ენციკლოპედია ამერიკანა
ენციკლოპედია ამერიკანა (ინგლ. Encyclopedia Americana, „ამერიკანა“) — ნიუ-იორკში გამოცემული უნივერსალური ენციკლოპედია, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ინგლისურენოვან ენციკლოპედიებს შორის. ენციკლოპედია მოიცავს 45 ათასზე მეტ სტატიას, რომელთა უმეტესობა 500 სიტყვაზე მეტს შეიცავს. საენციკლოპედიო მასალის დაწერაში მონაწილეობდა 6500 ავტორი, შედეგად — 9 000 ბიბლიოგრაფია, 150 000 ჯვარედინი ბმული, 1000-ზე მეტი ცხრილი, 1 200 რუკა და დაახლოებით 4 500 შავ-თეთრი და ფერადი ილუსტრაცია მივიღეთ. დღეისათვის ენციკლოპედია ხელმისაწვდომია ინტერნეტხელმომწერთათვისაც.
ისტორია
რედაქტირებაარსებობს მოსაზრება, რომ ენციკლოპედიის პირველი გამოცემა 16 ტომად გამოვიდა 1903—04 წწ., მეორე გამოცემა კი — 30 ტომად 1918—20 წწ., და 1918 წლიდან საგამომცემლო კორპორაცია „გროლერი“ (ანგლ.) (Grolier) გამოსცემს.
სხვა მოსაზრებით, პირველი 13 ტომეული გამოიცა 1829-1833 წლებში კომპანია Carey, Lea & Carey-ის მიერ და 1846 წელს უკვე დასკვნითი, მე-14 ტომი გამოქვეყნდა, ხოლო ეს ვარიანტი ხელახლა რამდენიმეჯერ გამოიცა დაახლოებით 1858 წლამდე. ცალკე Encyclopedia Americana გამოქვეყნდა 1883—1889 წლებში J.M. Stoddart-ის მიერ, როგორც მეცხრე ბრიტანიკის ამერიკული ვერსია, მაგრამ ამ ნამუშევარს არაფერი ჰქონია საერთო მანამდელ გამოცემებთან.
1902 წლის გამოცემა მანამდე არსებულ მასალებზე დაყრდნობით დაიბეჭდა 16 ტომად ჟურნალ Scientific American-ის სუპერვიზიით. ჟურნალთან თანამშრომლობა 1911 შეწყდა და 1907 - 1912 ენციკლოპედია გამოიცემოდა სახელწოდებით The Americana.
1918-20 წწ. ახალი 30 ტომეული ჯორჯ ერვინ რაინსის რედაქტურით გამოვიდა. 1923-იდან 2000 წლამდე იბეჭდებოდა წელიწდეულები.
ბოლოს, 1945 წელს ენციკლოპედია შეიძინა კომპანია Grolier-მა, რომელიც თავის მხრივ კომპანია Hachette-მა გადაყლაპა 1988 წელს. 1995 წელს ენციკლოპედია ამერიკანას პირველი ელექტრონული ვერსია შეიქმნა CD-დისკებზე, ხოლო 1997 წლიდან ხელმისაწვდომია ონლაინ-ვერსიაც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Encyclopaedia Americana 1851 წლის დაარქივებული 2017-07-11 საიტზე Wayback Machine. ვიკიფორმატში
- Encyclopedia Americana: აღწერა საიტიდან Grolier