ჯონ ვოიტი (ინგლ. Jon Voight; 29 დეკემბერი, 1938, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი კაცი. პირველი წარმატება მოიპოვა ფილმით „შუაღამის კოვბოი“, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსი წლის ახალი ვარსკვლავი კაცისთვის. კარიერის მანძილზე მოიპოვა ოსკარის ოთხი ნომინაცია და ერთი ჯილდო, ხოლო ოქროს გლობუსის ცხრა ნომინაცია და ორი ჯილდო.

ჯონ ვოიტი
დაბადების სახელი ჯონათან ვინსენტ ვოიტი
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1938 (1938-12-29) (85 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1959-დღემდე
მეუღლე(ები)

ლაური პეტერსი 1962-1967

მარშელინ ბერტრანი 1971-1980
შვილ(ებ)ი ანჯელინა ჯოლი
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1978 — სახლში დაბრუნება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1978 — სახლში დაბრუნება

1985 — გაქცეული მატარებელი

პირადი ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

ჯონ ვოიტი არის მსახიობ ანჯელინა ჯოლის მამა. მას შვილთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. მამა-შვილის ერთგვარი შერიგება მოხდა ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001). 2002 წლის 12 სექტემბერს ანჯელინამ ჩამოიშორა გვარი ვოიტ \ი. ამავე წელს გადაცემაში „Access Hollywood“ ჯონ ვოიტი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ არ ელაპარაკებოდა მამამისს, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას არ ნიშნავს და ის შეძენითია.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1969 შუაღამის კოვბოი Midnight Cowboy ჯო ბაკი
1972 განთავისუფლება Deliverance ედი
1978 სახლში დაბრუნება Coming Home ლუკ მარტინი
1979 ჩემპიონი The Champ „ჩემპი“, ბილი ფლინი
1985 გაქცეული მატარებელი Runaway Train ოსკარ მაინჰაიმი, „მენი“
1997 ანაკონდა Anaconda პოლ სერონი
1997 კეთილშობილი The Rainmaker ლეო დრამონდი
2001 ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი Lara Croft: Tomb Raider ლორდი რიჩარდ კროფტი
2001 პერლ ჰარბორი Pearl Harbor ფრანკლინ დელანო რუზველტი
2004 ეროვნული საგანძური National Treasure პატრიკ გეიტსი
2007 ტრანსფორმერები Transformers ჯონ ფელერი
2013 რეი დონოვანი Ray Donovan მიკი დონოვანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება