ფრიტიოფ ნანსენი
ფრიტიოფ ნანსენი (სრული სახელი ნორვ. Fridtjof Wedel-Jarlsberg Nansen; დ. 10 ოქტომბერი, 1861 — გ. 13 მაისი, 1930) — ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი, სწავლული-ზოოლოგი, ახალი მეცნიერების – ფიზიკური ოკეანოგრაფიის დამაარსებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ჰუმანისტი, ფილანთროპი, 1922 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. მრავალი ქვეყნის ჯილდოს მფლობელი. ნანსენის სახელი უწოდეს გეოგრაფიულ და ასტორნომიულ ობიექტებს, მათ შორის აღსანიშნავია მთვარეზე არსებული ნანსენის კრატერი. ახალგაზრდობაში ცნობილი იყო, როგორც მოთხილამურე. 27 წლის ასაკში ისტორიაში პირველად გადალახა გრენლანდიის ყინულის საფარი, რომელიც ფართო საზოგადოებამ აღიქვა, როგორც გრანდიოზული სპორტული მიღწევა. გემ „ფრამით“ ჰქონდა მცდელობა მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსზე, მაგრამ მივიდა ჩრდილოეთ განედის 86° 13′-ზე. ამის შემდეგ ნანსენი რეგულარულად უწევდა კონსულტაციებს პოლარულ მკვლევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცხოვრების ბოლო ათწლეულში ნანსენი დაკავშირებული იყო ერთა ლიგის საქმიანობასთან. 1921 წელს იგი იყო უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში. ნანსენის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა გააგრძელა ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაციამ ლტოლვილთა საქმეებში, რომელმაც 1938 წელს მიიღო ნობელის პრემია.
ფრიტიოფ ნანსენი 1861 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა ქრისტიანიასთან ახლოს სტურე-ფრიონის მამულში, რომელიც მამამისს — სახელგანთქმულ ადვოკატ ვალდურ ნანსენს ეკუთვნოდა. ნანსენთა გვარი დანიური წარმოშობისაა, ისინი ნორვეგიაში XVII საუკუნეში გადასულან. დედამისი ვედელ-იარლსბერგის გრაფების ოჯახის საგვარეულოს წარმომადგენელი იყო.
სიყრმიდანვე თვალსაჩინო მოთხილამურე ფრიტიოფს, არაერთხელ მოუგია ნორვეგიის ჩემპიონატები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ არჩევანის გაკეთება ფერწერასა და მეცნიერებას შორის მოუხდა, შედეგად, ზოოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი (მოგვიანებით თვითონვე ახდენდა საკუთარი წიგნების ილუსტრირებას). უკვე 20 წლის ასაკში ფრიტიოფმა ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ოთხთვიან გადასერვაში მიიღო მონაწილეობა. 1882 წელს სელაპმჭერი ხომალდით „ვიკინგი“ ყინულებში საცურაოდ გაემგზავრა (ბიოლოგიური პრაქტიკის მიზნით). სწორედ ამ მოგზაურობამ ჩაუყარა საფუძველი მის შემდგომ მოღვაწეობას. ზღვიდან დაბრუნებულმა თავი სამეცნიერო კვლევებს მიუძღვნა. 1883 წელს ქრისტიანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქალაქ ბერგენის მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების კურატორად დაინიშნა. 1885-1886 წწ. პარმის უნივერსიტეტში პროფესორ გოლჯისთან, პარალელურად კი ნეაპოლში, ევროპაში პირველ საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე მუშაობდა. 1886 წელს დააჯილდოვეს მეცნიერებათა სამეფო აკადემიის დიდი ოქროს მედლით ნერვული ქსოვილის უჯრედოვანი აპარატის აგებულების გამოკვლევისათვის. (წამოაყენა მიკროსკოპული პრეპარატების დაფერვის ახალი მეთოდის იდეა). სადოქტორო ხარისხი გრენლანდიაში გამგზავრებამდე ოთხი დღით ადრე მიიღო.
1922 წელს ნანსენს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. მიღებული 122 000 კრონის უდიდესი ნაწილი ნანსენმა სსრკ-ში ორი საჩვენებელი სასოფლო სამეურნეო სადგურის მოწყობაზე დახარჯა, დარჩენილი ნაწილი კი ბერძენ დევნილებს შესწირა. ნობელის პრემიის კვალად ნანსენმა იგივე თანხა დანიელი გამომცემლის ერიქსენისგანაც მიიღო. დიდმა ჩრდილოელმა ეს ფულიც იგივე მიზნებისთვის გამოიყენა.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაკუთარი ბავშვობის შესახებ ნანსენი მოგვითხრობს ავტობიოგრაფიულ წიგნში „ღია ცის ქვეშ“, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წელს. მემუარებში აღნიშნავს, რომ ნანსენების ოჯახისათვის დამახასიათებელი იყო წესრიგი და დისციპლინა, ასევე დაკავებულები იყვნენ სპორტით. ფრიტიოფმა თხილამურებზე დგომა ორი წლის ასაკში ისწავლა. ბავშვებს არ ჰქონიათ სათამაშოები, თავად ფრიტიოფმა გააკეთა მშვილდი და ისრები, ანკესები და სხვა. მოზრდილობის ასაკში მას და თავის ძმა ალექსანდრეს უფლება მისცეს ბევრი დრო გაეტარებინათ ტყეში. 15 წლის ასაკიდან ნანსენი რეგულარულად მონაწილეობდა მოთხილამურეების შეჯიბრებებში თავის უფროს ძმასთან ერთად. 1877 წელს გახდა ახლადჩამოყალიბებული მოთხილამურეთა კლუბის წევრი.
სკოლის პერიოდში ნანსენი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს არ აჩვენებდა. იყო საკმაოდ თვითდაჯერებული და ჩხუბებსაც არ ერიდებოდა. თავისი ხასიათი ხელს არ უშლიდა ესწავლა საყვარელი საგნები: მათემატიკა და ფიზიკა. ერთხელ მან სცადა თავად დაემზადებინა იარაღი წყალგაყვანილობის მილისაგან და გამოცდის დროს თვალი კინაღამ დაკარგა.
1877 წელს ადელაიდა ნანსენი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ პერიოდში უფროსმა შვილებმა უკვე დატოვეს მშობლის სახლი, ხოლო ფრიტიოფი და ალექსანდრე დარჩნენ ბალდურ ნანსენთან. მამამ გაყიდა ქონება და გადავიდა ქრისტიანიაში. იმავე 1877 წელს ნანსენმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი 1 მილზე (1,6 კმ) ციგურებით, ხოლო 1878 წელს პირველად გახდა ეროვნული სათხილამურო ჩემპიონატის გამარჯვებული. ეს ჩემპიონატი მან სულ 12-ჯერ მოიგო.
1880 წელს ფრიტიოფმა დაასრულა სკოლა, უმაღლესი შეფასებები მიიღო საბუნებისმეტყველო საგნებში და ხაზვაში. მამის თხოვნით მან სწავლა გააგრძელა სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ მალევე მიატოვა იგი. საბოლოოდ მან აირჩია ზოოლოგია და სწავლა გააგრძელა ქრისტიანიის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ოჯახის ძველი მეგობარი რობერტ კოლეტი, სწორედ მან ურჩია ფრიტიოფს შეესწავლა ნამდვილი სელაპების ბიოლოგია, რისთვისაც იგი უნდა წასულიყო ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში თევზსარეწი გემით. აუცილებელი ფორმალობები მოაგვარა ბალდურ ნანსენმა და ფრიტიოფი პატარა გემ „ვიკინგით“ გაემგზავრა ოკეანეში.
„ვიკინგით“ ცურვა აღწერა საკუთარ წიგნში „ვეშაპებსა და თეთრ დათვებს შორის“. მან ღიად დაწერა, რომ მან თავად არ იცოდა რატომ აირჩია ჩრდილოეთი; ახალგაზრდა ნანსენი არ ფლობდა სამეცნიერო მომზადებას, მაგრამ უკვე გამოცდილი მსროლელი და მონადირე იყო. „ვიკინგმა“ არენდალი დატოვა 1882 წლ;ის 11 მარტს და გაემართა იან-მაიენისკენ, სადაც იყვნენ გრენლადიური ვეშაპები. პირველი ექვსი დღე ნანსენი იტანჯებოდა ზღვის ავადმყოფობით. 16 აპრილს ნანსენმა აღმოაჩინა ოკეანეში მდინარისგან ჩამოტანილი მოტივტივე ხე. თავდაპირველად იგი ეგონა, რომ ეს იყო ამერიკული ფიჭვი, რომელიც გოლფსტრიმის დინებამ მოიტანა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო ციმბირიდან მოტანილი ფიჭვი. ამან დაარწმუნა ნანსენი, რომ შესაძლებელია ყინულების მუდმივი დრეიფით ექსპედიციის მოწყობა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.
მაისის დასაწყისისათვის „ვიკინგი“ მიუახლოვდა სვალბარდს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნადირობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გემი სამხრეთისკენ წავიდა, 24 მაისს ჯგუფი ეწვია ისლანდიის სამხრეთ სანაპიროებს, რის შემდეგაც ისინი გრენლანდიაში გადავიდნენ. გემი არენდალში დაბრუნდა 26 ივლისს. 1884 წელს მან „გეოგრაფიულ ჟურნალში“ გამოაქვეყნა სტატია „გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე“, რომელშიც პირველად გამოავლინა სამწერლობო ნიჭი.
არქტიკიდან დაბრუნებულს სწავლა არ გაუგრძელებია უნივერსიტეტში და კოლეტის დახმარებით მუშაობა დაიწყო ბერგენის მუზეუმში. ზაფხულში მან იელის უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის პროფესორ ჩარლზ მარშისაგან მიიღო მიწვევა აშშ-ში, მაგრამ მასზე უარი განაცხადა, რადგან მამამისმა სულ ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა. ბალდურ ნანსენი 1885 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა განმეორებითი ინსულტის შედეგად. ბერგენის მუზეუმის დირექტორმა დანიელ კორნელიუს დანიელსონმა მას ევროპაში სტაჟირება შესთავაზა. მოგზაურობა მისთვის აუცილებელი იყო, პირველ რიგში, სადოქტორო დისერტაციის დასაცავად. 1886 წელს ნანსენი გერმანიაში გაემგზავრა. 1886 წელს გადავიდა ნეაპოლში საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე. 1886 წელს დაბრუნდა ნორვეგიაში და ევროპული მოგზაურობის მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ნაშრომი „ცენტრალური ნერვული სისტემის ჰისტოლოგიური ელემენტების სტრუქტურა და შემადგენლობა“.
გრენლანდიის ექსპედიცია 1888-1889 წწ.
რედაქტირებაფრიტიოფ ნანსენმა გადაწყვიტა გადაეკვეთა გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. 1887 წელს თავისი გეგმა გააცნო შვედ გეოგრაფსა და გეოლოგს ადოლფ ერიკ ნორდენშელდს. იგი ნანსენის გეგმას არ დაეთანხმა. სტოკჰოლმიდან დაბრუნების შემდეგ ქრისტიანიის უნივერსიტეტში მოითხოვა შვებულება და 5 000 კრონი. უნივერსიტეტმა ნანსენის გეგმა მიიღო და მთავრობაში დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს. ამავდროულად დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიაში. ექსპედიციის პროექტი გამოაქვეყნეს ჟურნალ „Naturen“-ში 1888 წელს. მთავრობამ დაფინანსებაზე უარი განუცხადა. პრესაში დაიწყო ნანსენის წინააღმდეგ მიმართული ისტერია, თუმცა მას და მის იდეას დამცველებიც გამოუჩდნენ, ეს იყო გრენლანდიის ბუნების კარგი მცოდნე, ცნობილი პოლარელი მკვლევარი ჰენრიკ იოჰან რინკი.. პროფესორმა ამუნდ თეოდორ ჰელანდმა პრესაში დაიცვა ნანსენი, მისი სტატია კი წაიკითხა დანიელმა მეწარმემ ავგუსტინ გამელმა, რომელმაც უკვე 12 იანვარს ნანსენს გადასცა 5 000 კრონი.
1888 წლის 2 მაისს ექსპედიცია გზას გაუდგა. ნანსენი ექსპედიციის ხუთ წევრთან ერთად დანია-შოტლანდია-ისლანდიის გზით მივიდა გრენლანდიის სანაპიროზე და დაიწყო მისი მოგზაურობა გრენლანდიის ყინულოვან საფარზე.
ნანსენმა მიღწეული წარმატებების გამო მიიღო ორი მედალი: შვედეთის ანთროპოლოგიისა და გეოგრაფიის საზოგადოებისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მედლები. დანიის მთავრობამ იგი დააჯილდოვა დანებორგის ორდენით, ხოლო ნორვეგიამ წმინდა ოლაფის ორდენით. ექსპედიციის შედეგების მიხედვით ნანსენმა დაწერა ორი წიგნი: „თხილამურებით გრენლანდიის გავლით“ და „ცხოვრება ესკიმოსებთან“.
ექსპედიცია ფრამით
რედაქტირებაფრიტიოფ ნანსენმა გადაწყვიტა მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსისთვის. მისი გეგმა ასეთი იყო: გემი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება პატარა და გამძლე. გემისთვის მთავარია გაუძლოს ყინულის წნევას. თავდაპირველად ნანსენი აპირებდა ბერინგის სრუტის გავლას, რათა სწრაფად მიეღწია ნოვოსიბირსკის კუნძულებისათვის. ადგილზე მისვლისთანავე, სავარაუდოდ, უნდა ევლოთ რაც შეიძლება ჩრდილოეთით, ღია წყლის მეშვეობით. თუკი მოხდება უბედური შემთხვევა და საჭირო იქნებოდა ევაკუაცია, ნანსენი აპირებდა სამგზავრო ძაღლების გამოყენებას. ნორვეგიაში ინტელექტუალებმა და მთავრობამ უსიტყვოდ დაუჭირა მხარი ნანსენის გეგმას.
გემი, რომელსაც უწოდეს „ფრამი“ სამოგზაუროდ გაემართა 1893 წლის 24 ივნისს. 7 სექტემბერს ექსპედიციამ მიაღწია ტაიმირის ნახევარკუნძულს, 9 სექტემბერს ჩელუსკინელების კონცხს. 5 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა დრეიფის დაწყების შესახებ.
1894 წლის 19 მაისს გადაკვეთა ჩრდილოეთ განედის 81°. მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში ექსპედიციამ მიაღწია ჩრდილოეთ განედის 83° 34′-ს. 1895 წლის 8 აპრილს, ნანსენმა გამოაცხადა ექსპედიციის შეწყვეტის შესახებ და ამ პერიოდში ისინი იყვნენ 86°13′36′′-ზე. ჩრდილოეთ პოლუსამდე სულ 400 კმ იყო დარჩენილი. ექსპედიცია დასრულდა 1896 წლის 20 აგვისტოს. ეკიპაჟის მთელი შემადგენლობა უკან დაბრუნდა უვნებლად.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1905 წელს ნორვეგიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა შვედეთისაგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნორვეგიას უნდა დაეკავებინა თავისი ადგილი მსოფლიოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ნეიტრალიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. 1906 წელს ნანსენი დაინიშნა პირველ ნორვეგიელ ელჩად დიდი ბრიტანეთშ და გაემგზავრა ლონდონში. მისი მთავარი ამოცანა იყო მუდმივი ურთიერთობა მსოფლიოს უდიდესი ძალების წარმომადგენლებთან, რათა შეენარჩუნებინა ნორვეგიის ნეიტრალური პოზიცია და მოემზადებინა ნორვეგიულ-ბრიტანული ხელშეკრულება. ნორვეგია-ბრიტანეთის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1907 წლის 2 ნოემბერს ლონდონში, რის შემდეგაც ნანსენი გადადგა თანამდებობიდან.
ნანსენი და ერთა ლიგა
რედაქტირება1918 წელს იგი აირჩიეს ნორვეგიის წარმომადგენლად ერთა ლიგის შექმნის საქმესთან დაკავშირებით. ამან განსაზღვრა მთელი მისი საქმიანობა გარდაცვალებამდე. ნანსენმა, მიუხედავად სკანდინავიის სახელმწიფოების ტრადიციული ნეიტრალიტეტისა, 1920 წელს მიაღწია ნორვეგიის ერთა ლიგის სრულუფლებიან წევრად არჩევას და გახდა ერთა ლიგის ასამბლეის სამი დელეგატიდან ერთ-ერთი.
1920 წლიდან დაინტერესდა რეპატრიაციის საკითხებით. უკვე ამავე წლის ნოემბერში ნანსენი ასამბლეის წინაშე წარსდგა სიტყვით და განაცხადა რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი უნდა დაებრუნებინათ სამშობლოში.
რუსეთის მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ოკუპაციამ ერთა ლიგის წინაშე ლტოლვილთა საკითხი მთელი სიმწვავით დააყენა. პრობლემის გადასაწყვეტად 1921 წლის ზაფხულში ჟენევის კონფერენციაზე „ლტოლვილთა კომისარიატი“ შეიქმნა, რომელსაც ნანსენი ხელმძღვანელობდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტების შედეგად, უცხოეთში გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, მისი ინიციატივით, „ნანსენის პასპორტი“ შემოიღეს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში იყო აღიარებული. ლტოლვილები უცხოეთის ქვეყნებში ე. წ. „ნანსენის პასპორტით“ გადაადგილდებოდნენ.
ნანსენი და საქართველო
რედაქტირებაფრიტიოფ ნანსენი მხარს უჭერდა ერთა ლიგაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღების საკითხს, რდესაც საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები ლიგის სპეციალურ კომისიას გადაეცა, რომელსაც ნანსენი თავმჯდომარეობდა. მან განაცხადა:
გარდაცვალება
რედაქტირება1930 წლის 13 მაისს ფრიტიოფ ნანსენი გარდაიცვალა საკუთარი სახლის ვერანდაზე. ნანსენის დაკრძალვას ესწრებოდა მეფე ჰოკონ VII. მისი ანდერძის თანახმად ნანსენის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 297.
- Abrams, Irwin (2001). The Nobel Peace Prize and the Lauretes: an illustrated biographical history 1901–2001. Nantucket MA: Watson Publishing International. ISBN 0-88135-388-4.
- Amundsen, Roald (1912). The South Pole, Vol. II. London: John Murray.
- Berton, Pierre (1988). The Arctic Grail. New York: Viking Penguin. ISBN 0-670-82491-7.
- Waldemar Christofer Brøgger and Nordahl Rolfsen (tr. William Archer(1896).
Fridtiof Nansen 1861–1893. New York. Longmans Green & Co.
- Fleming, Fergus (2002). Ninety Degrees North. London: Granta Publications. ISBN 1-86207-535-2.
- Gibney, Matthew J. and Harrison, Randall (2005). Immigration and Asylum from 1900 to the Present: Volume 1. Santa Barbara, California: ABC-CLIO. ISBN 1-57607-796-9. ციტირების თარიღი: 2011-09-28. დაარქივებული 2012-11-12 საიტზე Wayback Machine.
- Huntford, Roland (2001). Nansen. London: Abacus. ISBN 0-349-11492-7. (First published in 1997 by Gerald Duckworth)
- Jackson, Frederick (1935). The Lure of Unknown Lands. London: G. Bell and Sons.
- Nansen, Fridtjof (tr. H.M. Gepp) (1890). The First Crossing of Greenland. London: Longmans, Green.
- Nansen, Fridtjof (1897). Farthest North, Volumes I and II. London: Archibald Constable & Co.. also available on Project Gutenberg
- Pollock, Frederick (2003). The League of Nations. Clark, New Jersey: The Lawbook Exchange Ltd. ISBN 1-58477-247-6.
- Reynolds, E.E. (1949). Nansen. Harmondsworth (UK): Penguin Books.
- Scott, J.M. (1971). Fridtjof Nansen. Sheridan, Oregon: Heron Books.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ П. Ганзен Нансен, Фритьоф // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1897. — Т. XXа. — С. 524–526.
- ↑ 2.0 2.1 Sverdrup H. U. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Norsk kunstnerleksikon — (untranslated).
- ↑ 6.0 6.1 6.2 Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France Notice de personne — 2011.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 GeneaStar
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ Нансен Фритьоф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118586378 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ About Fridtjof Nansen — Bruun Rasmussen Kunstauktioner, 2008.
- ↑ Portrait of Fridtjof Nansen... — Getty Images, De Agostini Editore.
- ↑ Nansen bottle - noun // Merriam-Webster online dictionary
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Nickelsen T. Nansen – Norway’s first brain scientist // (untranslated) — (untranslated), 2008.
- ↑ The Nobel Peace Prize 1922 // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.
- ↑ Stevnsborg L. Kongeriget Danmarks ordener, medaljer og hederstegn. Kongeriget Islands ordener og medaljer — University Press of Southern Denmark, 2005. — გვ. 263.
- ↑ Nansen (slekt) — Norwegian Genealogical Society.