პანამერიკული გზატკეცილი
პანამერიკული გზატკეცილი (პორტ. Rodovia / Auto-estrada Pan-americana, ესპ. Carretera / Ruta Panamericana ან Autopista Panamericana) — გზების ქსელი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 47 958 კილომეტრია. გარდა 87 კმ სიგრძის წვიმის ტყეების შეწყვეტილი მონაკვეთისა, რომელსაც დარიენის ნაპრალს უწოდებენ, გზა ერთმანეთთან საგზაო სისტემით აერთებს ამერიკის კონტინენტის კონტინენტურ ქვეყნებს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, პანამერიკული გზატკეცილი მსოფლიოს უგრძესი საავტომობილო გზაა. თუმცა, დარიენის ნაპრალის გამო, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა ტრადიციული საავტომობილო გზით დაკავშირებული არაა.
პანამერიკული გზატკეცილი იწყება ან მთავრდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალასკაზე მდებარე პრადჰოს უბიდან და სამხრეთ ამერიკის ქვემო ნაწილამდე აღწევს. გზატკეცილის რამდენიმე საბოლოო წერტილი არსებობს ჩილეს ქალაქ პუერტო-მონტსა და კელონში, ასევე არგენტინის ქალაქ უშუაიაში. აშშ-სა და კანადაში ოფიციალურად არც ერთი გზა არაა განსაზღვრული როგორც „პანამერიკული“, რადგან ეს მაგისტრალი აქ რამდენიმე გზატკეცილს მოიცავს.
პანამერიკული გზატკეცილი გადაკვეთს მრავალ განსხვავებულ კლიმატისა და ეკოლოგიის ტიპებს, გაუვალი ჯუნგლებიდან დაწყებული მშრალი უდაბნოებითა და მთის ცივი უღელტეხილებით დამთავრებული. უღელტეხილებზე გადასვლა მხოლოდ მშრალ სეზონზეა შესაძლებელი, ბევრ რეგიონში კი მისი გავლა სახიფათოა.
გზატკეცილის ცნობილ მონაკვეთებს შორისაა ალასკის გზატკეცილი და შიდა ამერიკული გზატკეცილი (სექცია აშშ-სა და პანამის არხს შორის).
სისტემის ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებაპანამერიკული გზატკეცილის ჩრდილოეთი ნაწილი 9 ქვეყანას გადაკვეთს:
პანამერიკული გზატკეცილის სამხრეთი ნაწილი 14 ქვეყანას გადაკვეთს:
მნიშვნელოვანი განშტოებები ასევე მიემართება ბოლივიაში, პარაგვაისა და ურუგვაიში.
გალერეა
რედაქტირება-
გზატკეცილის ჩრდილოეთი დასასრული ალასკაში, პრადჰოს უბესთან
-
მანქანა, რომელმაც მთლიანი გზატკეცილი გადაკვეთა ალასკიდან ცეცხლოვან მიწამდე (უშუაია), ფოტოზე იმყოფება ჩილეში, ტორეს-დელ-პაინეს მთასთან
-
გზატკეცილი სალვადორში, სან-მარტინი
-
გზატკეცილი კოსტა-რიკაში
-
პანამერიკული გზატკეცილი ეკვადორში
-
ჩრდილოეთ პერუში
-
პუერტო-დე-ლომასი, პერუ
-
ატაკამის უდაბნოში, ჩრდილოეთ ჩილე
ლიტერატურა
რედაქტირება- Plan Federal Highway System, New York Times May 15, 1932 page XX7
- Reported from the Motor World, New York Times January 26, 1936 page XX6
- Hemisphere Road is Nearer Reality, New York Times January 7, 1953 page 58
- 1997-98 AAA Caribbean, Central America and South America map
- Popular Mechanics, March 1943, Longest Road In The World