორიები; შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დევნილების ომამდელი თანაცხოვრების ნოსტალგია და მათი იმედები; შავი ზღვა, როგორც მწერლის პროზაული ნაწარმოებების მთავარი გმირი და საზოგადოებების მულტიკულტურული კვეთის ფენომენი; იმ ახალი ხედვების ძიება, რომელიც გზას ახალი ჰორიზონტებისაკენ ხსნის და ხელს უწყობს ომის მიზეზით დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს.

გურამ ოდიშარიას ახალი რომანი „შენთან უშენოდ“ 2019 წელს გამოიცა.

ჯილდოები რედაქტირება

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია,
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • გამომცემლობა „ლომისის” პრემია
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
  • გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია

ასევე, ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით „ოქროს ფრთა“, ალექსანდრე დოვჟენკოს სახ. მედალი (2016, უკრაინა, კიევი)[6]

2012 წელს გახდა ყველაზე ტოლერანტული ადამიანი [7]. 2017 წელს კი მიენიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული[8]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პოეტური წიგნები რედაქტირება

  • „საგალობლები შენთვის“ (სოხუმი, გამომცემლობა „ალაშარა“, 1978)
  • „მშვიდობა სახლსა ამას“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1982)
  • „უნებლიე ვედრებანი“ (თბილისი,“მერანი“, 1984)
  • „წვიმის გამოხმობა“(სოხუმი, „ალაშარა“, 1984)
  • „შვიდი სურათი ბავშვისათვის“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1986)
  • „შუაღამის ხე“ (თბილისი, „მერანი“, 1990)
  • „ზღვის გასაღები“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1991)
  • „სონატა სოხუმზე და შენზე“ (თბილისი, „მერანი“, 1994)
  • პოეზიის ერთტომეული „საგალობლები შენთვის“ (თბილისი, 2013)
  • „ასი ლექსი“ (თბილისი,“ინტელექტი“, 2014)

ლიტერატურული ზღაპრები რედაქტირება

  • „სალამია“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1988)

მოთხრობების კრებულები რედაქტირება

  • „დევნილთა უღელტეხილი“ (თბილისი, „ლომისი“, 1993)
  • „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ (თბილისი, „ლომისი“, 1997)

რომანები რედაქტირება

  • „სოხუმში დაბრუნება“ (თბილისი, „მერანი“, 1995)
  • „შავი ზღვის ოკეანე“ (თბილისი, „მერანი“, 2000)
  • „პრეზიდენტის კატა“ (თბილისი, „უნივერსალი“, 2008)
  • „სათვალიანი ბომბი“ (თბილისი, „ფორმა“, 2009)
  • „შენთან უშენოდ“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2019)

პუბლიცისტიკა რედაქტირება

  • „გაუცხოების პლანეტა“ (თბილისი, „კავკასიური სახლი“, 2007)
  • დოკუმენტურ-პუბლიცისტური ჩანაწერები „სულის გადასხმა“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2012)

პიესა რედაქტირება

  • „... ზღვა, რომელიც შორია“ (თბილისი, 2005)

თარგმანი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ნიკოლოზ რურუა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
მიხეილ გიორგაძე