თარგი:რჩეული ბიოგრაფია
პიერ ოგიუსტ რენუარი (ფრანგ. Pierre-Auguste Renoir, დ. 25 თებერვალი, 1841, ლიმოჟი, საფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი, 1919, კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.
რენუარი დაიბადა ლიმოჟში 1841 წლის 25 თებერვალს, მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში. ოგიუსტი შვიდი შვილიდან მეექვსე იყო. 1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლებასთან ერთად, ეტვირთა სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო, რომლის ნიჭი ადრე აღმოაჩნდა. (სრულად...)