მანუელ პრადო ი უგარტეჩე
მანუელ პრადო ი უგარტეჩე (ესპ. Manuel Carlos Prado y Ugarteche; დ. 21 აპრილი, 1889 — გ. 15 აგვისტო, 1967) — პერუელი ბანკირი და პოლიტიკური მოღვაწე, პერუს ყოფილი პრეზიდენტის, მარიანო იგნასიო პრადოს შვილი, პერუს პრეზიდენტი 1939–1945 და 1956–1962 წლებში.
მანუელ პრადო ი უგარტეჩე | |
პერუს 77-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი 1939 – 28 ივლისი 1945 | |
წინამორბედი | ოსკარ ბენავიდესი |
მემკვიდრე | ხოსე ბუსტამანტე ი რივერო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი 1956 – 18 ივლისი 1962 | |
წინამორბედი | მანუელ ოდრია |
მემკვიდრე | რიკარდო პერეს გოდოი |
დაბადებული | 21 აპრილი 1889 ლიმა პერუ |
გარდაცვლილი | 15 აგვისტო, 1967 პარიზი საფრანგეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1889 წლის 21 აპრილს, ლიმაში, არისტოკრატების ოჯახში. მისი ძმა, ლეონსიო პრადო გუტიერესი, სამხედრო გმირი იყო, რომელიც 1883 წელს, მანუელ პრადოს დაბადებამდე ექვსი წლით ადრე გარდაიცვალა.
როგორც არმიის ახალგაზრდა ოფიცერი, პრადომ აქტიური როლი ითამაშა 1914 გადატრიალების მოწყობაში, რომლითაც პერუს პრეზიდენტის — გილიერმო ბილინგურსტის მმართველობა დაემხო. 1934 წელს, პრადომ პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
საგარეო პოლიტიკაში, პრადოს ყველაზე დიდი სიამაყე ის იყო, რომ 1942 წელს, როგორც პრეზიდენტმა, სამხრეთ ამერიკის ერთა შორის, პერუ პირველი გახადა, რომელმაც ურთიერთობა გაწყვიტა ფაშისტური ქვეყნების ალიანსთან.
პირველი პრეზიდენტობა
რედაქტირებამანუელ პრადომ, ძლიერი და გავლენიანი ოჯახის უფროსმა, პერუს პრეზიდენტობას, ამერიკის სახალხო-რევოლუციური ალიანსის პარტიის მარცხენა ფრთის დახმარებით მიაღწია. ოსკარ ბენავიდესის შემდეგ პერუს პრეზიდენტის თანამდებობა მანუელმა დაიკავა. მისი პირველი მმართველობის დროს დამთავრდა პანამერიკული მაგისტრალის მოასფალტება. მან განაცხადა:
ოსკარ ბენავიდესის შემდეგ პერუს პრეზიდენტის თანამდებობა მანუელმა დაიკავა. მისი პირველი მმართველობის დროს დამთავრდა პანამერიკული მაგისტრალის მოასფალტება.
იგი სახელმწიფოს სათავეში იდგა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. 1945 წელს ომი გამოუცხადა კიდეც გერმანიას. 1941–1942 წლებში პერუმ ტერიტორიული კონფლიქტი მოიგო ეკვადორთან, რის შედეგადაც პერუმ მიიღო 200 000 კმ² ტერიტორია.
მეორე პრეზიდენტობა
რედაქტირებაპირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სამოგზაუროდ გაემგზავრა ევროპაში და გარკვეული პერიოდი დაჰყო პარიზში. მანუელ ოდრიას საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა პერუში და 1956 წლის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით გახდა პერუს პრეზიდენტი.
პრადოს მეორე პრეზიდენტობის განმავლობაში (1956–1962), ყველაზე მნიშვნელოვანი აკრძალული პარტია APRA (ამერიკის სახალხო-რევოლუციური ალიანსი) იყო, რომელიც 1948 წელს, პრეზიდენტ მანუელ ოდრიას მიერ, არაკანონიერად გამოცხადდა. მანუელ პრადომ განაცხადა, რომ იგი ახლად არჩეულ კონგრესს, განსახილველად გადასცემდა სასარჩელო განცხადებას APRA-სთვის კანონის ძალის მინიჭების შესახებ. მოგვიანებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და საგარეო დევნილობაში მყოფი პარტიის სახელგანთქმული დამფუძნებელი — ვიქტორ-რაულ-აია-დე-ლა-ტორე, პერუში დაბრუნდა.
1961 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში და გახდა მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესტუმრა ამ ქვეყანას.
1962 წელს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე რიკარდო პერეს გოდოის მიერ დამხობილ იქნა მისი ხელისუფლება. გარდაიცვალა ემიგრაციაში, პარიზში 1967 წლის 15 აგვისტოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11. MEN-OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
- Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Octavo y Noveno Tomo. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
- Varios autores: Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
წინამორბედი: ოსკარ ბენავიდესი |
პერუს პრეზიდენტი 1939–1945 |
შემდეგი: ხოსე ბუსტამანტე ი რივერო |
წინამორბედი: მანუელ ოდრია |
პერუს პრეზიდენტი 1956-1962 |
შემდეგი: რიკარდო პერეს გოდოი |