ჰერბერტ ბაკე
ჰერბერტ ბაკე (დ. 1 მაისი, 1896 — გ. 6 აპრილი, 1947) — გერმანელი პოლიტიკოსი და სს-ობერგრუპენფიურერი, მეორე მსოფლიო ომი-ს დამნაშავე.
დაიბადა ქალაქ ბათუმში, ქუთაისის გუბერნიაში, რუსეთის იმპერია. მესამე რაიხში ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები მთავრობაში, იყო კვების პროდუქტების მინისტრი 1942 წლის მაისიდან და სოფლის მეურნეობის მინისტრი 1944 წლის აპრილიდან. ეს თანამდებობები ეკავა ფლენსბურგის მთავრობაშიც (ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ), ადმირალ კარლ დენიცის მეთაურობით 1945 წლის აპრილ-მაისში. ომის დროს, ალფრედ როზენბერგმა ბაკეს კანდიდატურა უკრაინის რაიხსკომისარიატის ადმინისტრატორად წამოაყენა.
იყო შიმშილის გეგმის ინიციატორი და შემქნელი, რომლის მიხედვითაც საკვები პროდუქტების მიწოდების პრიორიტეტი გახდა გერმანული ჯარი და მოსახლეობა, დაპყრობილი ერების (მეტწილად სლავების) ხარჯზე.[1]
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციის ძალებმა შეიპყრეს, უნდა წარმდგარიყო ნიურნბერგის უკანასკნელ პროცესზე, 1947 წლის 6 აპრილს საკუთარ კამერაში თავი ჩამოიხრჩო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Wages of Destruction, p.669