ენგელბერტ დოლფუსი

ენგელბერტ დოლფუსი (გერმ. Engelbert Dollfuß; დ. 4 ოქტომბერი, 1892 — გ. 25 ივლისი, 1934) — ავსტრიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქრისტიან-სოციალური პარტიის ლიდერი. ავსტრიის კანცლერი 1932-1934 წლებში. მოკლულია პუტჩისტების მიერ.[1][2]

ენგელბერტ დოლფუსი
ენგელბერტ დოლფუსი
ავსტრიის ფედერალური კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 1932 – 25 ივლისი, 1934
პრეზიდენტი  ვილჰელმ მიკლასი
წინამორბედიკარლ ბურეხი
მემკვიდრეკურტ შუშნიგი

დაბადებული4 ოქტომბერი, 1892
ტექსინგი,ავსტრო-უნგრეთი
გარდაცვლილი25 ივლისი, 1934 (41 წლის)
ვენა,ავსტრია
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-სოციალიური პარტია შემდგომ სამამულო ფრონტი
რელიგიაკათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ენგელბერტ დოლფუსი დაიბადა 1892 წელს ქალაქ ტექსინგში ქვემო ავსტრიაში ღრმად რელიგიური დედის იოსეფა დოლფუსის ოჯახში (მისი მამის ვინაობა დღემდე უცნობია), დოლფუსს მიღებული ჰქონდა რომაულ კათოლიკური სასულიერო განათლება სასულიერო სემინარიაში მანამდე კი მან დაამათავრა ვენის უნივერსიტეტი.

დოლფუსს ყოველთვის პრობლემები ჰქონდა სიმაღლესთან დაკავშირებით (150 სმ), პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას პრობლემები შეექმნა ავსტრო-უნგრეთის არმიაში ჩარიცხვის დროს, თუმცა საბოლოოდ ის მაინც მიიღეს არმიაში და გაგზავნეს სამხრეთ ფრონტზე.

1918 წელს ის ტყვედ ჩაიგდეს იტალიელებმა, თუმცა მანამდე მან მრავალი გმირობით გამოიჩინა თავი, რისთვისაც სხვადასხვა ხარისხის ჯილდოებიც დაიმსახურა. ომის შემდგომ ის მუშაობდა აგროკულტურის სამინისტროში ფერმერთა ასოციაციის მდივნად. 1930 წელს ის შევიდა კონსერვატიულ-ქრისტიანულ- სოციალურ პარტიაში, 1931 წელს კი გახდა ავსტრიის რკინიგზათა გენერალური დირექტორი

ავსტრიის კანცლერი

რედაქტირება

1932 წლის 20 მაისს დოლფუსი გახდა კოალიციური მთავრობის ფედერალური კანცლერი და მიზნად დაისახა დიდი დეპრესიისაგან ავსტრიის დახსნა.

პოსტ ვერსალის ავსტრიის ეკონომიკა იყო დემორალიზებული. ავსტრო-უნგრეთის ინდუსტრიის დიდი ნაწილი დარჩა იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიებზე ვერსალის ზავის შედეგად.

დოლფუსი როგორც ავსტრიის დიქტატორი

რედაქტირება

1933 წლის მარტში ავსტრიაში გავარდა სკანდალი საარჩევნო კანონის უსამართლობასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტის და ქვეყნის ორი ვიცე პრეზიდენტის გადადგომა. პარლამენტის სესიები გადაიქცნენ უბრალო ფორმალურობებად, რაზეც შიგადაშიგ დოლფუსი თავის განცხადებებში აღნიშნავდა. დოლფუსმა დააკმაყოფილა სამივე პრეზიდენტის თხოვნა გადადგომის შესახებ, როდესაც სხვადასხვა ფორმალობების შემდეგ პარლამენტმა დააპირა შეკრება, მან გააკეთა ოფიციალური განცხადება პარლამენტის უუნარობის შესახებ და პოლიციის ძალით გადაკეტა პარლამენტის შესასვლელი, რითაც ეფექტურად მოსპო დემოკრატია ავსტრიაში. ამ მომენტიდან ის მართავდა ქვეყანას როგორც დიქტატორი სპეციალური დეკრეტით აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ.

მისი ასეთი ქმედების პირველი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ადოლფ ჰიტლერის კანცლერად გახდომა და ნაცისტების გამარჯვება გერმანიაში 1933 წელს, რაც შესაძლებელი იყო განმეორებულიყო ავსტრიაში. მეორე მიზეზი შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება ევროპაში. დოლფუსმა 1933 წლის ივნისში კანონ გარეშედ გამოაცხადა ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ოდნავ მოგვიანებით კი ავსტრიის კომუნისტური პარტია. ქრისტიან-სოციალური იდეოლოგიის დროშის ქვეშ მან გადმოიღო ქვეყნის იტალიურ ფაშისტური მოდელი.

ავსტრო ფაშიზმი

რედაქტირება

ავსტრო ფაშიზმის მოდელირება მოდის იტალიური ფაშიზმისგან. დოლფუსი იყურებოდა იტალიისკენ მხარდაჭერის მისაღებად, ნაცისტური გერმანიისგან თავის დასაცავად.

1933 წლის აგვისტოს ენგელბერტ დოლფუსმა და ბენიტო მუსოლინიმ მოაწერეს ხელი ავსტრიის დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემას იტალიისგან. მუსოლინი დაინტერესებული იყო ავსტრიის ბუფერულ ზონად გადაქცევით ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

დოლფუსს ყოველთვის აღიზიანებდა მისი შედარებები ჰიტლერთან და სტალინთან და დარწმუნებული იყო, რომ ავსტრო-ფაშიზმს მისი მმართველობის ქვეშ და იტალო-ფაშიზმს მუსოლინის მმართველობის ქვეშ ერთად შეეძლოთ დაპირისპირებოდნენ ნაციონალ-სოციალიზმს და კომუნიზმს ევროპაში. 1933 წლის სექტემბერში დოლფუსმა შთანთქა ქრისტიან-სოციალური პარტია და დააარსა სამამულო ფრონტი, რომლის ბირთვსაც წარმოადგენდა ნაციონალისტური პარამილიტარული „Heimwehr“ და ნაციონალისტურ კონსერვატიული ჯგუფებისგან.

ავსტრიის სამოქალაქო ომი და ახალი კონსტიტუცია

რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა 1929–1933 წლებში ავსტრიამდეც მიაღწია. დეფლაციურმა ღონისძიებებმა, რომელსაც ატარებდა ლუდვიგ ფონ მიზესი იყო, არაპოპულარული განსაკუთრებით მემარცხენეებში. ზოგიერთ ქალაქში მოხდა მოსახლეობის რადიკალიზაცია. 1934 წლის 12 თებერვალს ანარქისტებმა და სოციალისტებმა მოაწყვეს შეიარაღებული ბუნტი დინცში. ამავე დღეს ბუნტი მოედო ვენას და სხვა დიდი ქალაქებს (არსებობს ვერსია, რომ მთავრობასა და ოპოზიციის დაპირისპირება იყო გერმანელი ნაცისტი აგენტების ინსპირირებული).

1934 წლის 12 თებერვალს ავსტრიის შეიარაღებულმა ძალებმა და ჰეიმვერმა[3] გამოიყენა არტილერია ვენის მუშათა კვარტალების წინააღმდეგ, რამაც გატეხა ამბოხებულთა წინააღმდეგობა. საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომში დაიღუპა 1000 ზე მეტი ადამიანი. 1934 წლის მაისში მემარცხენეების დამარცხების შემდეგომ მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნებოდა კათოლიკურ-სოციალურ პრინციპებს. ახალმა კონსტიტუციამ საბოლოოდ და სრულიად განდევნა ყველანაირი დემოკრატიული ფასეულობები ავსტრიაში.

მკვლელობა

რედაქტირება

ენგელბერტ დოლფუსი მოკლულ იქნა 1934 წლის 25 ივლისს 5 ავსტრიელი ნაცისტის მიერ (პოლ ჰადლი, ფენც ჰოლზვებერი, იდო პლანეტა და სხვა), რომლებმაც შეაღწიეს კანცელარიის შენობაში და ესროლეს მას, რითაც უნდა დაწყებულიყო ივლისის პუტჩი.[4] გეგმა ჩაიშალა ჰეიმვერის შეუპოვრობით, რომელმაც ლოკალური ბრძოლების შემდეგ გაანადგურა ნაცისტური ფორმირებები და იტალიის ინტერვენციის მუქარით, მუსოლინის ბრძანებით იტალიის არმიამ ავსტრიის საზღვრებისკენ დაიძრა იტალიური არმია, დუჩემ ჰიტლერი დაადანაშაულა იტალისთან ომის წარმოებაში ავსტრიის წინააღმდეგ გატარებული ფარული ოპერაციების გამო, რადგან იტალიას ავსტრიისთვის მიცემული ჰქონდა სუვერენიტეტის დაცვის გარანტია. საბოლოო ჯამში ავსტრიაში დააპატიმრეს ყველა ავსტრიელი ნაცისტი, რამაც დროებით გადადო ავსტრიის ანშლუსი.

ენგელბერტ დოლფუსი დაკრძალულია ვენის ჰიდზინგის სასაფლაოზე.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bauman, Vladimír & Hladký, Miroslav První zemřel kancléř, Praha, 1968
  • Brožek, Otakar & Horský, Jiří, Na dně byla smrt, Praha, 1968
  • Bußhoff, Heinrich, Das Dollfuß-Regime in Österreich (Berlin: Duncker & Humblot, 1968)
  • Carsten, F. L., The First Austrian Republic 1918-1938 (Cambridge U.P., 1986)
  • Dollfuß, Engelbert, Dollfuß schafft Arbeit [Pamphlet] (Heimatdienst, 1933)
  • Dreidemy, Lucile: Der Dollfuß-Mythos. Eine Biographie des Posthumen. Böhlau, Wien 2014, ISBN 978-3-205-79597-1.
  • Ender, D, Die neue österreichische Verfassung mit dem Text des Konkordates (Wien/Leipzig: Österreichischer Bundesverlag, 1935)
  • Gregory, J. D., Dollfuss and his Times (Tiptree: Hutchinson & Co. Anchor, 1935)
  • Höhne, Heinz, Zollin; Barry, Richard (2001), The Order of the Death's Head: the Story of Hitler's SS, Penguin Books ISBN 0-14-139012-3
  • Luksan, Martin, Schlösser, Hermann, Szanya, anton (Hrsg.): Heilige Scheine – Marco d’Aviano, Engelbert Dollfuß und der österreichische Katholizismus. Promedia, Wien 2007, ISBN 978-3-85371-275-7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Энгельберт Дольфус (Dollfuss), 1892—1934 гг.
  2. Энциклопедия третьего рейха Составитель Сергей Воропаев, Редактор Альберт Егазаров, Москва «Локид-Миф», 1996, ISBN 5-87214-023-3 ISBN 5-320-00069-3 Статья «Дольфус, Энгельберт დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine.
  3. გერმ. Heimwehr — «Союз защиты Родины» — военизированная организация, существовавшая в Австрии в 1919—1938 годах. Лидер хеймвера вице-канцлер Австрии фон Штаркенберг, соратник Дольфуса
  4. „AUSTRIA: Death for Freedom“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 2021-08-15.
  5. Vienna Tourist Guide: Dollfuss Hietzinger Friedhof. Hedwig Abraham.