არისტოკრატია
არისტოკრატია (ბერძ. ἀριστεύς „არისტენს“ — საუკეთესო, დიდგვაროვანი; κράτος „კრატოს“ — ძალაუფლება) — მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ძალაუფლება უჭირავთ არისტოკრატებს.
ძველ საბერძნეთში არისტოკრატიის გაძლიერებას ხელი შეუწყო უხუცესთა შერჩევამ გვარისს ერთი და იგივე ოჯახებიდან. წარჩინებულთა გვარებმა თანდათან მიითვისეს სახელმწიფო ხელისუფლება. პლატონა და არისტოტელემ გამოიყენეს ტერმინი არიტოკრატია არისტოკრატების მიერ დამყარებული მმართველობის აღსანიშნავად და განასხვავეს ის დემოკრატიისაგან. მონათმფლობელური არისტოკრატიული რესპუბლიკის ნიმუშს წარმოადგენდა სპარტა, რომის რესპუბლიკა და კართაგენი. სავაჭრო არისტოკრატია იყო გაბატონებული ფეოდალურ ქალაქ-რესპუბლიკა ვენეციაში. არისტოკრატიის მმართველობის უპირატესობას XVII-XVIII საუკუნეებში ასაბუთებდნენ სპინოზა, ტომას ჰობზი, კანტი, მონტესკიე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 570.
- History, John Cannon (Editor), Oxford University Press, 1997, ISBN 978-0-19-866176-4