იაჰია ჯამე
იაჰია ჯამე (ინგლ. Yahya (Abdul-Aziz Jemus Junkung) Jammeh დ. 25 მაისი, 1965, კანილაი, გამბია) — გამბიის პოლიტიკური მოღვაწე, გამბიის პრეზიდენტი 1994-2017 წწ. ხელისუფლების სათავეში მოხვდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ. 1994 წლის ივლისში დაამხო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი დაუდა კაირიბა ჯავარა. 1996 წელს შექმნა საკუთარი პარტია და გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2001 წელს აირჩიეს მეორე საპრეზიდენტო ვადით, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბერს მესამე 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადით. სამივე არჩევნებში წინააღმდეგობას უწევდა ერთი და იგივე პიროვნება - უსეინუ დარბოუ.
იაჰია აბდულ აზიზ ჯემუს ჯენკინ ჯამე | |
გამბიის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ივლისი, 1994 – 21 იანვარი, 2017 | |
წინამორბედი | დაუდა კაირიბა ჯავარა |
მემკვიდრე | ადამა ბაროუ |
დაბადებული | 25 მაისი 1965 კანილაი, გამბია |
მეუღლე | ზეინებ ჯამე |
შვილები | მირიამი და მუჰამედი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
გადატრიალების მცდელობა
რედაქტირება2006 წლის 21 მარტს პრეზიდენტ იაჰია ჯამეს წინააღმდეგ განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამ დროს თვითონ პრეზიდენტი იმყოფებოდა მავრიტანიაში, სასწრაფოდ დაბრუნდა ქვეყანაში და ჩაახშო ანტისამთავრობო ამბოხება, ხოლო გადატრიალების ხელმძღვანელი აიძულა გაქცეულიყო სენეგალში.
2008 წლის 15 მაისს, განაცხადა რომ მისი მთავრობა მზადაა მიიღოს კანონი ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მისივე თქმით ეს კანონები იქნება "უფრო მკაცრი, ვიდრე ირანში". ამავე წელს ჯამემ გამოაქვეყნა "საბოლოო ულტიმატუმი", რომლის მიხედვითაც ყველა ლესბოსელმა და ჰომოსექსუალისტმა უნდა დატოვოს ქვეყანა.
2007 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინდვრის ბალახების მეშვეობით შეუძლია მოარჩინოს შიდსი და ასთმა.
კონსტიტუციური კრიზისი
რედაქტირება2016 წლის 1 დეკემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით იაჰია ჯამე დამარცხდა, მაგრამ შედეგების გამოცხადებიდან რვა დღის შემდეგ მან განაცხადა, რომ არჩევნების შედეგს არ აღიარებდა და თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა. 2017 წლის 17 იანვარს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე ერთი დღით ადრე, იაჰია ჯამემ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა[1] და ტელევიზიით განაცხადა, რომ დეკემბრის არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა უცხო ქვეყნების აქტიური ჩარევა[2].
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღების შემდეგ ქვეყანაში შევიდა ECOWAS-ის ჯარები კონსტიტუციური რეჟიმის აღდგენის მიზნით. 21 იანვრის ღამით გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან[3][4], შემდეგ კი დატოვა ქვეყანა და გადავიდა გვინეაში[5], ხოლო გვინეიდან ეკვატორულ გვინეაში[6].
ოჯახი
რედაქტირებაიაჰიას და მის მეუღლეს ზეინაბ ჯამეს ჰყავთ 2 შვილი: გოგონა მირიამ ჯამე და ვაჟი - მუჰამედ იაჰია ჯამე, რომელიც დაიბადა 2007 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „State of emergency declared in The Gambia“. BBC News. 17 January 2017. ციტირების თარიღი: 17 January 2017.
- ↑ „Gambia's Yahya Jammeh declares state of emergency“. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 17 January 2017.
- ↑ „Gambia's Yahya Jammeh confirms he will step down“. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 20 January 2017.
- ↑ „Gambia's Jammeh, facing military pressure, says steps down“. Reuters. 21 January 2017. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
- ↑ „Ex-President Yahya Jammeh leaves The Gambia after losing election“. BBC News. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
- ↑ „Gambia's former leader Jammeh flies into exile in Equatorial Guinea“. Reuters. ციტირების თარიღი: 22 January 2017.