ომარ თურმანაული
ომარ ბეწინას ძე თურმანაული (დ. 25 მაისი, 1959, სოფ. ხილიანა, დუშეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 მარტი, 2019, სტრასბურგი, საფრანგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმნელი.
ომარ თურმანაული | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ივნისი, 1959[1] |
დაბადების ადგილი | დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
გარდაცვალების თარიღი | 23 მარტი, 2019[1] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტრასბური[1] |
საქმიანობა | მწერალი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, რომანისტი და ნოველისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | ლირიკა |
Magnum opus | ცოდვები და გვირილები |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t42-topic |
ბიოგრაფია
რედაქტირებაომარ თურმანაული დაიბადა 1959 წლის 25 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხილიანში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით. მისი პირველი პოეტური კრებული „დღე-ღამის დედა“ დაიბეჭდა 1984 წელს.
მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“ (1993).
1995 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სტრასბურგში. წერდა პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი: „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“.
ქართულად თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“. თარგმნიდა ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს „ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის“.
გარდაიცვალა 2019 წლის 23 მარტს, სტრასბურგში.
წიგნები
რედაქტირება- „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“ (რომანი ფრანგულად), La veuve, l'hirondelle et le voyant, traduit du géorgien par Anna Bouatchidze et l'auteur, Lyon, La Fosse aux ours, 1998 - ISBN 978-2912042064
- „რა“ (ლექსები), 1994
- „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“, 1993
- „ცოდვები და გვირილები“ (ლექსები); რედ. დავით ახობაძე ; მხატვ. ჯ. ზენაიშვილი. - თბ. : მერანი, 1991
- „დღე-ღამის დედა“ (ლექსები) ; რედ. მ. ხეთაგური ; მხატვ. ა. ვართაგავა. - თბ. : მერანი, 1986
თარგმანები
რედაქტირება- ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“; Besik Kharanaouli Le livre d'Amba Besarion (Omar Tourmanaouli a traduit ce livre avec Marie Frering), Quidam éditeur, 2010 - ISBN 978-2915018448