სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი (შვედ. Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf; დ. 20 ნოემბერი, 1858 — გ. 16 მარტი, 1940) — შვედი მწერალი. 1909 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“. ლაგერლოფი პირველი ქალი ნობელიანტი და შვედეთის აკადემიის პირველი ქალი წევრია.[33]

სელმა ლაგერლოფი
შვედ. Selma Ottilia Lovisa Lagerlöf
შვედ. Selma Lagerlöf[1]
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1858(1858-11-20)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24]
დაბადების ადგილი Östra Ämtervik church parish[23] [9] [4]
გარდაცვალების თარიღი 16 მარტი, 1940(1940-03-16)[25] [3] [4] [5] [6] [7] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი Östra Ämtervik church parish[23] [4]
დასაფლავებულია Östra Ämtervik cemetery[26]
საქმიანობა რომანისტი, საბავშვო მწერალი, ბიოგრაფი, მასწავლებელი, პოეტი, მწერალი[27] [28] , პროზაიკოსი, მთარგმნელი, ავტობიოგრაფი და ავტორი[29]
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა  შვედეთი[8] [30]
ალმა-მატერი Högre lärarinneseminariet
Magnum opus საგა იოსტა ბერლინგზე, ნილსის საოცარი მოგზაურობები და იერუსალიმი (რომანი)
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[31] , უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Order of the Three Stars, 3rd Class, ლიტერატურისა და ხელოვნების მედალი, Knight of the Order of the White Rose of Finland, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Knight First Class of the Order of St. Olav‎, Officer of the Order of Leopold და Illis quorum[32]
მეუღლე
ხელმოწერა
საიტი selmalagerlof.org

ადრეული წლები

რედაქტირება
 
სელმა ლარეგროფი 1881 წელს

დაიბადა 1858 წლის 20 ნოემბერს, დასავლეთ შვედეთის პროვინცია ვერმლანდში. მისი მამა, ერიკ გუსტავ ლარეგლოფი ვერმლანდის სამეფო პოლკის ლეიტენანტი, ხოლო დედა, ლუიზა ლაგერლოფი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი იყო. სელმა მშობლებისთვის ექვსი შვილიდან მეხუთე იყო. იგი ფეხის ტრამვით დაიბადა, რის გამოც სამი წლის ასაკში ორივე ფეხით დაკოჭლდა, რამაც მოგვიანებით გაუარა, თუმცა მთელი ცხოვრების მანძლზე სუსტი იყო და ოდნავ კოჭლობდა.

სელმა ჩუმი ბავშვი იყო, თანატოლებთან შედარებით ბევრად სერიოზული, ძალიან უყვარდა კითხვა. ბავშვობის მანძილზე მუდმივად წერდა ლექსებს. ლარეგლოფი განათლებას სახლში ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იღებდა. სელმასთვის პირველი წიგნი ტომას მაინ რიდის „ოცეოლა,სემინოლების ბელადი“ იყო, რომელიც შვიდი წლის ასაკში წაიკითხა და სწორედ ამ მომენტიდან გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო.[34]

1884 წელს ლარეგლოფებმა მამული დაკარგეს, რამაც ოჯახზე სერიოზულად იმოქმედა. ერიკ ლაგერლოფი ალკოჰოლიკი გახდა.[35] მას არ სურდა მის ქალიშვილს სწავლა გაეგრძელებინა და ქალთა მოძრაობაში ჩართულიყო. მოგვიანებით, ნობელის პრემიაში მიღებული ფულით სელმამ მამული გამოისყიდა[36] და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.[37]

სელმამ განათლება 1882-1885 წლებში სტოკჰოლმის ქალ მასწავლებელთა სამეფო სემინარიაში მიიღო. იმ დროისთვის ეს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო შვედეთში, სადაც ქალებს შეეძლოთ სწავლა. 1885-1895 წლებში ლაგერლოფი ქალაქ ლანდსკრონაში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.[33] მან პირველი რომანის წერა სწორედ ლანდსკრონაში დაიწყო. მისი სამწერლო დებიუტი 1891 წელს ჟურნალ „Idun“-ში შედგა, სადაც ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში მისი რომანის პირველი თავები გამოქვეყნდა. სელმამ კონკურში გაიმარჯვა და გამომცემლობამ მასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც მისი პირველი რომანი „საგა იოსტა ბერლინგზე“ გამოიცა. თავდაპირველად რომანმა კრიტიკოსთაგან ზომიერი შეფასებანი მიიღო, ამიტომ დიდად არ იყიდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილმა კრიტიკოსმა, ჯორჯ ბრანდმა რომანზე დადებითი რეცენზია დაწერა, წიგნის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.[38] მეცენატმა ფრედერიკა ლიმნელმა ლარეგროფს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.[39]

1894 წელს სელმა შვედ მწერალს, სოფი ელკანს შეხვდა, რომელიც მისი მეგობარი და კომპანიონი გახდა.[40] წლების მანძილზე ისინი ერთმანეთის ნაშრომებს აკრიტიკებდნენ. სელმას წერილები სოფისადმი 1993 წელს გამოქვეყნდა სათაურით „შენ მასწავლე, როგორ ვყოფილიყავი თავისუფალი“.[38]

1900 წელს ლაგერლოფი იერუსალიმში ამერიკულ კოლონიას ეწვია, რაც მისთვის შთაგონების წყარო გახდა რომანისთვის „იერუსალიმი“.[41] რომანმა კრიტიკოსთაგან აღიარება დაიმსახურა, რომლებმაც ლაგერლოფის ჰომეროსისა და შექსპირისთვის შედარება დაიწყეს. მწერალმა პოპულარობა როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა. სამეფო ოჯახმა და შვედეთის აკადემიამ მას სამწერლო მოღვაწეობის გასაგრძელებლად ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.[42] 1895 წელს, სელმამ შეწყვიტა მასწავლებლობა და გადაწყვიტა თავი მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა.

 
სოფი ელკანი (მარჯვნივ) და სელმა ლარეგროფი (მარცხნივ)

ლაგერლოფმა ელკანთან ერთად იტალიასა და პალესტინაში იმოგზაურა, რამაც მის მომდევნო რომანს დაუდო საფუძველი. სიცილიური ლეგენდის შთაგონებით მან დაწერა რომანი „ანტიქრისტეს სასწაულები“, რომელიც იკვლევს ინტერპრეტაციას ქრისტიანულ და სოციალურ მორალურ სისტემებს შორის.

ფაილი:Selma Lagerlof nobel prize illustration.png
სელმა ლაგერლოფი იღებს ნობელის პრემიას, ილუსტრაცია ჟურნალიდან Svenska Dagbladet

1902 წელს მასწავლებელთა ეროვნულმა ასოციაციამ ლაგერლოფს მოსწავლეთათვის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს შედგენა სთხოვა. მწერალმა „ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა“ დაწერა. წიგნი შვედეთის პროვინციებზე ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტების ფონზე პატარა ბიჭის ამბავს გვიამბობს, რომელიც ზომაში დაპატარავდა და მთელ ქვეყანას ბატების ზურგზე მყოფმა შემოუფრინა.[35] „ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა“ ლაგერლოფის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და დღესდღეობით 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.[43]

1897 წელს სელმა ფალუნში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვალბორგ ოლანდერს შეხვდა, რომელიც მისი თანაშემწე და მეგობარი გახდა. ოლანდერი და ლარეგროფი აქტიურად იბრძოდნენ შვედეთში ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის. 1911 წელს სელმა გამხსნელი სიტყვით გამოვიდა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარჩევნო უფლებათა კონგრესზე, ხოლო 1919 წელს შვედეთის ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობის საზეიმო წვეულებაზე, მას შემდეგ, რაც იმავე წლის მაისში შვედმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს.[44]

ლაგერლოფი მეგობრობდა ებრაული წარმოშობის გერმანელ მწერალთან, ნელი ზაქსთან. 1940 წელს, ზაქსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სელმას თხოვნით, შვედეთის მთავრობამ ნაცისტური გერმანიისგან დასაცავად ებრაელი მწერალი და მისი ასაკოვანი დედა მუდმივი თავშესაფრით უზრუნველყო. ზაქსი სტოკჰოლმშია დაკრძალული.

ლაგერლოფი 1940 წლის 16 მარტს საკუთარ სახლში ინსულტით გარდაიცვალა.

შემოქმედება

რედაქტირება
  • საგა იოსტა ბერლინგზე (1891; რომანი)
  • ანტიქრისტეს სასწაულები (1897; რომანი)
  • იერუსალიმი (1901; რომანი)
  • ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა (1906-7; რომანი)
  • პორტუგალიის იმპერატორი (1914; რომანი)
  • ლიოვენშოლდების ბეჭედი (1925; რომანი)

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
 
სელმა ლარეგროფის სახელობის ქუჩა იერუსალიმში

1909 წლის 10 დეკემბერს ლაგერლოფს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“.[45][46] ლაგერლოფის დაჯილდოებას წინ უძღოდა მძაფრი შიდა დაპირისპირება შვედეთის აკადემიაში. 1904 წელს მან შვედეთის აკადემიისგან ოქროს მედალი მიიღო, ხოლო 1914 წელს მისი წევრი გახდა.[33]

 
სელმა ლაგერლოფი საბჭოთა კავშირის საფოსტო მარკაზე

1907 წელს ლაგერლოფმა უფსალის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო,[33] ხოლო 1928 წელს გრაიფსვალდის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის საპატიო დოქტორი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ლარეგროფმა შვედეთის აკადემიის მიერ გადმოცემული ოქროს მედალი ფინეთის მთავრობას გაუგზავნა, რათა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძალები გაეზარდათ.[47] პატივისცემის ნიშნად, ფინეთის მთავრობამ მედალი მწერალს უკან დაუბრუნა.

1991 წელს სელმა ლაგერლოფი გახდა პირველი ქალი, რომელიც შვედურ ბანკნოტზე გამოსახეს.[48]

სელმა ლაგერლოფის მოთხრობა „სათაგური“ ინდოეთის სკოლებში მე-12 კლასელთა პროგრამაშია შეტანილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

წყაროები

ნაშრომები

  1. http://www2.ub.gu.se/kvinndata/portaler/rostratt/pdf/rostrattsfragan.pdf
  2. Lagerlöf, Selma // The Enciclopædia Britannica — 12 — London, NYC: 1922. — Vol. XXXI English History to Oyama, Iwao.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Selma O L Lagerlöf — 1917.
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 http://web.archive.org/web/20160401152316/http://jeugdliteratuur.org/auteurs/selma-lagerlof
  9. 9.0 9.1 Östra Ämterviks kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/VA/13685/C/7 (1833-1860), bildid: C0039805_00103
  10. Östra Ämterviks kyrkoarkiv, Husförhörslängder, SE/VA/13685/A I/12 (1854-1861), bildid: C0039792_00126 — გვ. 110.
  11. 11.0 11.1 Discogs — 2000.
  12. 12.0 12.1 NooSFere — 1999.
  13. 13.0 13.1 filmportal.de — 2005.
  14. 14.0 14.1 FemBio database
  15. 15.0 15.1 BD Gest'
  16. 16.0 16.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  17. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  18. 18.0 18.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  19. 19.0 19.1 GeneaStar
  20. 20.0 20.1 Babelio — 2007.
  21. 21.0 21.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  22. 22.0 22.1 The Fine Art Archive
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 Sveriges dödbok 1830–2020 — 8 — Sveriges Släktforskarförbund, 2021.
  24. 24.0 24.1 ПроДетЛит — 2019.
  25. Лагерлёф Сельма // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  26. Östra Ämterviks kyrkogård: Selma Lagerlöfkulturgravar.se.
  27. Swedish Census 1910Riksarkivet.
  28. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  29. www.bksh.al
  30. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  31. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  32. Svenskt kvinnobiografiskt lexikonGöteborgs universitet, 2018. — ISBN 978-91-639-7594-3 — ISSN 2003-0088
  33. 33.0 33.1 33.2 33.3   რაინსი, ჯორჯ ედვინი, ed. (1920). „Lagerlof, Ottilia Lovisa Selma“ . ენციკლოპედია ამერიკანა. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)
  34. Selma Lagerlöf – författaren. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-11. ციტირების თარიღი: 2020-06-14.
  35. 35.0 35.1 Selma Lagerlöf: Surface and Depth. ციტირების თარიღი: 8 March 2016
  36. Selma Lagerlof | Swedish author. ციტირების თარიღი: 8 March 2016
  37. Selma Lagerlöf - Facts - NobelPrize.org en-US. ციტირების თარიღი: 2018-09-24
  38. 38.0 38.1 Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf (1858–1940). ციტირების თარიღი: 8 March 2016
  39. Lagerlof, Selma (2013). The Selma Lagerlof Megapack: 31 Classic Novels and Stories. Rockville: Wildside Press LLC, გვ. 20. ISBN 9781434443441. 
  40. Munck, Kerstin (2002), "Lagerlöf, Selma", glbtq.com, http://www.glbtq.com/literature/lagerlof_s.html დაარქივებული 16 November 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  41. Zaun-Goshen, Heike (2002), Times of Change, http://info.jpost.com/C002/Supplements/TimesOfChange/book_ch1_3.html დაარქივებული 17 June 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  42. Selma Lagerlöf – Biographical. ციტირების თარიღი: 8 March 2016
  43. 100 år med Nils Holgersson. Lund University Library. ციტირების თარიღი: 31 May 2017.
  44. Hedwall, Barbro (2011). Susanna Eriksson Lundqvist. red. Vår rättmätiga plats. Om kvinnornas kamp för rösträtt. (Our Rightful Place. About women's struggle for suffrage) Förlag Bonnier. ISBN 978-91-7424-119-8 (Swedish)
  45. Lagerlöf, Selma. (10 December 1909) Banquet Speech. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
  46. Literature 1909, http://nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1909/index.html. წაკითხვის თარიღი: 6 March 2010
  47. Gunther, Ralph (2003), "The magic zone: sketches of the Nobel Laureates", Scripta Humanistica 150: 36, ISBN 1-882528-40-9
  48. 20 Swedish Krona banknote 2008 Selma Lagerlöf. worldbanknotescoins.com (20 April 2015)