შრი ჩინმოი
ჩინმოი კუმარ გჰოსე (დ. 27 აგვისტო, 1931, ბანგლადეში, შაკპურა — გ. 11 ოქტომბერი, 2007, ნიუ-იორკი, აშშ) — ინდოელი სულიერი მოძღვარი, გურუ, პოეტი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ფილოსოფოსი. აღმსარებლობით ინდუისტი. 1964 წელს გადასახლდა აშშ-ში. ქადაგებდა ღმერთისადმი სიყვარულს, ყოველდღიურ მედიტაციას, სამყაროსთვის მსახურობას, რელიგიურ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას.
შრი ჩინმოი | |
---|---|
ბენგ. শ্রী চিন্ময় | |
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1931[1] [2] |
დაბადების ადგილი | Chattogram District |
გარდაცვალების თარიღი | 11 ოქტომბერი, 2007[3] [1] [2] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კუინზი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ფილოსოფოსი, მხატვარი[4] , მუსიკოსი, ძალოსანი, humanitarian, spiritual teacher და გურუ |
ენა | ბენგალური ენა |
მოქალაქეობა |
French India ბრიტანეთის ინდოეთი |
ხელმოწერა | |
ცხოვრება
რედაქტირებაშრი ჩინმოი დაიბადა აღმოსავლეთ ბენგალში (თანამედროვე ბანგლადეში). ოჯახში შვიდი ბავშვიდან ყველაზე უმცროსი იყო. 11 წლისა, სხვა და-ძმებთან ერთად, დაობლდა და გაიზარდა შრი აურობინდოს აშრამში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ესეებსა და სიმღერებს, ასევე დაკავებული იყო სპორტითაც, რაც აურობინდოს აშრამში სავალდებულო იყო. ბავშვობიდანვე იყო დაკავებული მედიტაციითა და სულიერი პრაქტიკებით.
1964 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც 1966 წელს დააარსა სექტა. შრი ჩინმოი ორჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე, მაგრამ, საბოლოოდ, არ მიუღია. 2007 წლის 11 ოქტომბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულია კუინზში, ნიუ-იორკში.
მოძღვრება
რედაქტირებაბევრი მკვლევარი შრი ჩინმოის მოძღვრებას ახასიათებს ნეოინდუიზმად ინტეგრალური იოგის ელემენტებით.
მის მიხედვით, ღმერთს ან — უზენაესს, ერთდროულად გააჩნია მამრობითი და მდედრობითი საწყისი. მამაღმერთი და დედაღმერთი ერთნი არიან ორ სახეში. ხსნისათვის აუცილებელია, მასწავლებლის მეშვეობით, ღმერთის სრული მორჩილება. ამის მისაღწევად საჭიროა „გულის გზით“ რეალიზაცია. სულიერი გული არის „სიყვარულის ტახტი და მსოფლიო ერთიანობის გრძნობა“, ინტელექტი კი — „შფოთვისა და ეჭვის ტახტია“. გულმა უნდა დაიმორჩილოს ინტელექტი.
მედიტაციურ მდგომარეობაში ჩასაფლობად რეკომენდებულია ერთ საგანზე კონცენტრირება. შრი ჩინმოი საკონცენტრაციო ობიექტად თავის „ტრანსცენდენტულ პორტრეტს“ გვთავაზობს. ის ამბობს: „ჩემს პორტრეტთან მედიტაციის დროს, არაფერზე უნდა იფიქროთ“. ამავდროულად, რეკომენდებულია მუსიკის მოსმენა, თავად ჩინმოის მიერ დაწერილი, და საკმევლის სუნის შესუნთქვა.
ამას უნდა დაემატოს მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა და „უნაყოფო“ სექსუალური ცხოვრებისგან თავის შეკავება. ჩინმოი ქორწინებას არ იწონებდა, რადგან მშობლებს ყურადღება ბავშვზე გადააქვთ და შესაბამისად არა მასწავლებელზე, არამედ მათზე არიან კონცენტრირებულები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Shyam Dua: "The Luminous Life of Sri Chinmoy." Tiny Tot Publications, India 2005., ISBN 8130402211
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- (1972) Arise! Awake! Thoughts of a Yogi – Frederick Fell Inc
- (1974) Yoga and the Spiritual Life – Aum Publications
- (1974) The Inner Promise: Paths to Self Perfection – Wildwood House
- (1974) Samadhi and Siddhi – The Summits of God Life – Aum Publications
- (1974) The Dance of Life – Volume 1 -20 – Agni Press
- (1975) Astrology, the Supernatural and the Beyond – Aum Publications
- (1977) Everest Aspiration – Aum Publications
- (1977) The Soul's Evolution – Agni Press (ISBN 0-88497-396-4)
- (1984) Inner and Outer Peace – Peace Publishing (ISBN 0-88497-769-2)
- (1986) A Child's Heart and a Child's Dreams – Aum Publications
- (1988) Beyond Within – Agni Press
- (1989) Meditation: Man-Perfection in God-Satisfaction – Aum Publications
- (1990) On Wings of Silver Dreams – Aum Publications
- (1992) Kundalini: The Mother-Power – Aum Publications
- (1994) Garden of the Soul – Health Communications Inc.
- (1994) My Life's Soul-Journey – Aum Publications
- (1997) God Is... – Aum Publications
- (1997) The Wings of Joy: Finding Your Path to Inner Peace – Simon and Schuster
- (1998) Blessingful invitations from the university-world - Agni Press
- (2000) Wisdom of Sri Chinmoy[5] – Motilal Banarsidass Publ.
- (2007) Power Within: Secrets of Spirituality and Ocultism – Guru Noka Publications
- (2007) Heart-Garden – New Holland Publishing
- (2009) A Selection of Songs composed by Sri Chinmoy, Vol. 1 – Sri Chinmoy Center
- (2010) The Jewels of Happiness – Watkins Publishing
- (2013) Sport and Meditation – The Golden Shore (ISBN 978-3-89532-213-6)
პოეზია
რედაქტირება- (1979–1983) Ten Thousand Flower-Flames – Agni Press (100 volumes)
- (1983–1998) Twenty-Seven Thousand Aspiration-Plants – Agni Press (270 volumes)
- (1998–2007) Seventy-Seven Thousand Service-Trees – Agni Press (50 volumes... unfinished)
- (1973) The Dance of Life
- (1974) The Wings of Light
- (2000–2007) My Christmas-New Year-Vacation-Aspiration-Prayers (51 volumes)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118849883 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ http://www.nydailynews.com/news/2007/10/12/2007-10-12_sri_chinmoy_spiritual_leader_dies_in_que.html
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Chinmoy, Sri Wisdom of Sri Chinmoy – Sri Chinmoy – Google Boeken. Motilal Banarsidass Publ.. ISBN 9788120819436.