ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2010
- ...ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (სურათზე) დაკრძალულია ქ. ცაგერში...
- ...აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია 1978 წელსაა მიღებული და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაზე (1995) ძველია...
- ...თევზის სახეობას – Macropinna microstoma-ს – გამჭვირვალე თავი აქვს...
- ... საქართველოში ოცდაოთხი ახალსოფელია...
- ... ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის სრული სახელწოდებაა: კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ...
- ...გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდებაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სასჯელის სახედ, გაძევებასთან ერთად, მიღებული იყო გაპარსვაც...
- ...შუშანიკს მამის სახელი — ვარდანი ერქვა. შუშანიკი კი მისი მოფერებითი სახელი იყო...
- ...ბრაზილიის პრეზიდენტი იტამარ ფრანკუ (სურათზე) დაიბადა სალვადორიდან რიო-დე-ჟანეიროში მიმავალ გემზე. სახელი იტამარ მიიღეს ორი სიტყვის შეერთებით, იტა გემის სახელწოდება, რომელზეც დაიბადა და მარ ( Mar; პორტ. „ზღვა“)...
- ...პარეხის მონასტრის მთავარ ეკლესიას ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის უჩვეულო ელემენტი — აივანი ჰქონდა; აივნის კარი დღემდეა შემორჩენილი...
- ...აფხაზეთის ომი ზუსტად 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა (14 აგვისტო, 1992 - 27 სექტემბერი, 1993)...
- ... ინდურ სოფელ ჩერაპუნჯიში მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტელი წვიმის შედეგად ნალექის რაოდენობამ 22 987 მმ-ს მიაღწია...
- ...იოანე-ზოსიმე, რომელმაც ქართულ ენას სადიდებელი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ მიუძღვნა, არ იყო ქართული ენის საფუძვლიანი მცოდნე. იგი ხშირად იყენებდა ვულგარიზმებს და ამახინჯებდა სიტყვებს....
- ...რესპუბლიკის პერიოდში რომში უმაღლესი თანმდებობის პირებს, მაგისტრატებს გასამრჯელო არ ეძლეოდათ...
- ...გალაპაგოსის კუნძულები (სურათზე) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ძეგლია...
- ...იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის უჩვეულო, ოთხკუთხა გუმბათი აქვს....
- ...იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო მსოფლიოს ერთადერთი მმართველი მონარქია იმპერატორის ტიტულით...
- ... თამარ მეფის და რუსუდანი, თავის დროზე იყო ბიზანტიის დედოფალი და ტრაპიზონის იმპერატრიცა...
- ... მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2° გრადუსი...
- ...სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სამი დედაქალაქი აქვს: კეიპტაუნი, პრეტორია და ბლუმფონტეინი...
- ...დიმიტრი მენდელეევის მიერ შექმნილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა (სურათზე) ერთადერთი უნივერსალური კლასიფიკაციის სისტემაა მსოფლიოში...
- ...ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი ბაქოსთან, აზერბაიჯანი, რომელიც 1934 წელს საბჭოთა ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში დაანგრიეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იმავე ადგილას გაიხსნა 1997 წელს...
- ...ნებისმიერი ერთზე მეტი ნატურალური რიცხვი შეიძლება დაიშალოს მარტივი რიცხვების უნიკალურ ნამრავლად, რასაც არითმეტიკის ფუნდამენტური თეორემა ეწოდება...
- ...„Mad Men“ პირველი სატელევიზიო ტელესერიალია, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო "შესანიშნავი დრამატული სერიალისთვის" (2008 და 2009 წლებში)...
- ...სიტყვა „რესპუბლიკა“ (ლათ. Res Publika - „ხალხის საქმე“), მიუხედავად ანტიკური წარმოშობისა, არამონარქისტული სახელმწიფოების აღმნიშვნელად მხოლოდ რენესანსის ხანაში დამკვიდრდა...
- ...კაპილი, ქალაქი თანამედროვე ბელარუსში, ორტელიუსის 1574 წლის ატლასში იყო აღნიშნული...
- ... ფონტჰილის ლარნაკი (სურათზე) ჩინური ფაიფურის ყველაზე ადრეული დოკუმენტურად აღწერილი ნიმუშია, რომელმაც ევროპაში მოაღწია XIV ს. შუა წლებში...
- ...იელოუსტოუნის ეროვნული პარკი 1872 წლის 1 მარტს დაარსდა უაიომინგის, მონტანისა და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე და მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი იყო...
- ...ზანზიბარში 1957 წელს ჩატარებული არჩევნები პირველი იყო აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიაში...
- ...2001 წლის აღწერის მიხედვით ქალაქი ჰუმი ხორვატიაში 17 მცხოვრებს ითვლის და ამ მაჩვენებლით ყველაზე მცირე ქალაქია მსოფლიოში...
- ...ურალის ეკონომიკური რეგიონი, ურალის ფედერალური ოლქი და ურალის გეოგრაფიული რეგიონი სხვადასხვა რეგიონებია ურალის მთებისა და მდინარე ურალის ტერიტორიაზე...
- ...დიეგოს თმის სალონის კლიენტებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრები, დიპლომატები და აშშ-ის ორი უზენაესი მოსამართლე...
- ...მარგალიტი ”ლა პერეგრინა” (სურათზე), რომელსაც ინგლისისა და ესპანეთის დედოფლები (მათ შორის მერი ტიუდორი) ატარებდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ელისაბედ ტეილორის ლეკვმა გადაყლაპა...
- ...აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა, პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში...
- სკკპ ცკ-ის 1980 წ. 15 აგვისტოს ბრძანებულებით განახლდა საბჭოთა კავშირის დროშის აღწერა, რომლის თანდართულ გამოსახულებაზე (რევერსზე) არ დაიტანეს ნამგალი-ურო-ვარსკვლავის კომპოზიცია...
- ...ალბანელი ბეიების ხოცვაში ოსმალებმა მუხანათურად მოკლეს 500-მდე სამხრეთ ალბანელი ლიდერი (ბეი) და მათი მხლებლები ცერემონიულ სამხედრო პარადზე მოწვევისას.
- ...1944 წელს ოპერაცია ჰაუნდსუორზის განხორციელებისას ლიონი-პარიზის რკინიგზის ხაზი 22-ჯერ ააფეთქა სპეციალურმა საჰაერო სამსახურმა...
- ...დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V, ელისაბედ II-ის მამა, საკუთარ იმპერიაში შემავალი ქვეყნების საფოსტო მარკების შეგროვებით იყო გატაცებული...
- ...ნიუ-იორკში ტომას სტრიტის 33-ში მდებარე უფანჯრო ცათამბჯენმა (სურათზე) პროექტით ბირთვული თავდასხმისას რადიოაქტიურ დაბინძურებას უნდა გაუძლოს და ორ კვირამდე სამყოფი საკუთარი რესურსები გააჩნია...
- ...ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრისთვის სახელი "პეპი გრძელწინდა" მისმა ქალიშვილმა, კარინმა, მოიფიქრა...
- ...მეორე მსოფლიო ომამადე თეატრი აპოლოს ერთი კურიოზული ჩვეულება იყო ე.წ. "ეგზეკუციონერი", მამაკაცი ცოცხით, რომელიც შემსრულებლებს სცენიდან გვიდა, თუ უკმაყოფილო მაყურებლები მათ გაგდებას მოითხოვდნენ...
- ...მაჰმადიანური ტრადიციით ბაჰარა ქრისტიანი ბერი იყო, რომელმაც ყმაწვილ მუჰამედს წინასწარმეტყველური მომავალი განუჭვრიტა...
- ...კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა შორის 94 ნობელის პრემიის ლაურეატია (მათ შორის აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტი), რითაც ის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს უსწრებს...
- ...ურ-ნამუს კოდექსი მსოფლიოში უძველესი ჩვენამდე მოღწეული სამართლებრივ კანონთა კრებულია...
- ...ფუღუ (სურათზე), რომლის მასა 2 გრამს არ აღემატება, მსოფლიოში ყველაზე მცირე ძუძუმწოვარია...
- ...ბერნარდენ განტენი რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი შავკანიანი კარდინალი იყო...
- ...ვაჟა-ფშაველას პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში საქართველოს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა...
- ...მომავალი ცეკას მდივნის, ედუარდ შევარდნაძის, მეუღლე ნანული შევარდნაძემ თავდაპირველად უარყო მისი ცოლად თხოვნის წინადადება, იმის შიშით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა მეუღლის კარიერას შეუშლიდა ხელს...
- ...მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური 1954 წელს ობნინსკში, მოსკოვის მახლობლად, ამოქმედდა.
- ...უილიამ შექსპირის უმცროსი ქალიშვილი ჯუდით კუინი წერა-კითხვის უცოდინარი იყო...
- ...ირანი ამჟამად ინტენსიურად აგებს ირან-პაკისტანის ბარიერს, ამ ქვეყნიდან არალეგალური იმიგრაციისა და ტერორისტების შემოტევების აღსაკვეთად...
- ... ტრირის წმინდა პავლეს ეკლესიის კრიპტაში ლეგენდარული თებეს ლეგიონის თორმეტამდე ნაწამები ჯარისკაცის ნეშთი ინახება...
- ...სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს...
- ...სევერსკი დონეცში 1000-ზე მეტი მდინარე ჩაედინება...
- ...ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია...
- ...46 მცხოვრებით ადამსტაუნი მსოფლიოში ყველაზე მცირედ დასახლებული დედაქალაქია...
- ... მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა...
- ...დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა და მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010)...
- ...135 სმ სიმაღლის მექსიკის პრეზიდენტი ბენიტო ხუარესი (სურათზე) მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე ტანმორჩილად ითვლება...
- ...რუნები დამწერლობის სახით XIX საუკუნემდე გამოიყენებოდა...
- ...ლეგენდის თანახმად აცტეკების მიერ განაწყენებული ღმერთი კეცალკოატლი აღმოსავლეთით გაემგზავრა და დაიბარა: "მე დავბრუნდები ლერწმის წელიწადში და ჩემი შვილები გახდებიან აქაურობის ბატონ-პატრონნი". სწორედ ლერწმის წელიწადში იხილეს აცტეკებმა კონკისტადორი ერნან კორტესი...
- ...ბანკომატები Gold to Go, რომელიც პირველად აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დადგეს, 10-გრამიანი ოქროს ზოდებისა და ოქროს მონეტების ყიდვის საშუალებას იძლევა...
- ...ფილმი „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ გადაღებულია მაქსიმ გორკის რომანის, ”მაკარ ჩუდრა”-ს მოტივებზე...
- ...13 წლის ჯორდან რომერო ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტია, რომელმაც ევერესტი დალაშქრა...
- ...პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1961 წელს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში, იყო პერუს პრეზიდენტი მანუელ პრადო ი უგარტეჩე (სურათზე) ...
- ...დღემდე შემორჩენილი პირველი გეოგრაფიული გლობუსი, გერმანელმა გეოგრაფმა მარტინ ბეჰაიმმა გააკეთა 1492 წელს ...
- ...სამწამიანი მუსიკა, რომელიც კომპიუტერში Windows 95-ის ჩატვირთვის დროს ჟღერს, 1995 წელს ბრაიან ინომ Microsoft-ის დაკვეთით დაწერა...
- ...სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის პირანიას ყბებს მაკრატლის მაგივრად ხმარობდნენ...
- ...მესამე რაიხის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰერბერტ ბაკე ბათუმში დაიბადა...
- ...პრჟევალსკის ცხენის უკანასკნელი ჯოგი ბუნებაში 1967 წელს შეამჩნიეს, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი 1969 წელს. ამ ჯიშის ყველა ცხენი ამჟამად მხოლოდ ზოოპარკებში ბინადრობს...
- ...ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით დავით აღმაშენებლის დროშაზე (სურათზე) გამოსახული იყო „ცხენი რქოსანი“...
- ...საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთისა და თურქმენეთის საბჭოთა რესპუბლიკების გერბებზე ვაზი იყო გამოსახული...
- ...რაჭის ერისთავის, კახაბერის ასული, გვანცა, დავით VII ულუს მეუღლე და დემეტრე II, თავდადებულის დედა იყო...
- ...თუშეთი 4 ისტორიული ოლქისაგან შედგება: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითა თუშეთი...
- ...ოკეანეთის კუნძულოვანი სახელმწიფოს, პალაუს დედაქალაქი მელეკეოკი მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქია და 2005 წლის აღწერით 391 მცხოვრები ჰყავს.
- ...ერთ წელს, ერთსა და იმავე დღეს მწერალთა სახლიდან გამოასვენეს შალვა დადიანის ცხედარი და დაასვენეს გალაკტიონის ცხედარი...
- ...ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში...
- ...უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს 1616 წლის 25 აპრილს თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ...
- ...მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას...
- ....ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა...
- ..."ილიადა" და "ოდისეა" ევროპის კონტინენტზე შექმნილი ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია...
- ...1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაიყო....
- ...დღევანდელი ქიზიყი XV საუკუნემდე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი...
- ...ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ...
- აშშ–ს პრეზიდენტებიდან ყველაზე მეტი შვილი (6 ბიჭი და 4 გოგო) ჰყავდა უილიამ ჰენრი ჰარისონს...
- ... 1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა... ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი...
- ...აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს...
- ... აფრიკელი ქალბატონი გრასა მაშელი ორი ქვეყნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მოზამბიკი) პირველი ლედი იყო...
- ...ყველაზე ადრეულ ასაკში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ. იგი 29 წლის იყო...
- ... პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ავტომობილით ისარგებლა არის აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი...
- ...ევროპაში პირვლად პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს შვეიცარიაში და იგი დაიკავა იონას ფურერმა...
- ...ნაურუს პრეზიდენტს ბერნარდ დოვიიოგოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7–ჯერ ეკავა...
- ... კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა წარადგინა შვეიცარია 1988 წელს ევროვიზიაზე და პირველი ადგილი დაიკავა ...
- ... ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მოსკოვისა და ამსტერდამის მფარველი წმინდანია ...
- ... ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ...
- ... ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში ...
- ... მსახიობ ანჯელინა ჯოლის მამა მსახიობი ჯონ ვოიტია...
- ... XVI საუკუნეში ბელარუსელი თათრები ბელარუსული ენის ჩასაწერად თავისებურ არაბულ ანბანს გამოიყენებდნენ.
- ... უილიამ შექსპირის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას თავდაპირველად „ჯულიეტა და რომეო“ ერქვა და არა „რომეო და ჯულიეტა“.
- ...გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე მადამ დე პომპადურმა (სურათზე) 1 000 000 ლივრი გადაიხადა შატო დე მენარის საყიდლად, რის გამოც მისი მარგალიტის სამკაულების გაყიდვა მოუწია...
- ...ფრანსუა-პიერ ლა ვარენის ნაშრომი "Le cuisinier françois" (1651), თანამედროვე ფრანგული სამზარეულოს დამფუძნებელ ტექსტად ითვლება...
- ...თეოდორიხის მავზოლეუმი გუთების ხუროთმოძღვრების ერთადერთი გადარჩენილი ძეგლი და ჩვენამდე მოღწეული ბარბაროსების მეფის ერთადერთი აკლდამაა...
- ...სიტყვა «პარლამენტი» წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან «parler», რაც «ლაპარაკს» ნიშნავს...
- ...პარიზის ობსერვატორია 1667 წელს ლუი XIV-ის ბრძანებით შეიქმნა და ამჟამად მოქმედ ობსერვატორიათა შორის უძველესია...
- ...შატო დე კურანსი აღიარებულია, როგორც "ფრანგული ფორმალური ბაღის სტილის ეპიტომია, რომელშიც შატო და მისი გარემო ერთ მთლიანს ქმნის"...
- ...ელისაბედ II-ის მეუღლე ჰერცოგი ფილიპე წარმოშობით ბერძენია და 1947 წლამდე მართლმადიდებელი იყო...
- ...გავლენიანი ფრანგი მწერლები ჟაკ რივიერი და ალენ-ფურნიე პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლის (ფრანგ. École Normale Supérieure) მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ...
- ...საფრანგეთის სახელმწიფო დროშაზე ვერტიკალურად განლაგებული ფერების დატანილია 30:33:37 პროპორციით, ვინაიდან ამგვარი "ოპტიკური პროპორცია" უკეთეს ვიზუალურ ეფექტს ქმნის...
- ...ობიექტივიზმის გასამართლებლად ეინ რანდი იყენებდა რაციონალური ეგოიზმის იდეას, რომლის მიხედვით ყოველთვის მიზანშეწონილია საკუთარი ინტერესის განხორციელებისათვის მიზანსწრაფვა...
- ...მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყნის ძირითად ნაწილს მოწყვეტილი 10 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და მოქალაქე 170 დღე ეწინააღმდეგებოდა ნაცისტებს ყირიმის აჯიმუშკაის კატაკომბებში...
- ...განათლების ეროვნული პოლიტიკური ინსტიტუტები, ელიტური საშუალო სკოლები ნაცისტურ გერმანიაში, მხოლოდ "რასობრივად უნაკლო" მოსწავლეებს ღებულობდა და შესაბამისად არ რიცხავდა მხედველობა ან სმენა დაქვეითებულ ბავშვებს...