ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები
საინტერესო ფაქტები ამ გვერდზე თავმოყრილია საინტერესო ფაქტები ამოკრებილი ვიკიპედიის მასალიდან. ქართულ ვიკიპედიაში ეს რუბრიკა 2006 წლის ივნისში დაიწყო და ამჟამად აქ უკვე დიდი რაოდენობით ინფორმაციაა სხვადასხვა თემაზე. თუ გსურთ სპეციფიური ფაქტის დამატება, გთხოვთ ჩასვათ იგი გვერდზე შემდეგი გამოცემის მომზადება. ეს ინფორმაცია გადამოწმებადი უნდა იყოს და მასში შესაბამისი ბმულები უნდა მიუთითოთ. პერიოდულად ეს ფაქტები განთავსებულია მთავარ გვერდზე რუბრიკაში „იცით თუ არა, რომ?“. |
საინტერესო ფაქტების არქივი ამ გვერდზე მოცემულია მიმდინარე წლის ქრონოლოგიური არქივი იმ ფაქტებისა, რომლებიც მთავარ გვერდზე მოხვდა რუბრიკაში „იცით თუ არა, რომ?“. გასული წლების არქივი: იხილეთ აგრეთვე |
მიმდინარე არქივი
2021 წლის 7 აპრილი — 2023 წლის 21 თებერვალი
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ანრი დიუნანმა მას შემდეგ დააარსა, რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
2019 წლის 23 მაისი — 2021 წლის 7 აპრილი
- მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
- თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
- ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
- იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
- 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
- აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
- სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
- იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
2018 წლის 17 აგვისტო — 2019 წლის 23 მაისი
- ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
- იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
- ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
2016 4 აპრილი — 2018 წლის 17 აგვისტო
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
2016: 26 იანვარი — 4 აპრილი
- კელნის საკათედრო ტაძრის (სურათზე) მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა.
- ერთ-ერთი ვერსიით, პაკისტანის სახელწოდება მიღებულია ქვეყნის შემადგენელი რეგიონების სახელთა (პენჯაბი, ავღანეთი (დღევანდელი ხაიბერ-პახტუნხვა), ქაშმირი, სინდი და ბელუჯისტანი) შეერთებით. სხვა ვერსიით კი, იგი სპარსულად და ურდუზე „სიწმინდის ქვეყანას“ ნიშნავს.
- მელეტი IV მსოფლიოს მართლმადიდებელთა ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც მეთაურობდა სამ სხვადასხვა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და საბერძნეთის) ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას.
- ცნობილი სიმღერის, Ebony and Ivory-ს, ჩაწერის დროს პოლ მაკარტნისა და სტივი უანდერის ერთად არ უმღერიათ.
- ქართული საბჭოთა ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომელზეც რეცენზია დაიწერა New York Times-ში.
- გერმანელი ლოთარ მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა.
- 2014 წლის მონაცემებით, თბილისში საქართველოს მოსახლეობის 30 % ცხოვრობს.
2015: 29 აგვისტო — 2016: 26 იანვარი
- „ვეფხისტყაოსნის“ სრული ეკრანიზაცია, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გადაღებულა.
- ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის რომან „კვაჭი კვაჭანტირაძის“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არსებული პიროვნება ვასილ დუმბაძე იყო.
- ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.
- სტალინს სურდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯონ უეინის (სურათზე), რომელიც თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო, მკვლელობა და ამისთვის ლოს-ანჯელესში დაქირავებული მკვლელებიც კი გაგზავნა, მაგრამ სტალინის სიკვდილის გამო ეს მცდელობა ჩაიშალა.
- ტრანსჰუმანიზმი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
- რიო-დე-ჟანეიროს ყოველი მეხუთე მცხოვრები უღარიბეს უბნებში, ფაველებში ცხოვრობს.
- გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა ეშიკაღასბაშის, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის, უფროსის თანამდებობა.