ტომას მაინ რიდი (ინგლ. Thomas Mayne Reid; დ. 4 აპრილი, 1818, ირლანდია — გ. 22 ოქტომბერი, 1883, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში, 1850 წელს გამოსცა „The Rifle Rangers“, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.

ტომას მაინ რიდი
ინგლ. Thomas Mayne Reid
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1818(1818-04-04)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ბალირონი[1] [7]
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 1883(1883-10-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[1] [7]
დასაფლავებულია კენსალ-გრინის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[8] [9] , რომანისტი და საბავშვო მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
აშშ
პერიოდი 1890[10]
ჟანრი სათავგადასავლო ლიტერატურა
Magnum opus უთავო მხედარი, Osceola The Seminole: The Red Fawn of the Flower Land და The Quadroon
მეუღლე Elizabeth Reid
ხელმოწერა

ლიტერატურული მოღვაწეობა

რედაქტირება
 

მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1843 წლის გაზაფხულიდან ფილადელფიაში იწყება. წერს ლექსებს, სტატიებს, მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ადგილობრივ თეატრში იდგმება. მწერლის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე უზარმაზარი ტალღის მოვარდნას ჰგავდა—გამომცემლობები რიგში იდგნენ მისი რომანების გამოცემის უფლების მისაღებლად. სწორედ ერთ–ერთი ასეთი გამომცემლობის მფლობელის, არისტოკრატული ინგლისური გვარის შთამომავლის ქალიშვილი იყო 15 წლის ელიზაბეტ ჰაიდი, შემდგომში რიდის მეუღლე, რომლის მამაც, ალბათ არასდროს დათანხმდებოდა არასრუწლოვანი გოგონას გათხოვებაზე, მით უფრო 33 წლის კაცზე, რომ არა მისი პოპურალობა.

თავის პირველ რომანში „თავისუფალი მსროლელები“, რომელიც 1850 წელს გამოიცა, მოგვითხრობს მექსიკის ომზე. ამას მოჰყვა მისი რომანები:„სკალპებზე მონადირენი“, „კვარტერონი ქალი“ , „ოცეოლა“ და სხვა, რომლებმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა.

თავგადასავლები

რედაქტირება
 

მაინ რიდს სწავლა არ დაუსრულებია. მისი ოცნება მოგზაურობა და რომანტიკური თავგადასავლები იყო. კერძოდ, უნდოდა წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის შესახებაც უამრავი რამ ჰქონდა წაკითხული. ამიტომ 21 წლის მაინ რიდი თავგადასავლის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა. ეს ყველაფერი მწერალმა ასახა თავის შემოქმედებაში.

იგი ჩავიდა ახალ ორლეანში, სადაც ფული მალე შემოეხარჯა და მუშაობა ერთ-ერთ სავაჭრო ფირმაში დაიწყო. მან მალე გაიგო, რომ ეს ფირმა მონებით ვაჭრობდა, ამიტომ სამუშაო და ქალაქი დატოვა და წავიდა ჩრდილოეთში, სადაც სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა - იყო გამყიდველი, რეპეტიტორი, მოხეტიალე არტისტი. ნადირობდა, ინდიელებთან ვაჭრობდა და ასევე მათთან რამდენიმე ექსპედიციაშიც მონაწილეობდა. მიღებული შთამეჭდილებები შემდეგ თავის ნაწარმოებში წარმოაჩინა.

მაინ რიდი პირველი მწერალი იყო. რომლის რომანიც ინდიელების ენაზე ითარგმნა.

სიკვდილის შემდეგ

რედაქტირება

მაინ რიდზე პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი გამოჩნდა ინგლისურ ცნობარში „ჩვენი დროის ადამიანები“ 1837 წელს. ტრადიციულად, ცნობები თავის თავზე თვითონ მაინ რიდმა დაგვიტოვა. ის დაჯილდოებული იყო მრავალმხრივი ფანტაზიით, რისი დამადასტურებელიცაა ამ ცნობებში შელამაზებული რამდენიმე ფაქტი.

კრიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ ფაქტით სარგებლობდნენ, სანამ 1890 წელს არ გამოვიდა მისი ქვრივის წიგნი „მაინ რიდი მოგონებები მის ცხოვრებაზე“. 1900 წელს გამოიცა ამ წიგნის განახლებული ვერსია „კაპიტანი მაინ რიდი: მისი ცხოვრება და თავგადასავალი“, ამერიკელი ავტორის ჩარლზ კოუს თანაავტორობით. ელიზაბეთ რიდი ამ ნაშრომის შექმნისას მაინ რიდისა და მისი მდივნის პირად არქივს იყენებდა.

ნაწარმოებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Бельский А. А. Рид // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 6. — С. 283–284.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 Babelio — 2007.
  6. 6.0 6.1 Dictionary of Irish BiographyRIA.
  7. 7.0 7.1 Рид Томас Майн // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. https://hdl.handle.net/20.500.11840/1130417