კატო (ეკატერინე) ჯავახიშვილი (დ. 3 მაისი, 1979) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი.

კატო ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1979(1979-05-03) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი და რედაქტორი
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა  საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, ესე, პიესა და მოთხრობა
საიტი book.gov.ge/en/author/javakhishvili-kato/127/

ბიოგრაფია რედაქტირება

კატო ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოში 1979 წლის 3 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები.

მუშაობდა ექიმ-სტომატოლოგად, ბანკის თანამშრომლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლად, რედაქტორად, ჟურნალისტად.

2008 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „შენიდან ჩემამადე“ (რედაქტორი მიხო მოსულიშვილი).

კატო ჯავახიშვილის მოთხრობა ცხვარის მიხედვით რეჟისორ ზურაბ კანდელაკის მიერ დადგმული რადიოპიესა ფესტივალის - „ევროპის პრიზი“ - ფინალისტი გახდა. მისი ლექსები შეტანილია სხვადასხვა ანთოლოგიასა და ალმანახში.

წიგნები რედაქტირება

  • სად არის ანდრეიკა?! (ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი, პიესა ორ მოქმედებად), თბ., ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2020
  • დედაჩემმა მითხრა, რომ[1] (ლექსები), თბ., ინტელექტი, 2019 - ISBN 9789941310652
  • 2 ფინჯანი (დიალოგები), რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ., ინტელექტი, 2015. - ISBN 9789941458682
  • იავნანა კაცებისთვის (ლექსები), თბ., ინტელექტი, 2015 - ISBN 9789941458507
  • ნაცვალი სახელი (პოემა ავტორისთვის და პერსონაჟთათვის), თბ., საუნჯე ( ვაჟა წოწკოლაური), 2012 - ISBN 9789941442308
  • ჭუპრი[2] (ლექსები), რედაქტორი ლია სტურუა, თბ., საუნჯე, 2011 - ISBN 9789941924255
  • მარცხნივ (ლექსები), რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, თბ., საუნჯე, 2010 - ISBN 9789941914508
  • შენიდან ჩემამდე (ლექსები), თბ. საარი, 2008 - ISBN 9789994060603

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.407-408

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება