ოცეოლა, სემინოლების ბელადი

(გადამისამართდა გვერდიდან ოცეოლა - სემინოლების ბელადი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოცეოლა, სემინოლების ბელადი — ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომლის ავტორიც არის ტომას მაინ რიდი. წიგნში აღწერილია ინდიელთა განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომლის მიზნები და იდეებიც ყოველთვის აღგზნებდა „კაპიტან მაინ რიდს“.

ოცეოლა, სემინოლების ბელადი
სრული სათაური Osceola the Seminole, or, The red fawn of the Flower land - (1874)
საერთო სათაური ოცეოლა, სემინოლების ბელადი
ჟანრი ისტორიული
თემა ინდილებიდა და აშშ-ს დაპირისპირება
ავტორი ტომას მაინ რიდი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერილია 1858
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1874
ქართულად თარგმნა პეტრე შარია
მედია მყარი ყდა
გვერდი 432

პერსონაჟები

რედაქტირება
  • ოცეოლა - მთავარი მოქმედი გმირი, ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, სემინოლების ბელადი
  • ჯორჯ რენდოლფი - ოცეოლას ამერიკელი მეგობარი
  • მაიუმი - ოცეოლას და, მომავალში ჯორჯის მეუღლე
  • ვირჯინია - ჯორჯის და, მაიუმის მეგობარი
  • არენს რინგლოდი - ბოროტი და საშინელი პიროვნება
  • მონადირე ჰიკმენი - ჯორჯის მოხუცი და ერთგული მეგობარი
  • შავი ჯეკი - ჯორჯის ერთგული მეგობარი და მონა
  • ყვითელი ჯეკი - რენდოლფების ოჯახის მონა, ადამიანი, მულატი, რომელიც ვერ იტანს თეთრკანიანებს და რამდენიმეჯერ გადაურჩა საზარელ სიკვდილს
  • ჰაჯ-ევა - ინდიელების შეშლილი დედოფალი, რომელიც ხანდახან საღ გონებაზე იყო და ბევრჯერ გადაარჩინა ჯორჯი სიკვდილს

ამის გარდა, წიგნში გვხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟები: ჯორჯისა და ვირჯინიას მშობლები, ვირჯინიას მეუღლე, ოცეოლასა და მაიუმის დედა და ასევე სხვადასხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟები.