კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიოგრაფიების პორტალში
ბიოგრაფია (ბერძნ. bios – სიცოცხლე, grapho - ვწერ), ადამიანის ცხოვრების აღწერა, ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ არის. იგი კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს, რომელიც მისი გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა. (სრულად...)
რენუარი დაიბადა ლიმოჟში 1841 წლის 25 თებერვალს, მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში. ოგიუსტი შვიდი შვილიდან მეექვსე იყო.
1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლებასთან ერთად, ეტვირთა სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო, რომლის ნიჭი ადრე აღმოაჩნდა. (სრულად...)
პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.
1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" თავიანთ ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. (სრულად...)
...ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიუსი მიიჩნევდა რომ ისტორიკოსმა კარგად უნდა იცოდეს გეოგრაფია, სამხედრო საქმე და პოლიტიკა, რათა მისი ნაშრომები მომავალი თაობის პოლიტიკური მოღვაწეებისთვის სახელმძღვანელოდ იქცეს...
...კუროსავა ტოსირო მიფუნეს ლომს ადარებდა მისი ტემპერამენტის გამო...
...მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, აკირა კუროსავა სამშობლოში ისეთივე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა...
...სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით იყო დაპატიმრებული...
...პუბლიუს დეციუს მუსმა გალეთან ბრძოლაში რომაელთა უკან დახევის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო ბრძოლა გადაერჩინა ისევე, როგორც ეს მისმა წინაპარმა გააკეთა 50 წლით ადრე - მან საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად...
...თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-ნოველისტი ორჰან პამუკითურქეთის პირველი მოქალაქეა ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა...
...კვინტუს ფაბიუსი ორჯერ აირჩიეს კონდულად მისი ნების წინააღმდეგ...
...მარკუს ვალერიუს კორვუსს თავისი მეტსახელი კორვუსი, რაც ლათინურადყორანს ნიშნავს, ბრძოლის შედეგად ერგო, მას მუზარადზე ყორანი დააჯდა და მის მოწინააღმდეგეს ეძგერა...