არისტოკრატი
არისტოკრატი — გვარიშვილობით ან სიმდიდრით პრივილეგირებული სოციალური კლასის წარმომადგენელი.
არისტოკრატია წარმოიშვა პრეისტორიული საზოგადოების რღვევისა და სოციალური კლასების წარმოშობის შედეგად. ძველ საბერძნეთში არისტოკრატიის გაძლიერებას ხელი შეუწყო უხუცესთა შერჩევამ გვარის ერთი და იგივე ოჯახებიდან. წარჩინებულთა გვარებმა თანდათან მიითვისეს სახელმწიფო ხელისუფლება. პლატონა და არისტოტელემ გამოიყენეს ტერმინი არისტოკრატია არისტოკრატების მიერ დამყარებული მმართველობის აღსანიშნავად და განასხვავეს ის დემოკრატიისაგან. მონათმფლობელური არისტოკრატიული რესპუბლიკის ნიმუშს წარმოადგენდა სპარტა, რომის რესპუბლიკა და კართაგენი. სავაჭრო არისტოკრატია იყო გაბატონებული ფეოდალურ ქალაქ-რესპუბლიკა ვენეციაში. ბურჟუაზიული რევოლუციების შემდეგ ფეოდალური არისტოკრატია შეერწყა მსხვილ კაპიტალისტთა წრეს და შეინარჩუნა პრივილეგიები. არისტოკრატიის მმართველობის უპირატესობას XVII-XVIII საუკუნეებში ასაბუთებდნენ სპინოზა, ტომას ჰობზი, კანტი, მონტესკიე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 570.