ბესიკ ხარანაული

ქართველი მწერალი და პოეტი

ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული (დ. 11 ნოემბერი, 1939, თიანეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.[1]

ბესიკ ხარანაული
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1939(1939-11-11) (85 წლის)
დაბადების ადგილი თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus წიგნი ამბა ბესარიონისა
ჯილდოები რუსთაველის პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საბა“ და გალა
საიტი armuri.georgianforum.com/t55-topic

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

გამოცდილება

რედაქტირება
  • გამომცემლობა " ლიტერატურა და ხელოვნების" უმცროსი რედაქტორი – 1963–1967 წლები.
  • გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" რედაქტორი – 1967–1972 წლები.
  • ჟურნალ "მნათობის" რედაქციის განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე – 1972–1998 წლები.
  • გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი – 1999 წ.

ქართულად:

  • "ხეიბარი თოჯინა" – 1973 წ.
  • "შუადღის წიგნი" – 1991 წ.
  • "აგონიური" – 1991 წ.
  • "ლექსები, პოემები", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", მხატვარი ლევან ხარანაული, თბ. 1991 წ. – ISBN 5-529-00574-8
  • "მიკარნახე ანგელინა!" – 1995 წ.
  • "წიგნი ამბა ბესარიონისა", გამომცემლობა "არეტე", თბ. 2003 წ. – ISBN 99940-745-0-4
  • "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" – 2005 წ.
  • "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ. 2005 წ. – ISBN 99940-30-50-7
  • "100 ლექსი სერიით: ქართული პოეზია", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. 2007 წ. – ISBN 978-99940-931-5-1
  • "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი", გამომცემლობა "სეზანი", თბ. 2010 წ. – ISBN 978-9941-0-2189-3
  • „ლექსები, პოემები”, 1954-2005, გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. 2012 წ. – ISBN 978-9941-440-09-0
  • მთავარი გამთამაშებელი[2]

ფრანგულად:

"ჩემი ცხოვრების მიზანი, პრინციპი და კრედო არის, თუ მისხლისოდენად მაინც შევძელი, გულმოწყალება. ესაა, რაც მომწონს ადამიანშიც და სამყაროშიც" – ბესიკ ხარანაული.

ჯილდოები

რედაქტირება

მიღებული

რედაქტირება
  • რუსთაველის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის პრემია
  • 1993 — სახელმწიფო პრემია
  • 2004 — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"
  • 2012 — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები”, 1954-2005

წარდგენილი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]
  2. ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია[მკვდარი ბმული]