ცირა ყურაშვილი

მწერალი, ფილოლოგი

ცირა ყურაშვილი (დ. 1 მაისი, 1962, ბაღდათი) — ქართველი მწერალი, ფილოლოგი.

ცირა ყურაშვილი
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1962(1962-05-01) (62 წლის)
დაბადების ადგილი ბაღდათი
საქმიანობა ფილოლოგი, მწერალი, პოეტი, რომანისტი და ნოველისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ესე და პოეზია
Magnum opus ხიზნები კომანის მონასტერთან

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცირა ყურაშვილი დაიბადა ბაღდათში 1962 წლის 1 მაისს, ლამარა ჭელიძისა და ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის, ელგუჯა ყურაშვილის ოჯახში. იგი არის აფხაზეთის ომის, კერძოდ კი კამანის ხოცვა-ჟლეტის დროს დახვრეტილი მამა ანდრია ყურაშვილის ღვიძლი და. ცირა ყურაშვილი ასე იგონებს თავის ძმას, მამა ანდრიასა და მამას:

 
„როცა ჩემი ძმა სასულიერო პირი გახდა, უკვე დაოჯახებ­ული ვიყავი. ბერად რომ ეკურთხა, სრულ­იად მიუწვდომელი გახდა ჩემთვის. ამიტომ ყოველთვის მის ბავშვობას ვიხსენებ, პატარა პაატას. მამა ანდრიას ღვაწლმა, მისმა აღსასრულმა გვასწავლა, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას. უფლის მადლიერი ვარ, რომ მამა ანდრიას და ვარ. ხშირად ისეთი­ განცდა მაქვს, თითქოს ჩვენ გვერდითაა. ჩემი დედმამიშვილები მამა ანდრიას აღასრულის დღეს, 5 ივლისს ჩამოდიან და ვიკრიბებით მშობლიურ სახლში. მამა იდეალისტი იყო. გაზეთ „წითელი დროშის“ შტატგარეშე კორესპონდენტადაც მუშაობდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დააარსა მუზეუმი. ცხრა შვილის მამა გაუთავებლად დადიოდა და სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებდა. უხაროდა დამთვალიერებლის გამოჩენა[1]

.

1987 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1986-1993 წლებში მუშაობდა ჟურნალ „განთიადის“ რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად, განყოფილების გამგედ.

2004 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი „ენიგმა“, რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა.

2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა საბავშვო ლექსების კრებული „ლილე“.

2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გაზეთმა „ალტერნატივა“ მისი მოთხრობა „უკან არ მიიხედო“ წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა, ხოლო 2005 წელს ეს ნაწარმოები შევიდა „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულ ორტომეულში „ქალი, სახე და პრობლემა“[2].

2015 წელს გერმანულად ითარგმნა და ქართული პოეზიის ანთოლოგიაში დაიბეჭდა ცირა ყურაშვილი ლექსები: „მამა“, „რაბი“, „მნედისი დეკემბრის ღამით“. ამავე წელს აზერბაიჯანულმა გამომცემლობამ ADK Publishing House თარგმნა და გამოსცა თანამედროვე ქართველ ავტორთა პროზაული კრებული „ადამიანი ZERO“, სადაც შესულია ცირა ყურაშვილის მოთხრობაც[3].

  • ვინ გაიტანს თეფშებს?[4] (ესეები), თბილისი, ინტელექტი, 2016, ISBN 978-9941-463-83-0
  • ჟამსა თამაშობისასა[5] (მოთხრობები), თბილისი, ინტელექტი, 2016, ISBN 978-9941-466-41-0
  • სამოთხის სარკმელი (ლექსები), გამომცემლობა საუნჯე, 2013
  • ხიზნები კომანის მონასტერთან[6] (მოთხრობები), თბილისი, ინტელექტი, 2012, ISBN 978-9941-430-90-9
  • ქრისტესია (ზღაპარი, იმედა ყურაშვილთან თანაავტორობით), ქუთაისი, შპს „ენციკლოპედია „ქუთაისი“, 2009
  • ანბანური პერიოდი (ლექსები), ქუთაისი, 2006
  • ასფალტის ყვავილები (ლექსები), ქუთაისი, 1991

ლიეტუვაურად:

  • დეიდას საფქვავი მარჯვენა ხელში უჭირავს (ლიეტუვ. Tetis graistykle laiko dešineje rankaje) მოთხობების კრებულში: „მთვარის უცნობი მხარე“ - საქართველოს ქალთა თანამედროვე მოთხრობა, ლიეტუვაურად მთარგმნელები: ნანა დევიძე, ვიქტორია ვალენტაიტე, ლიდია გიორგობიანი (ლიეტუვ.: “Sausas mėnulio veidas” – šiuolaikiniai Sakartvelo moterų apsakymai[7], Vertėjas: Jurga Brastavičiūtė), 2021, ISBN 9786094253089

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • 2014 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო პოეზიის კონკურსში ლექსით „მამა“ (თარგმანი ინგლისურ ენაზე ეკუთვნის ელისო ფანცხავას)[8].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება