გალა (ლიტერატურული პრემია)

ლიტერატურული პრემია

გალა — თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია, დაარსდა 2007 წელს. დამაარსებლები არიან: ქალაქ თბილისის საკრებულო და მწერალი ზაალ სამადაშვილი. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია შემოდგომიდან მეორე შემოდგომამადე გამოსული საუკეთესო წიგნების, კინოსცენარების და საუკეთესო ლიტერატურული პროექტების გამოვლენა შვიდი ნომინაციის მიხედვით (მეშვიდე ნომინაცია: "წლის საუკეთესო კინოსცენარი" დაემატა 2010 წელს).

ლიტერატურული პრემია "გალას" ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლი; ავტორი: ხათუნა ოჩიაური

2007 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქ. თბილისის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა პირველი ლიტერატურული კონკურსი ,,გალა”. ამ კონკურსის ჩასატარებლად, რომელიც პროექტის მიხედვით, "თბილისობის" დღესასწაულის ინტელექტუალური ნაწილი უნდა გამხდარიყო, საკრებულომ ოცდააათი ათასი ლარი გამოყო.

ამ ლიტერატურული კონკურსის იდეის ავტორის, ქ. თბილისის საკრებულოს მაშინდელი წევრის, ზაალ სამადაშვილის განცხადებით, კონკურსი ყოველწლიური უნდა გამხდარიყო.

კონკურსში მონაწილეობისათვის საკუთარი პროდუქცია უნდა წარმოედგინათ გამომცემლობებს. "ჩვენ მივმართეთ გამომცემელთა ასოციაციას, გამომცემლობებმა კი ის პროდუქცია წარმოადგინეს, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით წარმატებულ, ან თუნდაც კარგ ბიზნეს–პროექტად მიიჩნიეს. წარმოდგენილია, როგორც ახალი თაობის, ასევე, უფროსი თაობის მწერლების ნაშრომები. მათ შორის არიან გოდერძი ჩოხელი, ბესიკ ხარანაული, აკა მორჩილაძე, ზაზა თვარაძე და სხვები.”- აღნიშნავდა ზაალ სამადაშვილი.

ლიტერატურული კონკურსის – "გალას" პრიზის ესკიზი ქ. თბილისის საკრებულოს მაშინდელ წევრს, ხათუნა ოჩიაურს ეკუთვნის და მასზე ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლია გამოსახული.

პირველი ლიტერატურული პრემია "გალა" ოთხ ნომინაციაში გაიცა.

2010 წლის შემოდგომაზე, "თბილისობის" დღეებში მეოთხედ გაიმართა ლიტერატურუ­ლი პრემია "გალას" დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ტატიშვილმა გამოაცხადა, რომ "გალას" კიდევ ერთი ნომინაცია – "წლის საუკეთესო კინოსცენარი" დაემატებოდა, რომელიც კინოდრამატურგიის დონის ამაღლებასა და, აქედან გამომდინარე, წარმატებული კინო–პროექტების ხელშეწყობას ითვალის­წინებდა.

ტრადიციულად, "გალა" ოქტომბრის ბოლოს, "თბილისობის" დღესასწაულზე იმართება ხოლმე.

ზოგიერთ ლიტერატურულ ფორუმზე გაჩნდა შეკითხვა, რომ რა კავშირში იყო ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლი ლიტერატურულ კონკურსთან, რაზედაც პასუხი ის იყო, რომ კარგმა მწერალმა თავისი ნაწარმოებიდან ნაჯახით უნდა ამოჭრას სიყალბე[1][2].

სტატიაში "გალა", ანუ ჩატარებამდე დისკრედიტებული ლიტერატურული კონკურსი"[3], რომელიც გაზეთ "რეზონანსიდან" გადაბეჭდა[4] მედიასახლის, "კვირის პალიტრის" საინფორმაციო პორტალმა "ამბები.გე", გაკრიტიკებულია "გალას" დამაარსებელი ზაალ სამადაშვილი, – იმის გამო, რომ "წლის ლიტერატურული პროექტის" ნომინაციაში წარდგენილი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი "ქართული პროზის საგანძური" 2010 წლის "გალას" ჟიურის წევრებმა საკონკურსო ჩამონათვალშიც კი არ შეიყვანეს, რაზედაც ზაალ სამადაშვილის პასუხი ის იყო, რომ იგი არ ჩარეულა ჟიურის წევრების მუშაობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ზაალ სამადაშვილმა ამ ზერელე და ნაჩქარევი პროექტის ავტორებს ბოლომდე არ უთხრა სიმართლე, რასაც არ მორიდებია კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია თავის ბლოგში, რომელიც რადიო "თავისუფლების" საიტზე აქვს: "საქმე ისაა, რომ დავით კლდიაშვილის ტომს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულის დასაწყისში გამოიცა, კლდიაშვილის ფოტოს ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა [5]. წიგნი ჯერ უნამუნოს ტომი მეგონა, შემდეგ კი, როცა ვნახე, რომ გარეკანზე კლდიაშვილი ეწერა, ვიფიქრე, რაიმე ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მქონდა საქმე და ისიც გავივლე გულში, მალე ალბათ აკაკის ტომსაც გამოსცემენ უოლტ უიტმენის ფოტოთი მეთქი" (ციტატა მალხაზ ხარბედიას სტატიიდან "წიგნების წარღვნა"[6]). ამ კურიოზზე, რომელიც მიგელ დე უნამუნოს იმ გვერდიდან უნდა მოდიოდეს, რომელსაც სახელად ჰქვია "ბასკი დავით კლდიაშვილი" , თავად გამომცემლობა "პალიტრა L"–ის ბლოგმა "ბიბულუსმაც" მოიხადა ბოდიში სტატიაში: "ჩვენ ვიღებთ შენიშვნას და შეცდომის გამოსწორებაც შეგვიძლია"[7] (იხილეთ მეორედ გამოცემული მეათე ტომის ყდა, სადაც უკვე ნამდვილად დავით კლდიაშვილი არის დაბეჭდილი).

ლაურეატები

რედაქტირება

ჟიური: ლაშა ბუღაძე, ირაკლი ჯავახაძე, მიხო მოსულიშვილი, ნინო ქაჯაია, მაკა ჭოღოშვილი.

  • წლის საუკეთესო წიგნი: არჩილ ქიქოძე – "მყუდრო" (მოთხრობების კრებული, გამომცემლობა "საარი").
  • წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი: ვახტანგ ჯავახაძე – "უცნობი".
  • წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: მაია ბადრიძე – "უთვისებო კაცი" (რობერტ მუზილი).
  • წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის: ტარიელ ხავთასი – “ნამდვილი ამბები ცხოველებზე” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”).
  • წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა: მამია მალაზონია[მკვდარი ბმული] – “თუთინამე” (“ქართული ბიოგრაფიული ცენტრი” და გამომცემლობა “საარი”).
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: ნაირა გელაშვილი – "რაინერ მარია რილკე" (თხზულებების ხუთტომეული).

ჟიური: გიგი სულაკაური, გოგი წერეთელი[მკვდარი ბმული], ანა კორძაია-სამადაშვილი, თამაზ ვასაძე, უჩა შერაზადიშვილი

  • წლის საუკეთესო წიგნი: როსტომ ჩხეიძე – "აგვისტოს შვილები".
  • წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი: მიგელ დე უნამუნო – "ესეები" (ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ) (გამომცემლობა "სიესტა").
  • წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: ლუი ფერდინან სელინი - "მოგზაურობა ღამის დასალიერში" (ფრანგულიდან თარგმნა სიბილა გელაძემ).
  • წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის: ზაზა თვარაძე – "მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი".
  • წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა: ნატაშა ბაბუნაშვილი – ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარი” გაფორმებისთვის.
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: კახმეგ კუდავა – პროექტისათვის "ნობელის პრემიის ლაურეატები".

ჟიური: თამაზ ვასაძე, ნინო ქაჯაია, უჩა შერაზადიშვილი, ივანე ამირხანაშვილი, ბაჩა მალაზონია

  • წლის საუკეთესო წიგნი: ზურაბ ლეჟავა – "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
  • წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი: "გმირი" - (პრაიმ-ტაიმი).
  • წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: ლია ჩლაიძე – "მე მქვია წითელი", (ორჰან ფამუქი), (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
  • წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის: "საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის" - მოთხრობილი მზია სურგულაძის მიერ, (გამომცემლობა “ლიტერა”).
  • წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა: თინათინ ჩხიკვიშვილი - მაყვალა მრევლიშვილის "ლექსები" (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი).
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: კახა თოლორდავა – "საუბრები ჯაზზე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

ჟიური: ნინო ქაჯაია, დიმიტრი ერისთავი[მკვდარი ბმული], ლაშა იმედაშვილი დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine. , ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე

ჟიური: ნინო ქაჯაია, დიმიტრი ერისთავი[მკვდარი ბმული], ნინო კუხალაშვილი, ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე

  • წლის საუკეთესო წიგნი: ბაადურ ბალარჯიშვილი — „კიპარისები“ (ლექსები), (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი: ბესიკ ხარანაული — „ლექსები, პოემები”, (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: ნიკო ყიასაშვილი — „ულისე“ (ჯეიმზ ჯოისი), (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის: თეა თოფურია – „გასაღვიძებელი ზღაპრები“, (გამომცემლობა „დიოგენე“)
  • წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა: თამარ ბაქრაძე – რუდოლფ რასპე „ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი“, (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო კინოსცენარი: მარიამ ხაჭვანი — „დედე“
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი: დიოგენეს ბიბლიოთეკა („დიოგენე“)

ჟიური: ნინო ქაჯაია, დიმიტრი ერისთავი[მკვდარი ბმული], ნინო კუხალაშვილი, ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება