ოცეოლა
ოცეოლა (Osceola; დ. 1804 — გ. 20 იანვარი, 1838) — ფლორიდის სემინოლ ინდიელთა ლიდერი. წინამძღოლობდა გაცილებით მცირერიცხოვან სემინოლთა წინააღმდეგობას სემინოლთა მეორე ომში, როდესაც აშშ ცდილობდა სემინოლების მათი მიწებიდან განდევნას. როდესაც ის დაიბადა სოფელ ტალასაში, მისი სახელი იყო ბილი პაუელი, შემდეგ კი მას დაარქვეს ოცეოლა. ოცეოლას ძარღვებში მრავალი ქვეყნის წარმომადგენლის სისხლი ჩქეფდა: ამერიკელი, ბრიტანელი, შოტლანდიელი და ინდიელი წინაპრების. მისი კანის შეფერილობა მუქი იყო. მისი დედა პოლი კოპინგერი იყო ქალიშვილი ანა მაკქვინის რომელიც ნახევრად შოტლანდიელი და ნახევრად მასკოგელი იყო. მრავალი წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ოცეოლას მამა იყო ინგლისელი მოვაჭრე უილიამ პაუელი.
ლიტერატურაში
რედაქტირება- თავისუფლების მიწაზე - ნოველა დაწერილია მარტინ მარკუსის მიერ. ამ ნოველაშ მოთხრობილია, რომ ოცეოლა დაიბადა როგორც ბილი პაუელი, ის იყო პატივსაცემი ბრიტანელი ოფისცრისა და ინდიელი ქალის ვაჟი.
- ტომას მაინ რიდი, ოცეოლა - სემინოლების ბელადი-ნაწარმოები დაწერილია 1858 წელს
- ოცეოლა - შურისძიება მარჯვენა ხელით - კონრად პეზოლის ნაწარმოები..
- პატრიოტი ხელმძღვანელები - ქრონიკულად დაწერილი ამერიკისა და ინდიელების წინააღმდეგობები.
- ტყვე - დაწერილია ჰეზერ გრაჰამის მიერ 1996 წელს
- სემინოლებისა და ომის ბელადი - მეი მაკნიირის ნაწარმოები. დაწერილია საბავშვო ტომეულად.