ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრასა მაშელი (პორტ. Graça Machel,  დაბ. გრასა სიმბინე; 17 ოქტომბერი 1945) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და მოზამბიკის პოლიტიკოსი. მოზამბიკის ყოფილი პრეზიდენტის, სამორა მაშელის  (დაიღუპა ავიაკატასტროფაში) მეუღლე.  1998 - 2013 წლებში — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მეუღლე.  2007 წლიდან ბრიტანეთის იმპერიის  ორდენის საპატიო  დამა-კომანდორი. ერთადერთი ქალი მსოფლიო ისტორიაში,რომელიც ორი სხვადასხვა სახელმწიფოს  პირველი ლედი გახდა  (მოზამბიკი 1975-1986 წლებში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1998-1999 წლებში).[1]

გრასა მაშელი

გრასა მაშელი 2010 წელი
დაბადების სახელი გრასა სიმბინე
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1945 (75 წლის)
პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკა, მოზამბიკი
მოქალაქეობა

მოზამბიკის დროშა მოზამბიკი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
განათლება ლისაბონის უნივერსიტეტი
საქმიანობა კეიპტაუნის უნივერსიტეტის კანცლერი
პარტია მოზამბიკის განთავისუფლების ფრონტი
მეუღლე(ები)

სამორა მაშელი (1975—1986)

ნელსონ მანდელა (1998—2013)
შვილ(ებ)ი 2

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

გრასა სიმბინე დაიბადა მამის გარდაცვალებიდან 17 დღის შემდეგ სოფელ ინკადინში, ღაზას პროვინციაში, პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკაში (თანამედროვე მოზამბიკი).[2]იგი ექვსი შვილიდან უმცროსი იყო.

ბავშვობაში გოგონა მეთოდისტების მისიის აქტივისტი იყო. მისიამ დააფინანსა გრასას  სწავლა ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია), სადაც მან გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი უცხო ენების მიმართ. სწავლობდა რომანულ ენებს.გარდა პორტუგალიურისა,  ის კარგად საუბრობს, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე.  1973 წელს  მოზამბიკში დაბრუნდა და შეუერთდა მოზამბიკის განთავისუფლების ფრონტს (FRELIMO).

 
გრასა მაშლი, შრი ჩინმოი, ნელსონ მანდელა
 
ბარაკ ობამასთან ერთად

მას შემდეგ, რაც მოზამბიკმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975 წელს, პრეზიდენტმა მაშელმა გრასა განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშნა (30 წლის ასაკში). მისი მოღვაწეობის პერიოდში დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. იმავე წელს გრასა პრეზიდენტ სამორა მაშელს გაჰყვა ცოლად.  მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ანგარიშის მომზადებაში ბავშვებზე შეიარაღებული კონფლიქტის გავლენის შესახებ  (Report on the Impact of Armed Conflict on Children).[3][4][5][6]

1999 წლიდან არის კეიპტაუნის უნივერსიტეტის კანცლერი. 2012 წლიდან ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევების სკოლის პრეზიდენტი.[7][8][9]

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა 2013 წლის 5 დეკემბერს. გრასა მაშელმა მონაწილეობა მიიღო გამოსამშვიდობებელ ცერემონიალში და ერთ-ერთი მათგანი იყო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჯეიკობ ზუმასთან ერთად, ვინც ნელსონ მანდელას დაკრძალვის დროს ცგუნუს სასაფლაოზე დაუშვეს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
გრასა მაშელი, მეგან მარკლი, პრინცი ჰარი

გრასა 1975 წელს დაქორწინდა სამორა მაშელზე, მოზამბიკის პირველ პრეზიდენტზე. ერთად მათ ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი ჯოსინა (დაიბადა 1976 წლის აპრილში) და ვაჟი მალეგანე (დაიბადა 1978 წლის დეკემბერს). სამორა მაშელი დაიღუპა1986 წელს, როდესაც მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოზამბიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან.[10]

ჯოსინა ქალთა უფლებების დამცველია და 2020 წელს BBC 100 ქალთა სიაში მოხვდა.

52 წლის გრასა მაშელი  მეორედ დაქორწინდა  ნელსონ მანდელაზე  იოჰანესბურგში 1998 წლის 18 ივლისს, როდესაც მანდელა 80 წლის გახდა. იმ დროს ნელსონ მანდელა იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის  პირველი პრეზიდენტი აპართეიდის შემდეგ. იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 2013 წლის 5 დეკემბერს.[11]

ჯილდოები

რედაქტირება

1995 წელს გრასა მაშელმა მიიღო ნანსენის სახელობის მედალი [12] მისი გრძელვადიანი ჰუმანიტარული საქმიანობის აღიარების ნიშნად, განსაკუთრებით დევნილ ბავშვთა გადარჩენისთვის.  მიიღო 1992 წლის აფრიკის პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება პიროვნებას, ვინც ხელი შეუწყო აფრიკაში შიმშილის აღმოფხვრას 2000 წლისთვის. მას ასევე მიენიჭა ასტურიის პრინცის პრემია.

2007 წლიდან ბრიტანეთის იმპერიის  ორდენის ქალბატონი -კომანდორი.

  1. "Graça Simbine Machel". sahistory. 2011. Retrieved 4 May 2020.
  2. "Graca Machel: There Is Nothing Exceptional About Me..." This Day Live. 16 August 2014. Archived from the original on 13 July 2015.
  3. The impact of Armed Conflict on Children. Unicef.org. Retrieved 7 November 2011.
  4. UN Secretary-General Announces Members of the High-Level Advisory Group for Every Woman Every Child[მკვდარი ბმული]Archived 28 August 2016 at the Wayback Machine Every Woman Every Child, press release of 21 January 2016.
  5. "Graça Machel was named The World's Children's Prize Decade Child Rights Hero 2009 for her long and courageous struggle for children's rights, mainly in Mozambique". worldschildrensprize. 2009. Retrieved 18 July 2018.
  6. "Honorary doctorate for child rights activist Graça Machel"[მკვდარი ბმული]. Retrieved 8 February 2021.
  7. Graça Machel Appointed as President of SOAS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  8. Kassen, Jarita (15 December 2019). "Graca Machel steps down as UCT chancellor". Eyewitness News. Retrieved 15 December 2019.
  9. "Evening with Graca Machel and Fred Swaniker".[მკვდარი ბმული] Evening with Graca Machel and Fred Swaniker. Ayiba Team. 4 November 2015.
  10. "BBC 100 Women 2020: Who is on the list this year?". BBC News. 23 November 2020. Retrieved 3 January 2021.
  11. "Nelson Mandela Has Died, A Look Back at His Legacy". დაარქივებული 2018-06-28 საიტზე Wayback Machine. Biography. Retrieved 6 May 2018.
  12. Refugees, United Nations High Commissioner for. "Nansen Refugee Award". Retrieved 13 December 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრასა_მაშელი“-დან