ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლ. Séamus Seoighe; დ. 2 თებერვალი, 1882, რეთგერი, დუბლინის გარეუბანი, ირლანდია — გ. 13 იანვარი, 1941, ციურიხი, შვეიცარია) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი.

ჯეიმზ ჯოისი
ინგლ. James Augustine Aloysius Joyce
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1882(1882-02-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი Rathgar, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[16]
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი, 1941(1941-01-13)[16] [3] [4] [5] [7] [17] [9] [10] [11] [18] [1] [13] [15] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი ციურიხი[16] [19] [20] [1]
დასაფლავებულია ფლუნტერნის სასაფლაო[21]
საქმიანობა პოეტი[22] [1] [13] , რომანისტი[23] , მასწავლებელი, ავტორი[24] , მწერალი[1] [13] , ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და პროზაიკოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ირლანდიის რესპუბლიკა[25] [26] [2] [27]
ალმა-მატერი დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯი, Clongowes Wood College და Belvedere College
ჟანრი მხატვრული ლიტერატურა[28] , პოეზია[28] , psychological fiction და Bildungsroman
Magnum opus დუბლინელები, ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში, ულისე, ფინეგანის სამძიმარი, Pomes Penyeach, გაძევებულნი და გმირი სტივენი
მეუღლე ნორა ბარნაკლი
პარტნიორ(ებ)ი ნორა ბარნაკლი
შვილ(ებ)ი ლუსია ჯოისი და Giorgio Joyce
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი jamesjoyce.ie

ჯოისის ყველაზე გახმაურებული რომანია „ულისე“ (1922 წ.), ასევე მის კალამს ეკუთვნის რომანი „ფინეგანის სამძიმარი“ (1939 წ.), მოკლე ნოველების კრებული „დუბლინელები“ (1914 წ.) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს — ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დუბლინი, 1882–1904

რედაქტირება

ჯეიმზ ავგუსტინ ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და პაპა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმზის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმზს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში დიდი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე, ჩამოუყალიბდა რა ძაღლებისადმი შიშის სინდრომი. ჯეიმზს ასევე ეშინოდა გრუხუნის. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.[29]

1981 წელს ჯოისმა დაწერა პოემა „Et Tu Healy” ჩარლზ სტიუარტ პარნელის გარდაცვალების პატივსაგებად. ჯოისის მამას არ მოწონდა პარნელი მისი კათოლიკურ ეკლესიაზე დამოკიდებულებითა და ირლანდიის ჰოუმრულის ინიციატივის ჩავარდნის გამო. უფროსმა ჯოისმა დაბეჭდა პოემა და პროტესტის ნიშნად გააგზავნა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იმავე წლის ნოემბერში, ჯონ ჯოისი ოფიციალურად გაკოტრდა, ხოლო 1893 წელს ჩამოართვეს სახელმწიფო პენსია, რამაც ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები წარმოშვა.სტრესის ნიადაგზე ჯონ ჯოისს სასმელისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდა.[30]

ჯეიმზ ჯოისმა 1888 წელს ჩააბარა გამოცდები კლონგოუს-ვუდის კოლეჯში. 1892 წელს, მას შემდეგ, რაც მამა ვეღარ ეხმარებოდა სწავლის ღირებულების გადახდაში, იგი იძულებული გახდა, დაენებებინა კოლეჯში სწავლისთვის თავი. თუმცა აქტიურ თვითგანათლებას ეწეოდა შინ, ო'კონელის სკოლის სისტემით. 1893 წელს მას შესთავაზეს ადგილი დუბლინის იეზუიტთა სკოლაში, ბელვედერ-კოლეჯში. შეთავაზება დამყარებული იყო მკაცრ მოთხოვნებზე, დამორჩილებოდა სკოლის კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი იძულებული გახდა უარეყო კათოლიციზმი 16 წლის ასაკში, თომა აქვინელის ფილოსოფია მაინც დარჩა მისი მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მეგზურად.[31]

ჯეიმზმა 1898 წელს ჩააბარა დუბლინის ახლადშექმნილ კოლეჯში (ინგლ. University College Dublin (UCD)), თანამედროვე ენების ფაკულტეტზე, კერძოდ კი ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენების განხრით. ამასთანავე ჯეიმზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თეატრალური და ლიტერატურული წრეების მუშაობაში. რევიუ ჰენრიკ იბსენის „ახალი დრამის“ შესახებ იყო ჯოისის პირველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1900 წელს და თავად ნორვეგიელი დრამატურგის მადლობა დაიმსახურა. ჯოისმა ამ პერიოდში დაწერა რამდენიმე სხვა სტატია და სავარაუდოდ, ორი პიესა (რომლებიც არ შემონახულა). ბევრი მეგობარი, რომლებიც ჯოისმა გაიჩინა დუბლინის უნვიერსიტეტში სწავლისას, შემდგომში გახდნენ მისი ნაწარმოებების მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. იგი აგრეთვე იყო დუბლინის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ისტორიის საზოგადოების აქტიური წევრი. 1900 წელს მან საზოგადოების ერთ-ერთ შეკრებაზე წარმოადგინა „დრამა და ცხოვრება“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, ჯოისმა დატოვა დუბლინი და მედიცინის შესასწავლად გაემგზავრა პარიზში. თუმცა სინამდვილეში ფულის ფლანგვის მეტს არც არაფერს აკეთებდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი დაბრუნდა ირლანდიაში მას შემდეგ, რაც დედამისს[32] ეშინოდა რა თავისი შვილის უპატივცემლობის, ჯოისის დედა ცდილობდა, ეზიარებინა, თუმცა ყოველი მისი ცდა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ ჯოისის დედა ჩავარდა კომაში და გარდაიცვალა 13 აგვისტოს, უარყოფილი შვილის მიერ, რათა მუხლმოყრილი ელოცა მისი სულის გადასარჩენად.[33] დედის გარდაცვალების შემდეგ ჯოისმა მოუხშირა სმას, რამაც სახლში გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა. იგი თავს ირჩენდა წიგნების რევიუირებით, კერძო გაკვეთილებით და ასწავლიდა სიმღერას. მისმა ერთ ერთმა მოსწავლემ 1904 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში.[34]

1904 წლის 7 იანვარს ჯოისი ეცადა, გამოექვეყნებინა ახალგაზრდა ხელოვანის პოტრეტი - ესთეტიკური ესსე, მაგრამ ჟურნალმა დანამ უარი განაცხადა. ჯოისმა თავის 22-ე დაბადების დღისათვის გადაწყვიტა, ესსე განეახლებინა და ექცია რომანად, დაერქმია ახალი ვერსიისთვის „სტივენ ჰეროუ“. თუმცა ჯოისს არასოდეს არ გამოუქვეყნებია ეს ნაწარმოები მისი ორიგინალური სახელწოდებით. ეს იყო ის წელი, როდესაც ჯოისი შეხვდა ნორა ბენაქლს, ახალგაზრდა გოგონას გალვეიდან, რომელიც მუშაობდა დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში. 1904 წლის 16 ივნისს, ჯოისი და ნორა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პაემანზე. სწორედ ეს დღე გახდა ჯოისის ბრწყინვალე ნაწარმოებში, „ულისეში“ აღწერილი დღის თარიღი.

რამდენიმე ხნის განმავლობაში ჯოისი დარჩა დუბლინში , თუმცა ძალიან მოუმატა სასმელის სმას. ერთ დღეს, როდესაც მწერალი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი სკანდალის მიზეზი გახდა, რომლისგანაც მამამისის შორეულმა ნაცნობმა ალფრედ. ჰანტერმა იხსნა, რომელმაც იგი შეიკედლა საკუთარ სახლში.[35] ჰანტერი აღმოჩნდა ებრაელი, რომელსაც ჰყავდა მოღალატე მეუღლე. სწორედ იგი გახდა ულისეს პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის პროტოტიპი.[36] ჯოისი დაუახლოვდა ოლივერ ჯონ გოგართს, ულისეს პერსონაჟ ბაკ მალიგანის პროტოტიპს. მწერალმა გოგართის ციხესიმაგრეში 6 ღამე გაატარა, რაც ბოლოს დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჯოისის მიმართულებით გასროლით.[37] ჯეიმზი იმავე ღამეს დაბრუნდა დუბლინში. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მწერალმა კუნძული დატოვა და კონტინენტზე ნორასთან ერთად გაემგზავრა.

1904–1920: ტრიესტი და ციურიხი

რედაქტირება
 
ჯოისი 1915 წელს

ჯოისი და ნორა, აღკვეთილნი ირლანდიიდან საკუთარი ნებასურვილით გაემგზავრნენ ციურხში, სადაც სავარაუდოდ ჯოისმა დაიწყო მუშაობა ბერლიცის ენათა ინსტიტუტში, ინგლისელი აგენტის დახმარებით. ფაქტობრივად მან შეძლო მოეტყუებინა ინგლისელი აგენტი, თუმცა სკოლის დირექტორმა გააგზავნა იგი ტრიესტში. რომელიც იმ დროისათვის იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდე. ამჟამად არის იტალიის სახეწლმწიფოს შემადგენლობაში. ალმიდანო ალტიფონის დახმარებით, რომელიც იყო ტრიესტი ბერლიცის სკოლის დირექტორი, ჯოისმა დაიწყო მუშაობა მასწავლებლად პულაში, რომელიც იმჟამად ასევე იყო ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში, დღესდღეობით არის კროაციის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ჯოისი ასწავლიდა ინგლისურ ენას ავსტრიელ-უნგრელ სახმელეთო ოფიცრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ პულაში 1904 წლის ოქტომბრიდან 1905 წლის მარტამდე. მოგვიანებით კვლავ არტიფონის დახმარებით ჯოისი გადავიდა ტრიესტში და იქ დაიწყო მუშაობა კვლავ ინგლისური ენის მასწავლებლად, სადაც შემდგომი 10 წელი მოღვაწეობდა.[38]

იმავე წელს, ნორას და ჯოისს შეეძინათ მათი პირველი ვაჟი ჯორჯიო. ჯოისმა მიმართა თავის ძმას სტანისლავს რომ შეერთებოდა მას ტრიესტში და სათადარიგოდ უპოვა მას ადგილი ინგლისური ენის მასწავლებლად ადგილობრივ სკოლაში. ფაქტობრივად მან შესთავაზა თავის ძმას მეტად საინტერესო სამსახური ვიდრე კლერკად მუშაობა დუბლინში, მაგრამ სინამდვილეში იგი ცდილობდა გაეზარდა მისი ოჯახის შცირე შემოსავალი მისი ძმის ახალი სამსახურით.[39] სტანისლავს და ჯეიმზს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა მთელი იმ დროის განმავლობაში რაც ისინი ცხოვრობდნენ ტრიესტში, მიუხედავად იმისა რომ ჯოისი კვლავ განუწყვეტლივ სვამდა და ხშირად არაორდინალურად იქცეოდა.[40]

1906 წელს, მას შემდეგ რაც ჯოისმა დააგროვა საკმაო კაპიტალი ტრიესტრში მოღვაწეობის შედეგად, ქრონიკული ახლის ძიებით შეპყრობილი ჯოისი გაემგზავრა რომში, ვინაიდან მისთვის მოსაწყენი გახდა ტრიესტრში ცხოვრება. იმავე წელს ზაფხულში ჯოისს და ნორას შეეძინათ ქალიშვილი ლუცია ჯოისი.

ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1909 წლის ზაფხულში, თავის შვილ გიორგიოსთან ერთად რათა მოენახულებინა მამამისი და ასევე გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა დუბლინელების გამოსაქვეყნებლად. მან აგრეთვე მოინახულა ნორას ოჯახი გალვეიში, შეხვდა რა მათ პირველად, თავისი აღმავლობის პერიოდში. ჯოისმა გადაწვყიტა თან წაეყვანა თავისი ერთ ერთი და ევა, რათა დახმარებოდა ნორას საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ჯოისმა მხოლოდ ერთი თვე გაატარა ტრიესტში, ვიდრე კვლავ უკან დაბრუნდებოდა დუბლინში, მაგრამ ამჟამად ახალი შემართებით, რომ დაეარსებინა ადგილობრივი კინომატოგრაფია დუბლინში. წამოწყება მეტად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ რაც ჯოისმა მიატოვა დუბლინი, საქმე წარუმატებლად დასრულდა. ჯოისმა თან წაიყვანა თავისი მეორე და აილინი. მას შემდეგ რაც ევამ მიატოვა ტრიესტი 1910 წელს აილინი დარჩა კონტინენტზე და დაქორწინდა კიდეც ჩეხ ბანკირზე, ფრანტიჩეკ შურეკზე.

ჯოისი დაბრუნდა დუბლინში 1912 წლის ზაფხულში, ჯორჯ რობერთან ერთწლიანი დავის შემდეგ, თავისი ნოველის დუბლინელების დაბეჭდვის გამო. მისი მოგზაურობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. ტრიესტში დაბრუნების შემდეგ ჯოისმა დაწერა პოემა Gas from a Burner რობერტთან პროტესტის მიმართებაში. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა ირლანდიაში, მას შემდეგ იგი არ გაკარებია ახლოს დუბლინს, მიუხედავად ჯონ ჯოისის და ახალგაზრდა ირლანდიელი მწერლის ვილიამ ბათლერ იეთსის გამუდმებული ხვეწნისა.

ჯოისმა დააბანდა ბლომად ფული რათა გამხდარიყო კინემატოგრაფიის ბიზნეს მაგნატი დუბლინში. მისი შემოსავალი ფაქტობრივად იყო ბერლიტსის სკოლიდან და აგრეთვე კერძო გაკვეთილების საზღაური. სწორედ ამ კერძო გაკვეთილების გამოისობით გაჩენილი ნაცნობობების წრე მომავალში მას მეტად დაეხმარა ავტრია-უნგერთის კონფლიქტის დროს და აგრეთვე 1915 წელს შვეიცარიაში.

მისი ერთ ერთი სტუდენტი ტრიესტში იყო ეტორე შმიცი, ცნობილი როგორც ფსევდონიმით იტალო სვევო, რომელიც შემდგომში გახდა ჯოისის ახლო მეგობარი. შმიცი იყო ებრაული ძირის მქონე კათოლიკე, ლეოპოლდ ბლუმის შესანიშნავი მაგალითი. ფაქტობრივად მასალა იუდაიზმის შესახებ რომელიც ჯოისმა მიაწოდა მკითხველს ულისეში არის შმიცის საპასუხო კორესპონდენცია ჯოისისადმი.[41] ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა კონტინენტზე, ირლანდიისგან მოშორებით. სწორედ ტრიესტში გაუჩნდა ჯოისს თვალების პრობლემა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ოპერაცია.

1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯოისი როგორც წარმომავლობით ბრიტანელი, გაერიდა ავსტრია-უნგრეთს და საცხოვრებლად გადავიდა შვეიცარიაში, სადაც იგი შეხვდა თავის მეგობარს ფრანკ ბურგენს, რომლის აზრიც ფაქტობრივად ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯოისისათვის შემდგომში ულისეს და ფინეგანის სამძიმარის. აქვე გაიცნო მან ეზრა პონდი,რომელმაც თავისი მხრივ წარუდგინა ჯოისი ჰარიეტ შოუ ვეივერს, გამომცემელს, რომელიც ფაქტობრივად შემდგომი 25 წლის განმავლობაში გახდა ჯოისის მრჩეველი და პატრონი. ომის შემდგომ ჯოისი დაბრუნდა ტრიესტში. ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრიესტი. 1920 წელს, ეზრა პონდის მიწვევით და რჩევით, ჯოისი გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა შემდგომი 20 წელიწადი.

1920–1941: პარიზი და ციურიხი

რედაქტირება

ამ დროის განმავლობაში, ჯოისი ხშირად მოგზაურობდა შვეიცარიაში, თვალის ოპერაციების გამო და ასევე ლუჩიას გამო, რომელიც როგორც ჯოისი ამტკიცებს დაავადებული იყო შიზოფრენიით. როგორც ცარლ იანგი ამტკიცებს, ლუჩია ფაქტობრივად დაავადდა შიზოფრენიით მას შემდეგ რაც წაიკითხა ულისე.[42] იანგი აღნიშნავდა რომ ლუჩია და ჯეიმზი ორივენი არიან ფსიქოლოგიურად დაავადებული ადამიანნი, ორივენი მიექანებოდნენ რა მდინარის ფსკერისკენ, განსხვავება მხოლოდ იყო ის რომ ჯოისი წყალში გადახტომით იძირებოდა, და ლუჩია კი საბედისწერო შემთხვევითი ჩავარდნით.[43][44] 1982 წელს, მას შემდეგ რაც სტივენ ჯოისი გახდა ჯეიმზ ჯოისის ერთადერთი მემკვიდრე, მან დაწვა ათასობით წერილი, რომელიც ფაქტობრივად აღწერდა ჯეიმზის და ლუჩიას ურთიერთობას.[45] სტივენ ჯოისმა შემდგომში ნიუ იორკ ტაიმსის გამომცემელს მოახსენა რომ წერილები რომელიც მან დაწვა იყო მხოლოდ პერსონალური წერილები და დაწერილი იყო ნონო და ნონას (ე.წ. ჯოისის და ნორა ბარნაკლის) გარდაცვალების შემდგომ, და ფაქტობრივად არ ეხებოდა არანაირად მათ. ასევე მან დაწვა სამუელ ბეკეთის მიერ დაწერილი წერილი ლუჩიასათვის, რომელიც ფაქტობრივად თავად სამუელის წერილობითი მოთხოვნის თანახმად გაანადგურა.“[46]

პარიზში ცხოვრების დროს ჯოისს პატრნობოდნენ მარია და ევგენი ჯოლები, ვიდრე იგი დაასრულებდა მუშაობას „ფინეგანის სამძიმარზე“. რომ არა მათ მიერ გაწეული დიდი თანადგომა, ჯოისი ალბათ ვერც შეძლებდა ამ დიდებული წიგნის დასრულებას. ჟურნალი ტრანზიშენი (ინგლ. „transition“) სერიულად აქვეყნებდა მოკლე ნაწყვეტებს ამ ნაწარმოებიდან სათაურით: „ნაწარმოები მუშაობის პროცესშია“.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ჯეიმზ ჯოისის სასაფლაო

ჯოისი ციურიხში 1941 წელს დაბრუნდა. 1941 წლის 11 იანვარს თვალის მორიგი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდგომ იგი კომაში ჩავარდა და მხოლოდ 1941 წლის 13 იანვრის ღამის ორ საათზე, ორი დღის შემდგომ, მოვიდა გონს. მისი პირველი მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ დაკავშირებოდნენ მისი ოჯახის წევრებს, ვიდრე კვლავ დაკარგავდა გონებას. ოჯახმა ჯოისს ვერ მოუსწრო, ვინაიდან ის კომადან გამოსვლიდან 15 წუთში გარდაიცვალა.

ჯეიმზ ჯოისი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში, პერიტონიტული გლაუკომით. იგი დაკრძალეს ციურხში ფლუნტერნის სასაფლაოზე, ციურიხის ზოოპარკთან. როგორც ცნობილია, ნორა ჯოისმა ირლანდიის მთავრობას მიმართა თხოვნით, მისი მეუღლის ცხედარის გადასასვენებლად ირლანდიაში, თუმცა მისი მოთხოვნა უგულვებელყოფილ იქნა. ნორა გარდაიცვალა 1951 წელს და დაკრძალულია ჯოისის გვერდით. აგრეთვე ჯეიმზის გვერდით დაკრძალულია მისი შვილი ჯორჯიო, რომელიც გარდაიცვალა 1976 წელს. ჯეიმზ ჯოისის დაკრძალვაზე შვეიცარიელმა ტენორმა მაქს მეილსმა შეასრულა სიმღერა Addio terra, addio cielo კლაუდიო მონტევერდის ოპერიდან ორფეოსი.

შემოქმედება

რედაქტირება

დუბლინელები

რედაქტირება

ჯოისის ნაწარმოებებში მნიშვნელოვნად იგრძნობა მისი ირლანდიური წარმომავლობა. მისი ერთ-ერთი ადრეული მოთხრობების კრებულში, დუბლინელები აღწერილია დუბლინელი საზოგადოების დეგრადაცია და პარალიზება. 1987 დირექტორმა ჯონ ჰასტონმა (ფილმი იყო ჰასტონის ბოლო სერიოზული ნამუშევარი) გადაიღო კინო განსვენებულნი რომელიც იყო სწორედ დუბლინელების ბოლო მოთხრობის კინო-ინტერპრეტაცია.

ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას

რედაქტირება

„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ არის „გმირი სტივენის“ ნოველის ხელახლად შექმნილი მოთხრობა. ორიგინალი ნოველისა „გმირი სტივენი“ ჯოისმა გაანადგურა ნორასთან კამათის შემდგომ, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა რომ მას არ გამოექვეყნებინა ეს ნოველა. ქიუნსთლერრომანი (გერმ. Künstlerroman), მოთხრობა რომელიც ემყარება ხელოვანის პიროვნული თვითშემეცნების განვითარებას, ფაქტობრივად გამოხატავს თავად ჯოისის სახეს მისი მთავარი მოქმედი პერსონაჟის სტივენ დედალუსის სახით.[47]

პიესა „დევნილნი“ და პოეზია

რედაქტირება

მიუხედავად ჯოისის დიდი თაყვანისცემისა თეატრის მიმართ, მან მხოლოდ ერთადერთი პიესა დაწერა სახელწოდებით დევნილნი (ინგლ. Exiles) რომელიც მან შექმნა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 1918 წელს. პიესა ფაქტობრივად მოიცავს ცოლ-ქმრული ურთიერთობის სხვადასხვა სცენებს, სადაც მკაფიოდ იგრძნობა რომ იგი შეიქმნა მოთხრობის გარდაცვლილნის (ბოლო მოთხრობა დუბლინელებიდან) დასრულების შემდეგ და წინ უსწრებდა ნოველას ულისე. ულისეს შექმნა ჯოისმა სწორედ რომ პიესაზე მუშაობის დროს დაიწყო.

ჯოისმა 1904 წელს გამოაქვეყნა პირველი სატირული ხასიათის პოეზიის კრებული, სადაც თავს იწონებდა როგორც კელტური აღორძინების ხანის ლიდერი. მისი კრებული „კამერული მუსიკა“ შეიცავდა 36 მოკლე ლირიკულ ლექსს. ამ პუბლიკაციამ იგი ფაქტობრივად ჩართო „იმიჯისტების ანთოლოგიაში“, (ინგლ. Imagist Anthology) რომელსაც აქვეყნებდა ეზრა პაუნდი, ჯოისის ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი. სხვა პოეზია, რომელიც ჯოისმა გამოაქვეყნა მომავალში არის: Gas From A Burner (1912 წ.), Pomes Penyeach (1927 წ) and „Ecce Puer” (1932 წ, მიუძღვნა თავისი შვილიშვილის დაბადებას და მისი მამის გარდაცვალებას). იგი გამოქვეყნდა 1936 წელს კრებულში: ნარკვევი პოემები

1906 წელს ჯოისმა დაიწყო მუშაობა ნოველაზე ულისე. თუმცა დასაწყისში მას არ ჰქონდა დაგეგმილი თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ნოველაში, მაგრამ გამოკვეთილი ჰყავდა პერსონაჟი ლეოპოლდ ბლუმი და ასევე მისდევდა 1914 წლის ქრონოლოგიურ მოვლენებს. ნაწარმოებზე მუშაობა დაასრულა 1921 წელს. კიდევ სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ჯოისს საბოლოოდ დაესრულებინა მისი შესწორება, ეს ფაქტობრივად დაემთხვა მისი 40 წლის იუბილეს, 1922 წლის 2 თებერვალს.

ნაწარმოები ულისე, რომლის 600 გვერდი დათმობილი აქვს დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის ისტორიას (16 ივნისი, 1904), იმდენად ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ თავად ავტორის მტკიცებით, წიგნზე დაყრდნობით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული დუბლინის აღდგენა მისი დანგრევის შემთხვევაში. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმსდეი (Bloomsday).

ეზრა პაუნდის დამსახურებით, ნოველის მოკლე ნაწყვეტების სერიული პუბლიკაცია, სახელწოდებით „მცირე მიმოხილვა“ ჯერ კიდევ 1918 წელს დაიწყო.

ფინეგანის სამძიმარი

რედაქტირება

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ჯეიმზ ჯოისის სტატუა დუბლინში.

ნამუშევრები

რედაქტირება
 
Dubliners, 1914
  • „გმირი სტივენი“ (Stephen Hero; 1904-1906, გამოქვეყნდა 1944 წელს)
  • „კამერული მუსიკა“ (Chamber Music; ლექსები, 1907)
  • „ჯაკომო ჯოისი“ (Giacomo Joyce; ნოველები, 1907, გამოქვეყნდა 1968 წელს)
  • „დუბლინელები“ (Dubliners; ნოველები, 1914)
  • „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ (A Portrait of the Artist as a Young Man; რომანი, 1916)
  • „გაძევებულნი“ (Exiles; პოემა, 1918)
  • „ულისე“ (Ulysses; რომანი, 1922)
  • Pomes Penyeach (ლექსები, 1927)
  • „რჩეული ლექსები“ (Collected Poems; ლექსები, 1936)
  • „ფინეგანის სამძიმარი“ (Finnegans Wake; რომანი, 1939)
  • „ჯეიმზ ჯოისის წერილები“ (Letters of James Joyce ; წერილები, 1921-1940, გამოქვეყნდა 1957-1975 წლებში)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

საერთო მიმოხილვა

დუბლინელები

ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას

ულისე

Finnegans Wake (web)

პოემები and Exiles

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  2. 2.0 2.1 Atherton J. S. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  12. NNDB — 2002.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  14. WikiTree — 2005. — ed. size: 23699588
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 16.2 Джойс Джеймс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  18. Babelio — 2007.
  19. Flann O'Brien, James Joyce, and The Dalkey Archive // New Hibernia ReviewUniversity of St. Thomas, Philosophy Documentation Center. — ISSN 1092-3977; 1534-5815
  20. http://muse.jhu.edu/books/9780472025930?auth=0
  21. Find a Grave — 1996.
  22. http://www.nytimes.com/2010/06/11/books/11bloom.html
  23. Dubliners (unspecified title)
  24. http://collection.britishmuseum.org/id/person-institution/84452
  25. http://www.nytimes.com/2011/05/01/travel/01trieste-italy.html?_r=1&pagewanted=all
  26. https://www.nytimes.com/books/00/01/09/specials/joyce.html
  27. Dictionary of Irish BiographyRIA.
  28. 28.0 28.1 Goodreads — 2006.
  29. როდესაც მას კითხეს, თუ რატომ ეშინოდა ჭექა-ქუხილის და რატომ არ ეშინოდათ მის შვილებს, ჯოისმა უპასუხა: „ეჰ, მათ არ აქვთ რწმენა“ (ელმანი, p. 514).
  30. ელმანი, გვ. 132.
  31. ელმანი, გვ. 30, 55.
  32. თავდაპირველად დაუსვეს ღვიძლის ცეროზის, ხოლო შემდგომში — სიმსივნის დიაგნოზი(ელმანი, p. 128 და 129).
  33. ელმანი, გვ. 129, 136.
  34. ფეის ქეოლის ასოციაციის ისტორია. დაარქივებული 2007-11-18 საიტზე Wayback Machine. გამოცემული 2007 წლის 20 დეკემბერ.
  35. ელმანი, გვ. 162.
  36. ელმანი, გვ. 230.
  37. ელმანი, გვ. 175.
  38. ელმანი, გვ. 208.
  39. According to Ellmann, Stanislaus allowed James to collect his pay, „to simplify matters“ (p. 213).
  40. The worst of the conflicts were in July, 1910 (ელმანი, გვ. 311 და 313).
  41. ელმანი, გვ. 272.
  42. Shloss, p.278
  43. Pepper, Tara
  44. Shloss p.297
  45. Stanley, Alessandra. „sec=health&res=9D0CE2DE1730F936A25754C0A967958260 Poet Told All; Therapist Provides the Record,“ The New York Times, July 15, 1991. Retrieved 9 July 2007.
  46. Joyce, Stephen. The Private Lives of Writers. The New York Times.
  47. MacBride, P. 14.